და ჩვენ ვიცეკვეთ
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ | |
---|---|
რეჟისორი | ლევან აკინი |
სცენარის ავტორი | ლევან აკინი |
როლებში |
|
ოპერატორი | ლისაბი ფრიდელი |
მონტაჟი |
|
მწარმოებელი კომპანია | French Quarter Film |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 105 წუთი |
ქვეყანა |
შვედეთი საქართველო |
ენა | ქართული |
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ — 2019 წლის შვედურ-ქართული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ლევან აკინი. პრემიერა გაიმართა კანის კინოფესტივალზე 2019 წლის 16 მაისს[1][2] ფილმი ოსკარის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით წარდგება.[3][4]
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერაბი (ლევან გელბახიანი) პატარაობიდან ემზადება ქართულ ნაციონალურ ანსამბლში თავის პარტნიორ მარიამთან (ანა ჯავახიშვილთან) ერთად. მაგრამ, როდესაც ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) თბილისში ჩადის და იმავე ანსამბლში იწყებს სიარულს, იგი მერაბის ყველაზე ძლიერ კონკურენტად და სურვილად იქცევა.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან გელბახიანი — მერაბი
- ანა ჯავახიშვილი — მარიამი
- ანანო მახარაძე — სოფო
- ბაჩი ვალიშვილი — ირაკლი
- გიორგი წერეთელი — დავითი
- ნინუცა გაბისონია — ნინუცა
- თამარ ბუხნიკაშვილი — თეონა
- კახა გოგიძე — ალეკო, ქორეოგრაფი
კრიტიკოსების შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმმა მაღალი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი 92 მიმოხილვაზე დაყრდნობით ფლობს 93%-ს.[5]
2019 წლის ივლისში, ფილმს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა, აგრეთვე გაიმარჯვა „საუკეთესო ფილმისა“ და „მსახიობის“ კატეგორიებში.[6] იმავე წლის ოქტომბერში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ Iris Prize-ის ფესტივალის საუკეთესო ფილმად დასახელდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Keslassy, Elsa. Cannes: Deerskin With Jean Dujardin to Open Directors' Fortnight en (4 April 2019). ციტირების თარიღი: 19 April 2019.
- ↑ Goodfellow, Melanie. Cannes Directors' Fortnight unveils genre-heavy 2019 selection. ციტირების თარიღი: 23 April 2019.
- ↑ Lindblad, Helena. Oscarsbidraget And then we danced ligger helt rätt i tiden (28 August 2019). ციტირების თარიღი: 28 August 2019.
- ↑ Dalton, Ben. Sweden submits Cannes title 'And Then We Danced' for international feature Oscar (28 August 2019). ციტირების თარიღი: 28 August 2019.
- ↑ And Then We Danced. Fandango Media. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2019.
- ↑ 10th Odesa International Film Festival celebrates cinematography, announces winners. Kyiv Post. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2019.