დაკოტა ჯონსონი
დაკოტა ჯონსონი | |
---|---|
ჯონსონი 2018 წელს. | |
დაბადების სახელი | დაკოტა მაი ჯონსონი |
დაბადების თარიღი |
4 ოქტომბერი, 1989 ოსტინი, ტეხასი, აშშ |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი |
აქტიური | 1999-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | კრის მარტინი (2017-დღემდე) |
მშობლები |
მამა: დონ ჯონსონი დედა: მელანი გრიფითი |
დაკოტა მაი ჯონსონი (ინგლ. Dakota Mayi Johnson; დ. 4 ოქტომბერი, 1989) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. მსახიობების, დონ ჯონსონის და მელანი გრიფითის ქალიშვილი. ჯონსონის კინოდებიუტი 1999 წელს შედგა, როდესაც ის 10 წლის იყო გადაიღეს შავ კომედიაში, „გიჟი ალაბამა“-ში, სადაც დაკოტასთან ერთად, მონაწილეობას იღებდა დედამისიც. ჯონსონმა სამსახიობო კარიერის გაგრძელება საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა.
2010 წელს, ამერიკულ ბიოგრაფიულ დრამაში, „სოციალური ქსელი“-ს, ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ, მცირე როლებით გადაიღეს სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: ამერიკული კომედია „21 ჯამფ სტრიტი“, კომედიური-დრამა „Goats“, რომანტიკული კომედია „თითქმის დაქორწინებულები“. 2015 წლიდან 2018 წლამდე, დაკოტა ანასტასია სტილის როლს თამაშობდა გრეის ორმოცდაათი ელფერში. ამ როლის განსახიერებით, 2016 წელს მან აიღო „BAFTA Rising Star“-ის ჯილდო.
ამის შემდეგ, ჯონსონი გამოჩნდა ბიოგრაფიულ კრიმინალურ დრამატულ ფილმში — „შავი მესა“ (2015), შემდეგ კი ფსიქოლოგიურ დრამაში „დიდი შხეფი“. 2018 წელს, მთავარი როლი ითამაშა საშინელებათა ჟანრის ფილმ „სუსპირია“-ში. ამავე წელს, გამოჩნდა ტრილერში „ცუდი მოგონებები სასტუმრო ელ როიალთან“. 2019 წელს, მნიშვნელოვანი როლები ითამაშა ფსიქოლოგიურ-ჰორორში – „ჭრილობები“, და კომედიურ დრამაში „არაქისის შავარდენი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Halberg, Morgan. (May 22, 2017) Dakota Johnson Finally Found the Time to Move In. Observer.