დევიდ შვიმერი
დევიდ შვიმერი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 ნოემბერი, 1966 კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ეთნიკურად | ებრაელი |
ალმა-მატერი | ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი |
პროფესია | მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი |
აქტიური | 1982-დღემდე |
მეუღლე(ები) |
ზოი ბაკმენი (ქ. 2010 - განქ. 2017) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები |
მამა: ართურ შვიმერი დედა: არლენ კოლემანი |
დევიდ ლორენს შვიმერი[1] (ინგლ. David Lawrence Schwimmer; დ. 2 ნოემბერი, 1966[2], კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ტელესერიალში „მეგობრები“ შესრულებულმა როს გელერის როლმა, რომლისთვისაც იგი ნომინირებული იყო ემისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებზე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დევიდ შვიმერი დაიბადა 1966 წლის 2 ნოემბერს კუინზის რაიონში, ქალაქ ნიუ-იორკში[3]. მისი მშობლები არიან ადვოკატები, ართურ შვიმერი და არლენ კოლემანი[4]. მისი ორივე მშობელი წარმოშობით ებრაელია[5]. მას ერთი უფროსი და ჰყავს, სახელად ელი (დ. 1965)[2]. მალევე მისი ოჯახი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც შვიმერი პირველად დაინტერესა სამსახიობო კარიერით. 10 წლის ასაკში სკოლის სპექტაკლში თამაშობდა „კონკიას“ ებრაულ ვერსიაში[2]. 1979 წლიდან მსახიობ იან მაკ-კელენის ხელშეწყობით შვიმერი შექსპირის პიესებზე დაყრდნობით დადგმულ წარმოდგენებში იღებს მონაწილეობას[6].
ვინაიდან დედამისი განქორწინების წარმატებული ადვოკატი იყო, შვიმერი ბევერლი-ჰილზის ერთობ პრესტიჟულ სკოლაში დადიოდა[6], რომლის დასრულების შემდეგაც დევიდი ჩიკაგოში გადადის და ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას[6].
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვიმერის სამსახიობო კარიერა 1982 წლიდან იწყება. მისი დებიუტი შედგა ტელესერიალში „პოლიციის გუნდი“, სადაც იგი ერთ-ერთი პაციენტის ეპიზოდურ როლს ასრულებდა. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ იგი 1989 წელს კიდევ ერთ ტელესერიალში „სამარისებური სიჩუმე“ გამოჩნდა რობ კუჩიოს როლით[7]. 1991-92 წლებში იგი სერიალში „ოცნების წლები“ ასრულებდა მაიკლის როლს.
უკვე 1994 წელს შვიმერი ტელესერიალში „მეგობრები“ დაამტკიცეს ექვსი მთავარი როლიდან ერთ-ერთის, როს გელერის როლზე. იგი აქ თამაშობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: კორტნი კოქსტი, მეთიუ პერი, ლიზა კუდროუ, ჯენიფერ ენისტონი, მეტ ლებლანკი, ბრედ პიტი და ა.შ. როსის როლი მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა, რამეთუ ამ როლისათვის იგი 21 სამსახიობო ჯილდოზე იყო ნომინირებული, მათ შორის ემისა[8] და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებზეც. სერიალში იგი ბოლომდე, ანუ 2004 წლამდე მონაწილეობდა.
2005 წელს მან ანიმაციურ ფილმში „მადაგასკარი“ გაახმოვანა მელმანი[9]. უკვე 2006 წელს ჩარლის როლი შეასრულა ფილმში „დიდი არაფერი“. 2008 წელს ფილმში „არაფერი სიმართლის გარდა“ შეასრულა რეი არმსტრონგის როლი და იმავე წელს გაახმოვანა მელმანი ანიმაციურ ფილმში „მადაგასკარი2“, რასაც 2012 წელს მოჰყვა „მადაგასკარი3“-ის გახმოვანებაც.
2016 წელს ტელესერიალში „ამერიკული კრიმინალური ისტორია“ შეასრულა რობერტ კარდაშიანის როლი. 2018-19 წლებში კი ტელესერიალში „უილი და გრეისი“ ასრულებდა ნოა ბროდერის როლს. 2020 წელს სერიალში „ინტელიგენტი“ მიიღო ჯერი ბერშტაინის როლი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლიდან შვიმერს ურთიერთობა ჰქონდა ბრიტანელ მხატვარ ზოი ბაკმენთან[10], რომელზეც იგი 2010 წლის ივნისში დაქორწინდა[11][12][13]. 2011 წელს დაიბადა მათი ერთადერთი ქალიშვილიც, კლეო[14]. 2017 წლის აპრილში წყვილმა გამოაცხადა, რომ ისინი „გარკვეული დროით დაშორდნენ“[10]. იმავე წელს ისინი განქორწინდნენ[15].
2006 წელს შვიმერმა აარონ ტონკენის წინააღმდეგ სასამართლოში 400,000 აშშ დოლარი მოიგო. შვიმერმა მას ცილისწამების გამო უჩივლა. ტონკენი აცხადებდა, რომ საქველმოქმედო საღამოზე მისასვლელად შვიმერმა Rolex-ის საათები მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს ბრალდება უარყო[16].
შვიმერი სანტა-მონიკაში არის გაუპატიურების შემდგომი სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი, რომელიც ძირითადად გაუპატიურებული ქალებისა და ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული[17]. 2011 წელს იგი ასევე თანამშრომლობდა შოტლანდიურ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, რომელთან ერთადაც გადაიღო ფილმი, სადაც მოთხრობილი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობაზე თანამედროვე მსოფლიოში და მისი აღმოფხვრისა და პრევენციის გზებზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "David Schwimmer: Director, Film Actor, Actor, Television Actor (1966–)". Biography.com (FYI / A&E Networks). Archived from the original on August 25, 2017. Retrieved August 25, 2017.
- ↑ 2.0 2.1 2.2 "David Schwimmer" დაარქივებული 2023-11-18 საიტზე Wayback Machine. . Turner Classic Movies. Retrieved May 26, 2009.
- ↑ Schwimmer, in Lovece, Frank (May 31, 2012). "David Schwimmer talks 'Madagascar 3: Europe's Most Wanted'". Newsday. Archived from the original on June 15, 2012. Retrieved June 4, 2012.
- ↑ "Hello Magazine Profile — David Schwimmer" დაარქივებული 2023-11-18 საიტზე Wayback Machine. . Hello!. Hello Ltd. Archived from the original on June 4, 2009. Retrieved January 16, 2009.
- ↑ "David Schwimmer's serious side". NBC News. November 21, 2003. Retrieved May 21, 2018. David Schwimmer: "And when it comes to certain prejudice and the hatred that still pervades this country I'm a Jew first and not a white person."
- ↑ 6.0 6.1 6.2 Cooper, Tim (November 25, 2001). "Friends in high places". The Guardian. UK. Archived from the original on February 19, 2014. Retrieved January 16, 2009.
- ↑ Ruth, Daniel (April 14, 1989). "Nagging problems leave gaps in 'A Deadly Silence'". Chicago Sun-Times: 65.
- ↑ "'E.R.' Leads Nominations for Emmy Awards". The New York Times. July 21, 1995. Retrieved January 20, 2009.
- ↑ Clinton, Paul (May 27, 2005)."Review: Enjoyable trip to 'Madagascar'". CNN: Showbiz/Movies. Retrieved January 20, 2009.
- ↑ 10.0 10.1 Webber, Stephanie (April 5, 2017). "David Schwimmer, Wife Zoe Buckman Taking 'Some Time Apart' After Six Years of Marriage". Us Weekly. Archived from the original on February 26, 2018. Retrieved April 5, 2017.
- ↑ "David Schwimmer Is Engaged!". People. March 14, 2010. Retrieved March 14, 2010.
- ↑ "David Schwimmer marries Zoe Beckman". Boston Herald. October 13, 2010. Archived from the original on October 16, 2010. Retrieved October 13, 2010.
- ↑ Jennifer Lipman. "David Schwimmer marries in secret" დაარქივებული 2021-02-24 საიტზე Wayback Machine. . The Jewish Chronicle. October 12, 2010. "The Jewish actor, star of the hit series Friends, tied the knot with Zoe Buckman in a small private ceremony".
- ↑ Hughes, Sarah Anne (May 23, 2011). "David Schwimmer and wife welcome baby girl". The Washington Post. Retrieved May 23, 2011.
- ↑ Mulkerrins, Jane (February 20, 2020). "David Schwimmer on Friends, his new sitcom, and his fears for Billie Eilish". The Telegraph. Retrieved March 16, 2020.
- ↑ "David Schwimmer Wins Judgment in Defamation Suit". Fox News. Associated Press. June 19, 2006. Retrieved January 21, 2009.
- ↑ Cooper, Tim (May 14, 2005). "David Schwimmer: Don't use the F-word" დაარქივებული 2012-03-23 საიტზე Wayback Machine. . The Independent. UK. Archived from the original on March 23, 2012. Retrieved January 21, 2009.
|