შინაარსზე გადასვლა

ელიფ ელმასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიფ ელმასი
ელიფ ელმასი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
24 სექტემბერი, 1999 (1999-09-24) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
ჩრდილოეთ მაკედონია
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2017 რაბოტნიჩკი 44 (7)
2017–2019 ფენერბახჩე 34 (4)
2019–2024 ნაპოლი 143 (14)
2024– ლაიფციგი 14 (0)
ეროვნული ნაკრები
2017– ჩრდ. მაკედონია 58 (12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 მაისი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მარტი, 2024

ელიფ ელმასი (მაკედ. Елиф Елмас; დ. 24 სექტემბერი, 1999) — მაკედონელი ფეხბურთელი, „ლაიფციგისა“ და ჩრდილოეთ მაკედონიის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

ელმასმა კარიერა დაიწყო „რაბოტნიჩკიში“, მშობლიურ მაკედონიაში. გამორჩეული სეზონის შემდეგ, რომელშიც მან 6 გოლის გატანა და „რაბოტნიჩკის“ 3 ადგილზე დაწინაურება შეძლო. ამის შემდეგ იგი 2022 წლამდე თურქულ გიგანტ ფენერბაჰჩეს შეუერთდა. შემტევმა ნახევარმცველმა 40 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც გუნდმა ელმასი 2019 წლის ივნისში იტალიაში, კერძოდ კი „ნაპოლიში“ გაუშვა.

2019 წლის 24 ივლისს, სერია A-ს გუნდმა „ნაპოლიმ“ გამოაცხადა ელმასის გაფორმება ფენერბახჩედან. გარიგების ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენდა. ელმასმა თავისი პირველი გოლის გატანა „ნაპოლიში“ 2020 წლის 3 თებერვალს შეძლო, ეს გოლი დაეხმარა კლუბს სამპდორიასთან 4–2 გამარჯვებაში.

2021 წლის 19 დეკემბერს, ელმასის გოლით „ნაპოლიმ“ შეძლო გასვლით თამაშში მილანთან გამარჯვება და სერია A-ში მეორე ადგილის დაკავება.

ელმასი დაიბადა მაკედონიაში, თურქული წარმოშობის ოჯახში. 2017 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა, ფათიჰ თერიმმა სცადა მისი გამოძახება, მაგრამ ელმასმა მისი მშობლიური ქვეყნის სახელით გამოსვლა გადაწყვიტა.

2017 წლის 11 ივნისს, 17 წლის ასაკში, ელმასის დებიუტი შედგა მაკედონიის ნაკრებში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ესპანეთის წინააღმდეგ.

ელმასი ასევე შედიოდა მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრებში 2017 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე (პოლონეთი) და ფაქტობრივად ყველაზე ახალგაზრდა იყო 23-კაციან შემადგენლობაში.

2021 წლის 14 ნოემბერს, ელმასმა ისლანდიასთან დუბლი შეასრულა. თამაშში მაკედონიამ 3–1 მოიგო, რაც გუნდს J ჯგუფში მეორე ადგილის მოპოვებაში და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]