შინაარსზე გადასვლა

ემილი დიკინსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილი დიკინსონი
ინგლ. Emily Dickinson
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1830(1830-12-10)[1] [2] [3] [3] [4] [5] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ამჰერსტი[6] [11]
გარდაცვალების თარიღი 15 მაისი, 1886(1886-05-15)[1] [2] [3] [3] [4] [5] [6] [7] [11] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [12] (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი ამჰერსტი[26] [6] [11]
დასაფლავებულია Amherst West Cemetery[6]
საქმიანობა მწერალი[6] [27] [28] , პოეტი[29] [6] [12] და gardener
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[6]
ალმა-მატერი მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი[6] , Amherst Academy და Wilbraham & Monson Academy
ჟანრი პოეზია[6]
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[30] [6]
ნათესავ(ებ)ი Martha Dickinson Bianchi და Susan Huntington Gilbert Dickinson
გავლენა მოახდინეს
საიტი emilydickinson.org

ემილი დიკინსონი (დ. 10 დეკემბერი, 1830 — გ. 15 მაისი, 1886) — ამერიკელი პოეტი. დაიბადა ამჰერსტში, მასაჩუსეტსის შტატში, წარმატებულ ოჯახში, რომელსაც ძლიერი საზოგადოებრივი კავშირები გააჩნდა, თუმცა ემილი საკმაოდ ინტროვერტული და ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობაში ამერსტის აკადემიაში შვიდი წელი ისწავლა, მცირე ხანი მოუნტ ჰოლიოკის ქალთა სემინარიაშიც გაატარა, სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ემილი, რომელიც ადგილობრივებს ექსცენტრიულად მიაჩნდათ, ცნობილი იყო იმით, რომ სტუმრებსაც იშვიათად ეგებებოდა, ხოლო მოგვიანებით თავისი ოთახიდან თითქმის აღარ გამოდიოდა.

ემილის სიცოცხლეში მისი ათას რვაასამდე ლექსის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოქვეყნდა,[31] რომელიც გამომცემლების მიერ იქნა ჩასწორებული, რათა იმ დროის პოეზიურ წესებში ჩამჯდარიყო. დიკინსონის ლექსები უნიკალურია იმ ეპოქისათვის, რომელშიც ის წერდა. ისინი შეიცავენ მოკლე ხაზებს და ჩვეულებრივ არ აქვთ სათაურები.[32] ბევრი მათგანი ეხება სიკვდილისა და უკვდავების თემას - ორი საკითხი, რომელიც ემილის მიერ მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში ჭარბობს.

მიუხედავად იმისა, რომ ემილის ნაცნობების უმრავლესობამ იცოდა მისი ნაწერების შესახებ, სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1886 წელს აღმოაჩინა მისმა უმცროსმა დამ - ლავინიამ ლექსების კრებული, რის შემდეგაც დიკინსონის შემოქმედება ცნობილი გახდა. მისი პირველი კრებული 1890 წელს გამოიცა თომას ვენტვორტ ჰიგინსონისა და მებელ ლუმის ტოდის მიერ, რომლებმაც ბევრი რამ ჩაასწორეს, ხოლო სრული და ჩაუსწორებელი კრებული პირველად ხელმისაწვდომი 1955 წელს გახდა, როდესაც "ემილი დიკინსონის ლექსები" (The Poems of Emily Dickinson) თომას ჰ. ჯონსონის მიერ გამოიცა. მიუხედავად ემილის შემოქმედების იმ არასასურველი შეფასებებისა და სკეპტიციზმისა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს სუფევდა, ამჟამად კრიტიკოსები დიკინსონს დიდ ამერიკელ პოეტად მიიჩნევენ.[33]

ოჯახი და ადრეული ბავშვობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილი ელიზაბეთ დიკინსონი 1830 წლის 10 დეკემბერს ამერსტში, მასაჩუსეტსში, შეძლებულ, მაგრამ არა მდიდარ ოჯახში დაიბადა.[34] ორასი წლით ადრე, დიკინსონები ჩამოვიდნენ "ახალ სამყაროში" პურიტანების დიდი მიგრაციის დროს.[35] ემილის მამის მხრიდან ბაბუამ - სამუელ დიკინსონმა თითქმის მარტომ დააარსა ამერსტის კოლეჯი.[36] 1813 წელს მან ოჯახის საგვარეულო უზარმაზარი სახლი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ააშენა, რაც დიკინსონების მთავარი სამკვიდრებელი ადგილი გახდა.[37] სამუელის უფროსი ვაჟი, ედუარდი ორმოცი წლის განმავლობაში ამერსტის კოლეჯის ხაზინადარი იყო, ასევე ბევრჯერ იმსახურა, როგორც შტატის კანონმდებელმა და იყო ჰემპშაირის რაიონის წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. 1828 წლის 6 მაისს მან იქორწინა ემილი ნორკროსზე, რომელიც მონსონიდან იყო. მათ სამი შვილი ეყოლათ:

  • უილიამ ოსტინი (1829–1895), ასევე ცნობილია, როგორც ოსტინი, ოსტი ან ოუი.
  • ემილი ელიზაბეთი.
  • და ლავინია ნორკროსი (1833–1899), ასევე ცნობილია, როგორც ლავინია ან ვინი.[38]

ყოველი ინფორმაციის თანახმად, პატარა ემილი კარგად აღზრდილი გოგონა იყო. მონსონში დიდხნიანი ვიზიტისას, როდესაც ის ორი წლის იყო, ემილის დეიდა ლავინიამ ის აღწერა როგორც: "საოცრად კარგი და დამჯერი - ის ძალიან კარგი ბავშვია და პატარა პრობლემა".[39] ემილის დეიდამ ასევე აღნიშნა გოგონას მისწრაფება მუსიკისადმი და მისი განსაკუთრებული ნიჭი პიანინოსთან მიმართებაში, რომელსაც ემილი "მუუზიქს" (moosic) ეძახდა.[40]

დიკინსონი დაწყებით სკოლას პლეზენტ სტრიტზე, ორსართულიან შენობაში ესწრებოდა.[41] მისი განათლება იყო "ვიქტორიანული გოგონასათვის ამბიციურად კლასიკური".[42] მის მამას სურდა, რომ თავისი შვილები განათლებულები ყოფილიყვნენ და მათ პროგრესს ყოველთვის აკვირდებოდა, მაშინაც კი, როდესაც საქმის გამო სხვაგან იყო წასული. როდესაც ემილი შვიდი წლის იყო, მამა სახლში წერილებს აგზავნიდა და ახსენებდა შვილებს: "გააგრძელეთ სკოლაში სიარული და სწავლა, რათა როდესაც სახლში დავბრუნდები მითხრათ თუ რამდენი ახალი რამ ისწავლეთ".[43] სანამ ემილი თავის მამას მუდამ თბილი მანერებით აღწერდა, მისი ნაწერები გვაფიქრებინებს, რომ დედამისი გულცივი და მოშორებული იყო.

1840 წლის 7 სექტემბერს ემილი და მისმა დამ ლავინიამ სწავლა დაიწყეს ამერსტის აკადემიაში, რომელიც ყოფილი ვაჟთა სკოლა იყო და მხოლოდ ორი წლით ადრე გაიხსნა მოსწავლე გოგონებისათვის.[41] დაახლოებით ამ პერიოდში ემილის მამამ შეიძინა სახლი ჩრდილო პლეზენტ სტრიტზე.[44] ემილის ძმა ოსტინმა მოგვიანებით აღწერა ახალი საცხოვრებელი, როგორც "უზარმაზარი სახლი", სადაც ის და ემილი ისე გრძნობდნენ თავს, როგორც "ლორდი და ლედი", როდესაც მათი მშობლები შინ არ იმყოფებოდნენ.[45] სახლი გადაჰყურებდა ამერსტის სასაფლაოს მიწას, რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მინისტრმა აღწერა როგორც ხენაკლული და "ასაკრძალი".[44]

დიკინსონმა აკადემიაში შვიდი წელი გაატარა, სადაც გაიარა ინგლისურის, კლასიკური ლიტერატურის, ლათინურის, ბოტანიკის, გეოლოგიის, ისტორიის, "გონებრივი ფილოსოფიის" და არითმეტიკის კლასები.[46] სკოლის იმ დროინდელმა დირექტორმა დენიელ ტეგარტ ფისკემ მოგვიანებით გაიხსენა, რომ ემილი იყო "ძალზედ ნიჭიერი" და "საუკეთესო მოსწავლე, სანდო ყოველგვარ სასკოლო მოვალეობებში".[47] მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე სემესტრი ავადმყოფობის გამო გაუცდა (რომელთაგანაც ყველაზე გრძელვადიანი 1845-1846 წლებში იყო, როდესაც ის მხოლოდ თერთმეტი კვირით იყო ჩარიცხული[48]) მას მოსწონდა თავისი სასწავლებელი, მეგობარს წერდა, რომ აკადემია იყო "ძალიან კარგი სკოლა".[49]

როდესაც სოფია ჰოლენდი - მისი მეორე ბიძაშვილი და ახლო მეგობარი, ტიფისაგან ავად გახდა და 1844 წლის აპრილში გარდაიცვალა, მაშინ ამის გამო ემილი ნამდვილად ტრავმირებული იყო. ორი წლის შემდეგ, როდესაც ეს შემთხვევა გაიხსენა, მან დაწერა: "მიმაჩნდა რომ მეც უნდა მოვმკვდარიყავი, თუკი არ ვიქნებოდი ნებადართული, რომ მისთვის მომეარა ან უბრალოდ მისი სახისთვის შემეხედა".[50] ის იმდენად მელანქოლიური გახდა, რომ მისმა მშობლებმა ბოსტონში, ოჯახთან გაგზავნეს, რათა გამოჯანმრთელებულიყო,[49] ხოლო მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა და შინაგანი სიმშვიდე აღიდგინა, სწავლის გასაგრძელებლად ამერსტის აკადემიაში დაბრუნდა.[51] სწორედ ამ პერიოდში შეხვდა იგი პირველად იმ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ მთელი ცხოვრების მეგობრები და ახლობლები გახდნენ, მაგალითად: აბია რუთი, ები ვუდი, ჯეინ ჰამფრი და სუზან ჰანტინგტონ გილბერტი (რომელიც მოგვიანებით ემილის ძმა ოსტინზე დაქორწინდა).

1845 წელს ამერსტში რელიგიური გამოცოცხლება იყო.[52] მომდევნო წელს დიკინსონმა მეგობარს მიწერა: "არასოდეს განმიცდია ასეთი შეუდარებელი სიმშვიდე და ბედნიერება, როგორც ამ მოკლე დროში, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემი გადამრჩენელი ვიპოვე".[53] ასევე მან თქვა, რომ ეს იყო "უდიდესი სიამოვნების განცდა, როდესაც ურთიერთობ დიდ ღმერთთან და გრძნობ, რომ ის ჩემს ლოცვებს მოუსმენს".[53] თუმცა ამ ყველაფერმა დიდხანს არ გასტანა: დიკინსონს არასოდეს გაუკეთებია რწმენის ფორმალური დეკლარაცია და "რელიგიურ სამსახურს" რეგულარულად მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში ესწრებოდა.[54] მას შემდეგ, რაც დაახლოებით 1852 წელს მისი ეკლესიაში სიარულის პერიოდი დასრულდა, მან ლექსის დასაწყისი დაწერა: "Some keep the Sabbath going to Church – / I keep it, staying at Home" („ზოგი შაბათობით ეკლესიაში დადის – მე კი, შინ ვარ ხოლმე“).[55]

მისი აკადემიაში ყოფნის ბოლო წელს ემილი ახალგაზრდა დირექტორ ლეონარდ ჰამფრის დაუმეგობრდა. მას შემდეგ, რაც 1847 წლის 10 აგვისტოს დიკინსონმა აკადემიაში საბოლოო სემესტრი განასრულა, მან მერი ლიონის მოუნტ ჰოლიოკის ქალთა სემინარიაში (რომელიც მოგვიანებით მოუნტ ჰოლიოკის კოლეჯი გახდა) სწავლა დაიწყო, რომელიც სამხრეთ ჰედლიში, ამერსტიდან დაახლოებით ათ მილში (16 კმ) მდებარეობდა.[56] სემინარიაში მან მხოლოდ ათი თვე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ემილის მოსწონდა აქ მყოფი გოგონები, მას დიდხნიანი მეგობრები აქ არ შეუძენია.[57] დიკინსონის ჰოლიოკში მოკლეხნიანი დარჩენის მიზეზები განსხვავდება: შესაძლოა მას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, მამამისს სურდა, რომ ის სახლში ყოფილიყო, მან ამით იმ ევანგელისტური მხურვალების წინაშე გაილაშქრა, რაც სკოლაში სუფევდა, მას არ მოსწონდა ძლიერ დისციპლინირებული პედაგოგები, ან შესაძლოა უბრალოდ თავისი სახლი ენატრებოდა და დარდობდა.[58] ემილის ძმა 1848 წლის 25 მარტი მის სახლში წასაყვანად მოვიდა,[59] ხოლო ამერსტში დაბრუნებულმა დიკინსონმა სახლის საქმეებს მიჰყო ხელი.[60] მან დაიწყო ცხობა და ესწრებოდა ადგილობრივ შეკრებებსა და სანახაობებს.[61]

ადრეული გავლენა და წერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ემილი თვრამეტი წლის იყო, მისი ოჯახი დაუმეგობრდა ახალგაზრდა ადვოკატს, სახელად ბენჯამინ ფრანკლინ ნიუტონს. იმ წერილის თანახმად, რომელიც ნიუტონის გარდაცვალების შემდეგ დიკინსონის მიერაა დაწერილი, ის იყო "ჩემს მამასთან ორი წელი, სანამ უორკესტერში წავიდოდა სწავლის გასაგრძელებლად და ჩვენს ოჯახშიც ხშირად მოდიოდა".[62] მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა შესაძლოა არ იყო რომანტიკული, თავად ნიუტონმა მაინც დიდი გავლენა იქონია და მეორე მამაკაცი გახდა (ჰამფრის შემდეგ), რომელზეც დიკინსონი საუბრობდა, სხვადასხვაგვარად, როგორც მის მრჩეველზე, დამრიგებელსა და პედაგოგზე.[63]

ნიუტონმა მას უილიამ უორდსვორტის ნაწერები გააცნო და მისმა საჩუქარმა, რომელიც რალფ უალდო ემერსონის ლექსების პირველ წიგნს წარმოადგენდა, განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ემილიზე. მოგვიანებით მან დაწერა, რომ ის, "ვისი სახელიც მამაჩემის სტუდენტმა მასწავლა, საიდუმლო გაზაფხულს შეეხო".[64] ნიუტონი ძლიერ აფასებდა ემილის, სჯეროდა და აღიარებდა მას როგორც პოეტს. როდესაც ის ტუბერკულოზისაგან კვდებოდა, ემილის მისწერა, რომ ისურვებდა მანამ ეცხოვრა, სანამ ის იმ დიდებას არ მიაღწევდა, რაც მან უწინასწარმეტყველა.[64] ბიოგრაფებს სჯერათ, რომ დიკინსონის 1862 წლის განაცხადი ნიუტონს ეხება — "When a little Girl, I had a friend, who taught me Immortality – but venturing too near, himself – he never returned" („პატარაობისას მე მყავდა მეგობარი ბიჭი, რომელმაც მასწავლა უკვდავება – მაგრამ ძლიერ მივუახლოვდი და აღარც არასდროს დაბრუნებულა“).[65]

დიკინსონი კარგად იცნობდა არა მხოლოდ ბიბლიას, არამედ თანამედროვე ლიტერატურას.[66] მასზე შესაძლოა, გავლენა იქონია ლიდია მარია ჩაილდის წიგნმა „წერილები ნიუ-იორკიდან“ (Letters from New York), რომელიც ასევე ნიუტონის საჩუქარი იყო. მისმა ძმამ კი ჰენრი უოდსვორტ ლონგფელოუს "Kavanagh"-ი მისთვის ჩუმად მოიტანა სახლში (რადგან, შესაძლოა, მამამისი ამას არ დათანხმებოდა)[67] და 1849 წლის ბოლოს კი მეგობარმა მას შარლოტ ბრონტეს „ჯეინ ეარი“ (Jane Eyre) ათხოვა.[68] არ არის ცნობილი რა გავლენა ჰქონდა ამ წიგნს, თუმცა როდესაც დიკინსონმა თავისი პირველი და ერთადერთი ძაღლი შეიძინა, მან, პერსონაჟ ჯონ რივერსის ძაღლის პატივსაცემად, მას კარლო დაარქვა.[68] ასევე ემილის ცხოვრებაზე ძლიერი გავლენას უილიამ შექსპირი ახდენდა. მის პიესებთან დაკავშირებით მან ერთ მეგობარს მისწერა: „ამის გარდა სხვას ხელი რას უნდა ჩამოართვა?“, ხოლო - მეორეს: „რა საჭიროა რომელიმე სხვა წიგნი?“[69]

ზრდასრულობა და განმარტოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850 წლის ადრეულ პერიოდში დიკინსონმა დაწერა: "ამ ზამთარს ამერსტი მხიარულებით ცოცხალია ... ო, ეს ძლიერ დიდებული ქალაქია!".[60] მალე კი მისი დიდი სიმშვიდე მომდევნო ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მელანქოლიად იქცა. ამერსტის აკადემიის დირექტორი ლეონარდ ჰამფრი უეცრად "ტვინის სისხლსავსეობით" 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.[70] მისი სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ კი ემილიმ მეგობარ აბია რუთს თავისი დეპრესია გაანდო: "... ზოგი ჩემი მეგობარი წასულია და ზოგიერთს კი სძინავს – სძინავთ ეკლესიის ეზოს ძილით – საღამოს დრო მოსაწყენია – ეს ერთ დროს ჩემი სწავლის დრო იყო – ჩემი დამრიგებელი მიიცვალა, წიგნის ღია ფურცელი და სკოლაში მარტოდარჩენილი მოსწავლე ცრემლებს მადენენ და მე არ შემიძლია ისინი მოვიშორო, არ მოვიშორებდი, რომც შემეძლოს, რადგან ეს არის ერთადერთი ვალი, რომელიც შემიძლია, გარდაცვლილ ჰამფრის გადავუხადო".[71]

1850-იან წლებში ემილის ყველაზე ძლიერი და მოსიყვარულე ურთიერთობა სუზან გილბერტთან ჰქონდა. საბოლოოდ დიკინსონმა მას სამასზე მეტი წერილი მისწერა, მეტი ვიდრე რომელიმე სხვას თავიანთი მეგობრობის პერიოდში. სიუ პოეტს მხარში ედგა და იყო "ყველაზე საყვარელი მეგობარი, გავლენა, მუზა და მრჩეველი, რომლის რედაქტორულ შეთავაზებებს დიკინსონი ხანდახან ითვალისწინებდა, სუზანმა ითამაშა პირველადი როლი ემილის შემოქმედებით პროცესებში".[72] სიუ ოსტინს ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 1856 წელს ცოლად გაჰყვა, თუმცა მათი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. ედვარდ დიკინსონმა წყვილისათვის სახლი ააშენა, რომელსაც "Evergreens" (მარადმწვანეები) დაარქვა და რომელიც დასახლების დასავლეთ მხარეს მდებარეობდა.[73] აქ ერთგვარი წინაარმდეგობაა იმაზე, თუ როგორი იყო ემილის მეგობრობა სიუსთან. იმ აზრის თანახმად, რომელიც პირველად მებელ ლუმის ტოდმა გამოთქვა, იმის გამო, რომ სიუ ხშირად გულგრილი და ცივი იყო, ემილი განუწყვეტლივ გულნატკენი რჩებოდა იმით, რაც ძირითადად ფიცხ მეგობრობას წარმოადგენდა.[74] "მკაცრი" სიუს ცნება ეჭვშესატანია, განსაკუთრებით მისი და ოსტინის შვილების მაგალითზე, რომლებთანაც ემილი ახლოს იყო.[75]

1855 წლამდე ემილი ამერსტიდან არ წასულა. იმ გაზაფხულს, თავისი დედისა და დის თანხლებით, მან დიდხანს და შორს იმოგზაურა.[76] თავდაპირველად, მათ სამი კვირა დაჰყვეს ვაშინგტონში, სადაც მამამისი კონგრესში მასაჩუსეტსის შტატს წარმოადგენდა. შემდეგ ისინი ოჯახის მოსანახულებლად ორი კვირით ფილადელფიაში გაემგზავრნენ. აქ ის შეხვდა ჩარლზ უოდსუორტს - პრესვიტერიანული ეკლესიის სახელგანთქმულ წინამძღოლს, რომელთანაც ემილიმ ძლიერი მეგობრობა წამოიწყო, რაც 1882 წლამდე - მეგობრის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.[77] მიუხედავად იმისა, რომ 1855 წლის შემდეგ მან ის მხოლოდ ორჯერ ნახა (ის 1862 წელს სან-ფრანცისკოში გადავიდა), ემილი მას ხშირად იხსენიებდა, როგორც "ჩემი ფილადელფია", "ჩემი მოძღვარი", "ჩემი უძვირფასესი ამქვეყნიური მეგობარი" და "ჩემი მწყემსი სიყმაწვილის პერიოდიდან".[78]

შუა-1850-იანი წლებიდან ემილის დედა სხვადასხვა ქრონიკული ავადმყოფობების გამო საწოლს მიეჯაჭვა და 1882 წელს გარდაიცვალა.[79] 1858 წელს მეგობრისათვის მიწერილ წერილში ემილიმ თქვა, რომ ის მას ნახავდა თუკი შეძლებდა სახლის ან დედის დატოვებას. "სახლიდან საერთოდ არ გავდივარ, თუკი მამას არ მოვენატრები და არ ჩამოვა ან სადმე წასვლა არ მოუნდება, რაც მე შესაძლოა დამავიწყდეს, სად უნდა გავიქცე - დედა ისევ ისეა, როგორც ყოველთვის. არ ვიცი მის შესახებ რისი იმედი მქონდეს".[80] რაც დედის მდგომარეობა გაუარესდა, ემილის შრომითი პასუხისმგებლობაც ძლიერ გაიზარდა და ამის გამო კარმიდამოში ჩაიკეტა. ორმოცი წლის შემდეგ ლავინიამ თქვა, რომ რადგან დედა იყო ქრონიკულად ავად, ერთ-ერთი ქალიშვილი მუდამ მის გვერდით უნდა ყოფილიყო.[80] ემილიმ ეს მოვალეობა თავის თავზე აიღო და "მას შემდეგ, რაც იპოვა სიცოცხლე თავის წიგნებთან და ახლობელ ბუნებასთან, ასე განაგრძო ცხოვრება".[80]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 https://www.biography.com/people/emily-dickinson-9274190
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. GeneaStar
  10. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  12. 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  13. Czech National Authority Database
  14. Autoritats UB
  15. The LiederNet Archive — 1995.
  16. Répertoire International des Sources Musicales — 1952.
  17. Trinity College Library
  18. Digital Library for Dutch Literature — 1999.
  19. Catalogue of the Library of the Pontifical University of Saint Thomas Aquinas
  20. opac.vatlib.it
  21. NUKAT — 2002.
  22. Pas L. v. Genealogics — 2003.
  23. Korean Authority File
  24. CONOR.BG
  25. CONOR.SR
  26. http://asteria.fivecolleges.edu/findaids/amherst/ma167.html
  27. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  28. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  29. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 291.
  30. https://www.womenofthehall.org/inductee/emily-dickinson/
  31. Sources differ as to the number of poems that were published, but most put it between seven and ten.
  32. McNeil (1986), 2.
  33. Bloom (1999), 9; Ford (1966), 122.
  34. Sewall (1974), 321.
  35. Sewall (1974), 17–18.
  36. Sewall (1974), 337; Wolff (1986), 19–21.
  37. Wolff (1986), 14.
  38. Wolff (1986), 36.
  39. Sewall (1974), 324.
  40. Habegger (2001), 85.
  41. 41.0 41.1 Sewall (1974), 337.
  42. Farr (2005), 1.
  43. Sewall (1974), 335.
  44. 44.0 44.1 Habegger (2001), 129.
  45. Sewall (1974) 322.
  46. Habegger (2001). 142.
  47. Sewall (1974), 342.
  48. Habegger (2001), 148.
  49. 49.0 49.1 Wolff (1986), 77.
  50. Habegger (2001), 172.
  51. Ford (1966), 55.
  52. Ford (1966), 47–48.
  53. 53.0 53.1 Habegger (2001), 168.
  54. Ford (1966), 37.
  55. Johnson (1960), 153.
  56. Ford (1966), 46.
  57. Sewall (1974), 368.
  58. Sewall (1974), 358.
  59. Habegger (2001), 211.
  60. 60.0 60.1 Pickard (1967), 19.
  61. Habegger (2001), 213.
  62. Habegger (2001), 216.
  63. Sewall (1974), 401.
  64. 64.0 64.1 Habegger (2001), 221.
  65. Habegger (2001), 218.
  66. Knapp (1989), 59.
  67. Sewall (1974), 683.
  68. 68.0 68.1 Habegger (2001), 226.
  69. Sewall (1974), 700–701.
  70. Sewall (1974), 340.
  71. Sewall (1974), 341.
  72. Martin (2002), 53.
  73. Habegger (2001), 338.
  74. Pickard (1967), 21.
  75. Longenbach, James. (June 16, 2010.) "Ardor and the Abyss". The Nation. Retrieved June 29, 2010.
  76. Sewall (1974), 444.
  77. Sewall (1974), 447.
  78. Habegger (2001), 330.
  79. Walsh (1971), 87.
  80. 80.0 80.1 80.2 Habegger (2001). 342.