შინაარსზე გადასვლა

ელეონორ აკვიტანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეონორ აკვიტანიელი
აკვიტანიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 9 აპრილი 1137
მმართ. დასასრული: 1 აპრილი 1204
წინამორბედი: უილიამ X
მემკვიდრე: ჯონ I
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 აგვისტო 1137
მმართ. დასასრული: 21 მარტი 1152
წინამორბედი: ადელაიდა სავოიელი
მემკვიდრე: კონსტანსია კასტილიელი
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 14 დეკემბერი 1154
მმართ. დასაწყისი: 25 ოქტომბერი 1154
მმართ. დასასრული: 6 ივლისი 1189
წინამორბედი: მატილდა ბულონელი
მემკვიდრე: ბერენგარია ნავარელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1122 ან 1124
გარდ. თარიღი: 1 აპრილი 1204 (81 ან 82 წლის)
მეუღლე: ლუი VII, საფრანგეთის მეფე
(ქ. 1137 - განქ. 1152)
ჰენრი II, ინგლისის მეფე
(ქ. 1152 - გard. 1189)
შვილები: მარია, შამპანის ჰერცოგინია
ალისი, ბლუის გრაფინია
უილიამ IX, პუატიეს ჰერცოგი
ჰენრი, ინგლისის მეფე
მატილდა, საქსონიის ჰერცოგინია
რიჩარდ I, ინგლისის მეფე
ჯეფრი II, ბრეტანის ჰერცოგი
ელეონორი, კასტილიის დედოფალი
ჯოანი, სიცილიის დედოფალი
ჯონ I, ინგლისის მეფე
დინასტია: რამნულფიდები
მამა: უილიამ X, აკვიტანიის ჰერცოგი
დედა: ალიენორ დე შატელერონტი
რელიგია: კათოლიციზმი

ელეონორ აკვიტანიელი (ფრანგ. Éléonore d'Aquitaine; დ. 1122 — გ. 1 აპრილი 1204), აგრეთვე ცნობილი როგორც ალიენორ აკვიტანიელიაკვიტანიის ჰერცოგინია 1137-1204 წლებში, საფრანგეთის დედოფალი 1137-1152 წლებში და ინგლისის დედოფალი 1154-1189 წლებში. პუატიეს დინასტიის, გვერდითი შტოს რამნულფილდების წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი VII-ის და ინგლისის მეფე ჰენრი II-ის მეუღლე. ინგლისის სამი მეფის — ჰენრი ახალგაზრდას, რიჩარდ I ლომგულის და ჯონ I უმიწაწყლოს დედა. მონაწილეობდა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში.

ელეონორი დაიბადა 1122 წელს აკვიტანიის ჰერცოგ უილიამ X-ის ოჯახში. 1136 წელს ელეონორის უფროსი ძმა მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც მემკვიდრედ ელეორონი დასახელდა. 1137 წელს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ელეონორის მამა, ამის გათვალისწინებით 15 წლის ელეონორი აკვიტანიის ჰერცოგინია ხდება. ამ მოვლენიდან 3 თვეში აკვიტანიის ხელში ჩაგდების მიზნით ელეონორი ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი VII-მ, ამით ის საფრანგეთის დედოფალიც გახდა. როგორც ისტორიკოსები იუწყებიან, ლუის მეუღლე თავდავიწყებით უყვარდა და ყველაფერს აკეთებდა მის გასახარებლად. თუმცა მთელს საფრანგეთში ელეონორი საშინლად ეზიზღებოდათ მისი ქედმაღლობისა და თავქარიანობის გამო. ელეონორმა 15 წლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ორი გოგონა გააჩინა, რაც გახდა ლუისა და ელეონორს შორის უთანხმოების გაჩენის მთავარი მიზეზი გახდა, ვინაიდან მეფეს ვაჟი მემკვიდრე ესაჭიროებოდა.

1147 წელს ლუი VII-მ საღვთო რომის იმპერატორთან ერთად მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო მუსლიმთა წინააღმდეგ, სადაც დედოფალი ელეონორიც წაიყვანა. შემდგომში ელეონორმა დიდი როლი შეასრულა ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკებებში, ასევე ის კარნახობდა ლუის როგორ უნდა ემოქმედა. ეს ბრძოლა მუსულმანთა გამარჯვებით დასრულდა და ლუი, ელეონორთან ერთად კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. ამ დროისათვის ცოლ-ქმარს შორის უკვე საკმაოდ გამძაფრებული იყო ურთიერთობა. 1150 წელს ელეონორმა რომის პაპ ევგენი III-ს ლუისთან გაყრა მოსთხოვა, რაზეც პაპმა უარი განაცხადა. 1152 წელს თავად ლუიმ მოითხოვა მასთან განქორწინება, რაზეც პაპი დათანხმდა. 1152 წლის 11 მარტს ელეონორი და ლუი განქორწინდნენ.

1154 წელს ელეონორი ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ჰენრი II-ს. აქედან მოყოლებული ელეონორი ინგლისის დედოფალად იწოდება. ელეონორმა ჰენრის რვა შვილი გაუჩინა, აქედან 5 ვაჟი, რომელთაგანაც 3 ინგლისის მეფე გახდა. 1170 წელს ტახტზე ელეონორის ვაჟი ჰენრი ახალგაზრდა ადის, თუმცა ჰენრი II კვლავ ცოცხალია. 1173 წელს ჰენრი, მამას აუჯანყდა. ჰენრი II-მ ეს აჯანყება ჩაახშო, ტახტზე კვლავ თვითონ ავიდა და ამ ამბის მოთავე ელეონორი დააპატიმრა, თუმცა დედოფლის ტიტული არ ჩამოურთმევია. 1189 წლის 6 ივლისს ჰენრი II გარდაიცვალა, ტახტზე ელეონორის ვაჟი რიჩარდ I ადის რომელმაც იგი გაათავისუფლა. ამავე წელს რიჩარდი მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიემგზავრება, ქვეყანას კი რეგენტის სტატუსით ელეონორი მართავს. უკან დაბრუნებისას რიჩარდი ტყვედ ჩაუვარდა ავსტრიის ერცჰერცოგ ლეოპოლდ V-ს, რომელმაც იგი ჰენრიხ VI-ს გადასცა. 1194 წელს ელეონორმა ძლივს გამოისყიდა რიჩარდი, მთელი ამ ხნის მანძილზე იგი ინგლისს თავად მართავდა. 1199 წელს საფრანგეთთან ბრძოლისას რიჩარდი დაიღუპა, ტახტზე ელეონორის მესამე ვაჟი - ჯონ I ადის. ელეონორმა მალევე ყველა თავისი შვილი, გარდა ჯონისა და ელეონორისა (მის ქალიშვილსაც ელეონორი ერქვა) ქვეყნიდან გააძევა. ვინაიდან ელეონორი და ჯონი მისი ფავორიტი შვილები იყვნენ. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ელეონორმა ჯონთან გაატარა, სამეფო სასახლესა და ფუფუნებაში. იგი გარდაიცვალა 1204 წლის 1 აპრილს 82 წლის.

  • ლუი VII-თან ჰყავდა 2 ქალიშვილი:
სახელი დაიბადა გარდაიცვალა ტიტული მეუღლე შვილები
მარია 1145 11 მარტი 1198 შამპანის ჰერცოგინია ანრი I მარია
ალისი 1150 1198 ბლუის გრაფინია თეობალდ V არ ჰყავდა
  • ჰენრი II-თან ჰყავდა 8 შვილი:
სახელი დაიბადა გაირდაიცვალა ტიტული მეუღლე შვილები
უილიამ IX 17 აგვისტო 1153 აპრილი 1156 პუატიეს ჰერცოგი არ ჰყავდა არ ჰყავდა
ჰენრი ახალგაზრდა 28 თებერვალი 1155 11 ივნისი 1183 ინგლისის მეფე მარგარიტა ფრანგი არ ჰყავდა
მატილდა 1156 13 ივლისი 1189 საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგინია ჰენრიხ ლომი ოტო IV
რიჩარდ I ლომგული 8 სექტემბერი 1157 6 აპრილი 1199 ინგლისის მეფე ბერენგარია ნავარელი არ ჰყავდა
ჯეფრი II 23 სექტემბერი 1158 19 აგვისტო 1186 ბრეტანის ჰერცოგი კონსტანსია ბრეტონელი ელეონორი, ართურ I
ელეონორი 13 ოქტომბერი 1162 31 ოქტომბერი 1214 კასტილიის დედოფალი ალფონსო VIII ენრიკე I, ბერენგარია,

ურაკა, ბლანკა და

ელეონორი

ჟანა ოქტომბერი 1165 4 სექტემბერი 1199 სიცილიის დედოფალი 1) უილიამ II; 2)რაიმონდ VI არ ჰყავდა
ჯონ I უმიწაწყლო 27 დეკემბერი 1166 19 ოქტომბერი 1216 ინგლისის მეფე ისაბელა ანჟულიმელი ჰენრი III, რიჩარდი,

ჟანა და ისაბელა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]