დრანეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი
დრანეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი — მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 9 კმ-ში მდებარე სოფელ ალექსეევკას სამხრეთ-დასავლეთით 1 კმ-ში მდებარე ნასოფლარ დრანეთში (დრიანეთში), ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე.
ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია. არქეოლოგიურ სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
2010 წელს ეკლესიას ჩაუტარდა არქეოლოგიური და სარესტავრაციო-საპროექტო სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე).
2010 წლის ზაფხულში ეკლესიაში XIII საუკუნის ვერცხლის ორნამენტებიანი კანდელი აღმოაჩინეს[2][3].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ. ლაღიაშვილი, გ. პატაშური, ჟურნალი „ძველი ხელოვნება დღეს“, 1, 2010 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია, (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი) (X-XI სს) დაარქივებული 2012-01-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-02.
- ↑ სოფელ ალექსეევკაში XIII საუკუნის კანდელია აღმოჩენილი
- ↑ ალექსეევკა-დრიანეთის ეკლესიაში მეცამეტე საუკუნის კანდელი აღმოაჩინეს[მკვდარი ბმული]