დეივიდ ბრიუსტერი
იერსახე
დეივიდ ბრიუსტერი (ინგლ. David Brewster; დ. 11 დეკემბერი, 1781, ჯედბორო, როქსბროს საგრაფო — გ. 10 თებერვალი, 1868, ალერბი, მელროუზი) — ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1815). სწავლობდა ედინბურგში. 1838–1859 წლებში ხელმძღვანელობდა კოლეჯებს. 1849 წელს იყო მეცნიერული განვითარების ბრიტანული ასოციაციის პრეზიდენტი. ბრიუსტერმა აღწერა ქრომატული პოლარიზაცია ერთღერძიან და ორღერძიან კრისტალებში, აღმოაჩინა სინათლის წრიული პოლარიზაცია (1815). არეკვლის დროს სინათლის პოლარიზაციის შესწავლისას დაადგინა კანონი, რომელსაც მის პატივსაცემად ბრიუსტერის კანონი ეწოდა. ხელოვნური ანიზოტროპიის მქონე გარემოში აღმოაჩინა ორმაგი სხივთტეხა. შუქურებისათვის შექმნა ლინზების სისტემები, გამოიგონა კალეიდოსკოპი (1817) და გააუმჯობესა სტერეოსკოპი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 531.