შინაარსზე გადასვლა

ემა რობერტსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემა რობერტსი

ემა რობერტსი 2016 წლის San Diego Comic-Con-ზე
დაბადების სახელი ემა როუს რობერტსი
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1991 (1991-09-10) (33 წლის)
ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 2001-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი გარეტ ჰედლანდი
მშობლები მამა: ერიკ რობერტსი
დედა: კელი კანინგჰამი
ნათესავები ჯულია რობერტსი

ემა როუს რობერტსი (ინგლ. Emma Rose Roberts; დ. 10 სექტემბერი, 1991)[1]ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2001 წლის ფილმში „კოკაინი“ (ინგლ. Blow), რომელშიც ქრისტინა ჯანგის როლი შეასრულა. ამის შემდეგ მან განასახიერა ედი სინგერი Nickelodeon-ის 2004-2007 წლების ტელესერიალში „Unfabulous“. 2005 გამოუშვა თავისი პირველი ალბომი „Unfabulous and More“. ამის შემდეგ რობერტსი გადაიღეს ფილმებში: „აქვამარინი“ (ინგლ. Aquamarine; 2006), „ნენსი დრიუ“ (ინგლ. Nancy Drew; 2007), „ველური ბავშვი“ (ინგლ. Wild Child; 2008), „ძაღლების სასტუმრო“ (ინგლ. Hotel for Dogs; 2009), „ვალენტინობის დღე“ (ინგლ. Valentine's Day; 2010), „ეს ამბავი ძალიან სახალისოა“ (ინგლ. It's Kind of a Funny Story; 2011), „საშინაო დავალება“ (ინგლ. The Art of Getting By; 2011) და სხვა.

ამ მომენტიდან რობერტსი დაინტერესდა ზრდასრული პერსონაჟების შესრულებით და მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „დიდებული ცხოვრება“ (ინგლ. Lymelife; 2008), „4.3.2.1“ (2010), „კივილი 4“ (ინგლ. Scream 4; 2011), „ზრდასრული სამყარო“ (ინგლ. Adult World; 2013), „ჩვენ მილერები ვართ“ (ინგლ. We're the Millers; 2013), „პალო ალტო“ ინგლ. Palo Alto; 2013), „თებერვალი“ (ინგლ. The Blackcoat's Daughter; 2015), „ნერვი“ (ინგლ. Nerve; 2016), „ვინ ვართ ჩვენ ახლა“ (ინგლ. Who We Are Now; 2017), „სამოთხის გორაკები“ (ინგლ. Paradise Hills; 2019) და „დღესასწაული“ (ინგლ. Holidate; 2020). რობერტსმა დიდი აღიარება მოიპოვა საშინელებათა ჟანრის ტელესერიალით „ამერიკულ საშინელებათა ისტორია“ (ინგლ. American Horror Story; 2013-დღემდე). ასევე მან მთავარი როლი შეასრულა კომედიურ-საშინელებათა სერიალში „კივილის დედოფლები“, (ინგლ. Scream Queens; 2015-2016 წწ).

ემა როუს რობერტსი 1991 წლის 10 სექტემბერს, ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა.[2] არის მსახიობ ერიკ რობერტსისა და კელი კანინგჰამის ქალიშვილი.[3] ემას მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ემა ახალშობილი იყო, იგი დედამისთან იზრდებოდა. ჰყავს ნახევარ და-ძმები, მამამისის ქორწინებიდან ელზა რობერტსი, დევიდ რეიფალი და ლილა გარეტი, ხოლო დედის ქორწინებიდან, ორი ნახევარ-და, გრეისი და კელი ნიკელსი,[4] ნიკელსი მომღერალია. ემას დეიდები-ჯულია და ლიზა რობერტსი ასევე მსახიობები არიან. ემა, ბავშვობაში ხშირად უყურებდა ფილმებს, რომელშიც დეიდა-ჯულია რობერტსი მონაწილეობდა, სწორედ დეიდა და მამა-ერიკი გახდა ემასთვის შთაგონების წყარო, რომ მამასა და დეიდას კინოინდუსტრიას გაჰყოლოდა. დედამის კელის, სურდა რომ ემას ნორმალური ბავშვობა ჰქონოდა.[5]

მუსიკალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს რობერტსმა მისი პირველი ალბომი შექმნა, სახელით „Unfabulous And More“, ალბომი, ამავე წლის 27 სექტემბერს გამოვიდა, ეს ალბომი სატელევიზიო სერიების „Unfabulous“-ის საუნდთრეკიც იყო.[6] 2005 წლის სექტემბერში, ალბომის ორი სინგლი გამოვიდა: „I Wanna Be“ და „Dummy“. ორივე მათგანი შემდეგ მუსიკალურ ვიდეოდ გამოაქვეყნეს. ემამ ფილმ „აქვამარინის“ საუნდთრეკიც ჩაწერა, სწორედ ამ ფილმში მონაწილეობდა ემა, მთავარი როლით.

2007 წლის ინტერვიუზე ემამ თქვა: „სწორედ ახლა, მე ვკონცენტრირდები ფილმებზე, მე ვემზადები რომ მონაწილეობა მივიღო ახალ ფილმებში, ამ ზაფხულს, რომელზედაც, ჩემს ბევრ დროს ვხარჯავ“.[7]

2011 წლის სექტემბერში, მან სწავლა „სარა ლოვრენცის კოლეჯში“ დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა, რადგან მას სურდა ყურადღება სამსახურზე გაემახვილებინა.[8]

2012 წელს მან ურთიერთობა მსახიობ ივან პიტერსთან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მათ, ფილმ „ზრდასრულ სამყაროში“ ერთად მოუხდათ მუშაობა.[9] 2019 წლის მარტში ისინი დაშორდნენ.[10]

რობერტი ახლა ურთიერთობაშია, ამერიკელ მსახიობთან, გარეტ ჰედლანდთან.[11] 2020 წლის ივნისში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი პირველ შვილს ელოდება.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Emma Roberts Biography: Film Actress, Singer, Television Actress (1991–). Biography.com (FYI / A&E Networks). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 9, 2016. ციტირების თარიღი: October 9, 2016. Additional on October 9, 2016
  2. McNeil, Liz (July 31, 2010). „5 Things to Know About Chelsea's Wedding Town, Rhinebeck, N.Y.“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: თებერვალი 13, 2020. ციტატა: „Emma was born on February 10, 1991, in Northern Dutchess Hospital [in Rhinebeck].“
  3. Smith, Stacy Jenel. Roberts Rule: With Emma's Star on the Rise, They're a Dynasty. Netscape Communications. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2012. ციტირების თარიღი: September 24, 2005.
  4. Elaine Lipworth (2005). „Recognise That Smile?“. You Magazine (July 24, 2005): 28–31. ციტატა: „I'm definitely closer to my mom and stepdad and I don't see my real father much“
  5. Murray, Rebecca. Emma Roberts Biography. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 6, 2012. ციტირების თარიღი: June 19, 2012.
  6. Emma Roberts Chart History. Billboard. ციტირების თარიღი: November 30, 2018.
  7. Interview conducted by Bonnie Laufer. (May 14, 2007) Emma Roberts one-on-one interview. Tribute Magazine. ციტირების თარიღი: April 30, 2009.
  8. Life & Style Exclusive: Emma Roberts Puts College On Hold. Life & Style. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 2, 2012. ციტირების თარიღი: January 7, 2014.
  9. Evan Peters: Fiancée Emma Roberts encouraged me to take role in 'Adult World'. New York Daily News (February 13, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 14, 2014. ციტირების თარიღი: November 4, 2014.
  10. McDermott, Maeve (March 21, 2019). 'American Horror Story' co-stars Emma Roberts, Evan Peters end engagement, reports say“. USA Today. Mclean, Virginia: Gannett Company.
  11. Vacco-Bolanos, Jessica (April 1, 2019). „Emma Roberts Holds Hands With Boyfriend Garrett Hedlund in NYC After Evan Peters Split“. US Weekly. New York City: American Media Inc.
  12. https://www.mirror.co.uk/3am/celebrity-news/breaking-emma-roberts-pregnant-first-22252931#:~:text=Emma%20Roberts%20is%20pregnant.,in%20Silver%20Lake%2C%20Los%20Angeles.