დიმიტრი უსტინოვი
დიმიტრი თევდრეს ძე უსტინოვი (დ. 17 (30) ოქტომბერი, 1908, სამარა, რუსეთის იმპერია — გ. 20 დეკემბერი, 1984, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა პარტიული, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის გმირი (1978), ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1942, 1961), საბჭოთა კავშირის მარშალი (1976), სკკპ წევრი (1927), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიმიტრი უსტინოვი დაიბადა 1908 წლის ქალაქ სამარაში მუშის ოჯახში. 1922 წელს მოხალისედ შევიდა წითელ არმიაში. ჯარში სამსახურის შემდეგ დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სკოლა, მუშაობდა ზეინკლად, მედიზელე მემანქანედ ქალაქებში ბალახნასა და ივანოვოში. 1927 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი.
1934 წელს ლენინგრადის სამხედრო-მექანიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დ. უსტინოვი მუშაობდა ინჟინრად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1937 წლიდან ლენინგრადის ქარხანა „ბოლშევიკის“ ინჟინერ-კონსტრუქტორად, მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ, ხოლო შემდეგ — დირექტორად.
1941 წლის ივნისში დაინიშნა სსრ კავშირის შეიარაღების სახალხო კომისრად. იგი სათავეში ჩაუდგა იარაღის ათვისებასა და მასობრივ წარმოებას დიდი სამამულო ომის წლებში.
1946-1957 წლებში დაინიშნა სსრ კავშრის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრად, შემდეგ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1963 წლის მარტში — სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ და სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1965 წელს აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად.
პარტიის XIX, XX, XXII-XXVI ყრილობებზე არჩეული იყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. 1965-1966 წლებში იგი სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატია, 1966-1976 წლებში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, 1976 წლიდან სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრია. დ. უსტინოვი იყო სსრ კავშირის II, IV-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რსფსრ-ის VII-X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1976 წლის აპრილში დაინიშნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრად.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიმიტრი უსტინოვი დაჯილდოვებული იყო:
- 11 ლენინის ორდენით;
- 1-ლი ხარისხის სუვოროვის ორდენით;
- საბჭოთა კავშირის მედლებით და სხვა სახელმწიფოთა საპატიო ჯილდოებით.
- ლენინური პრემიის ლაურეატი;
- სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 186.
- დაბადებული 30 ოქტომბერი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 20 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1984
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის თავდაცვის მინისტრები