გუტაპერჩი
იერსახე
გუტაპერჩი (ინგლ. guttapercha; < მალაიურიდან getah – ფისი და pertja – ხე, რომელიც არღვევს ამ ფისს, აგრეთვე კუნძულ სუმატრის ერთ-ერთი სახელწოდება) — ზოგიერთი წებოვანი მცენარის გამაგრებული წვენი, ტყავის მსგავსი; იყენებენ ტექნიკაში. 50-100 °C-ზე გახურებისას რბილდება, პლასტიკური ხდება და იხსნება არომატულ და ქლორირებულ ნახშირწყალბადებში. გუტაპერჩი მნიშვნელოვანი პროდუქტია თავისი წყალგაუმტარობისა და მაღალი ელექტროსაიზოლაციო თვისებების გამო. ბუნებრივი კაუჩუკის მსგავსად ვულკანიზდება გოგირდით, იყენებენ უმთავრესად წყალქვეშა კაბელების იზოლაციისათვის, აგრეთვე მჟავაგამძლე და მწებავი მასალების დასამზადებლად. გუტაპერჩზე მოთხოვნა მცირდება, რადგან მას ცვლიან სინთეზური ტრანს-პოლიიზოპრენით, ტრანს-პოლიქლორპრენით და ზოგიერთი სხვა სინთეზური პოლიმერით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუტაპერჩი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 320.
- Войновский А.Б., Гуттаперча, М. — Л., 1951.