ევერესტი
ევერესტი | |
---|---|
მწვერვალი ევერესტი | |
კოორდინატები: 27°59′17″ ჩ. გ. 86°55′31″ ა. გ. / 27.98806° ჩ. გ. 86.92528° ა. გ. | |
ქვეყანა | ნეპალი ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | სოლუქუმბუს რაიონი, საგარმათხის ზონა (ნეპალი) ტინგრი, შიგაძე, ტიბეტის ავტონომიური რეგიონი (ჩინეთი) |
სიმაღლე | 8848 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 8848 მ |
მთის მასივი | ჰიმალაი |
ქედი | მაჰალანგურ-ჰიმალი |
ამგებელი ქანები | გნაისი გრანიტი კრისტალური კირქვა ფიქალი |
პირველი ასვლა | ედმუნდ ჰილარი/ნორგეი თენცინგი (29 მაისი, 1953) |
უმარტივესი მარშრუტი | სამხრეთი ფერდობი (ნეპალი) |
სურათები ვიკისაწყობში |
ევერესტი (აგრეთვე ცნობილი როგორც ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა, საგარმათხა) — დედამიწის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 8848 მ. მდებარეობს ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. საფუძველი აგებულია კამბრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მეტრის ზევით — მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა და კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია.
ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა: თენცინგ ნორგეიმ და ედმუნდ ჰილარიმ. 1982 წლის 4 მაისს ევერესტს დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინისტებმა ვლადიმერ ბალიბერდინმა და ედუარდ მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს სერგეი ბერშოვმა და მიხეილ ტურკევიჩმა.
სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე, 1733 წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმათხას ეძახიან. ბოლოს ენდრიუ ვომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ-ერთის არჩევას, ამიტომ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- National Geographic site on Mt. Everest
- NOVA site on Mt. Everest
- imagingeverest.rgs.org დაარქივებული 2009-04-23 საიტზე Wayback Machine.
- North დაარქივებული 2023-05-31 საიტზე Wayback Machine. *South დაარქივებული 2022-01-02 საიტზე Wayback Machine.
- Interactive climb of Everest from Discovery Channel
- Mount Everest on Summitpost
- Full list of all ascents of Everest up to and including 2008 (in pdf format)
- Where is Mount Everest დაარქივებული 2012-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Where is Mount Everest located
- Mount Everest fact დაარქივებული 2012-06-03 საიტზე Wayback Machine.
|