შინაარსზე გადასვლა

დაბნელება (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დაბნელება“
Eclipse

წიგნის ყდა
ავტორი სტეფანი მეიერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ბინდი
ჟანრი ახალგაზრდული ლიტერატურა, ფენტეზი, რომანტიკული რომანი
გამომცემელი Little, Brown
გამოცემის თარიღი 7 აგვისტო 2007
მედია წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა)
ელექტრონული წიგნი
აუდიო წიგნი
გვერდი 629
oclc 124031725
წინამორბედი ახალი მთვარე
მომდევნო განთიადი
ISBN 978-0316160209

დაბნელება (ინგლ. Eclipse) — მესამე წიგნი სტეფანი მეიერის რომანების სერიიდან „ბინდი“. წიგნი გამოიცა 2007 წლის 7 აგვისტოს. რომანს ისეთივე წარმატება ხვდა წილად როგორც მის წინამორბედებს (ბინდი და ახალი მთვარე).

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება კვლავ ფორკსში ვითარდება. კალენების დაბრუნებამ ჯეიკობი ძალიან განარისხა, რადგან სამუდამოდ გადაეკეტა გზა ბელასკენ და ისინი მხოლოდ მეგობრებად დარჩნენ. თუმცა, ჯეიკს ბელა კვლავ უყვარს და სწორედ ამიტომ წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში მას ჰკოცნის, რაც ბელას იმდენად განარისხებს, რომ ჯეიკისთვის ფიზიკურად გასწორებას შეეცდება და რადგან მაქციები, ისევე როგორც ვამპირები კლდესავით მაგრები არიან, ბელა ხელს დაიზიანებს. ამან უფრო იძაბება ვითარება ედვარდსა და ჯეიკს შორის. თუმცა ბელა ბლეკს მაინც შეურიგდება.

ამავდროულად ბელაზე განრისხებული ვიქტორია სიეტლში ახალშექმნილი ვამპირებისაგან არმიას აყალიბებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ იძიოს შური კალენებზე მისი შეყვარებულის, ჯეიმზის მოკვლისთვის. კალენები ნებისმიერ წამს ელოდებიან ვიქტორიას თავდასხმას და ამიტომაც მუდმივ მზადყოფნაში არიან. რადგან ვიქტორია მაქციებისა და ვამპირების საერთო მტერია, ამ ნაწილში ისინი გაერთიანდებიან მტერთან საბრძოლველად. ვამპირები მაქციებთან ერთად იწყებენ ტაქტიკის შემუშავებას, თუ როგორ გაუმკლავდნენ ახალშექმნილთა არმიას. ამ ნაწილში ბელა სკოლას ამთავრებს და ამის აღსანიშნავად კალენების სახლში ელისი წვეულებას აწყობს. საბოლოოდ ვიქტორიას არმია ფორკსისკენ დაიძვრება, რასაც ელისი მანამდე იხილავს, სანამ ისინი ქალაქს მიუახლოვდებიან. კარგად შემუშავებული ტაქტიკით კალენებსა და მაქციებს არ გაუჭირდებათ ვიქტორიას არმიის განადგურება. წიგნის ბოლო თავი მოთხრობილია ჯეიკობ ბლეკის მიერ - მას ედვარდისა და ბელას, ქორწილის მოსაწვევი მოსდის.

ავტორ სტეფანი მეიერის თქმით, „დაბნელების“ გარეკანს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს:

  • წითელი ლენტის ერთი ნაწილი ედვარდისადმი, ხოლო მეორე ჯეიკობისადმი სიყვარულს აღნიშნავს. ლენტი ბელას არჩევანია, თუ ვისთან დარჩეს.
  • ლენტი აგრეთვე აღნიშნავს იმ ორ არჩევანს, რომელიც ბელას გააჩნია: პირველია გახდეს ვამპირი და დარჩეს ედვარდთან, და მეორე — დარჩეს ადამიანი, მაგმამ იყოს ჯეიკობთან.
  • იმის მიუხედავად, რომ ბელას ძალიან სურს, გახდეს ვამპირი, მაინც უჭირს გამოეთხოვოს ადამიანურ ცხოვრებას. ლენტის ორი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებულია წვრილი ძაფით, რაც აღნიშნავს იმას, რომ ბელა ებღაუჭება საკუთარ ადამიანურ ცხოვრებას, ჯეიკობს.
  • ლენტის მცირე ნაწილი ჯეიკობისადმი სიყვარულის აღმნიშვნელია, ხოლო დიდი ედვარდისადმი.

თავად სახელწოდება „დაბნელება“ არის მთვარის (ედვარდის) და მზის (ჯეიკობის) ერთობლიობა, რაც დაბნელების აღმნიშვნელია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]