შინაარსზე გადასვლა

გუსტავ შტრეზემანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუსტავ შტრეზემანი
Gustav Stresemann
გუსტავ შტრეზემანი Gustav Stresemann
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აგვისტო, 1923 – 23 ნოემბერი, 1923
პრეზიდენტი  ფრიდრიხ ებერტი
წინამორბედივილჰელმ კუნო
მემკვიდრევილჰელმ მარქსი

საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აგვისტო, 1923 – 3 ოქტომბერი, 1929

დაბადებული10 მაისი 1878
ბერლინი
გარდაცვლილი3 ოქტომბერი, 1929 (51 წლის)
ბერლინი
პოლიტიკური პარტიასახალხო პარტია

გუსტავ შტრეზემანი (გერმ. Gustav Stresemann; დ. 10 მაისი, 1878 — გ. 3 ოქტომბერი, 1929) — გერმანელი პოლიტიკოსი, ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსკანცლერი 1923 წელს, 1923–1929 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. მშვიდობის ნობელის პრემიის 1929 წლის ლაურეატი.

მისი ყველაზე თვალსაჩინო მიღწევა იყო გერმანიასა და საფრანგეთს შორის შერიგების აქტი, რისთვისაც მან ნობელის პრემია მიიღო(გაიზიარა არისტიდ ბრიანთან). პოლიტიკური არასტაბილურობის და ხანმოკლე მთავრობების პერიოდში, ის მიიჩნეოდა კაბინეტის ყველაზე გავლენიან წევრად ვაიმარის რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში. პოლიტიკური კარიერის მანძილზე იგი წარმოადგენდა სამ წარმატებულ ლიბერალურ პარტიას; იგი იყო ვაიმარის რესპუბლიკის დროს გერმანიის სახალხო პარტიის დომინანტი ფიგურა.

შტრეზემანი დაიბადა 1878 წლის 10 მაისს, სამხრეთ ბერლინში, კოპერნიკ შტრასეს №66-ში, იყო შვიდი შვილიდან უმცროსი. მამამისი მუშაობდა ლუდის ჩამომსხმელად და დისტრიბუტორად, ასევე ჰქონდა პატარა ბარი ოჯახის სახლთან და აქირავებდა ოთახებს დამატებითი შემოსავლისთვის. ოჯახი საშუალოზე დაბალ კლასს ეკუთვნოდა, მაგრამ სამეზობლოში კეთილგანწყობით სარგებლობდა და ჰქონდა საკმარისი დანაზოგი გუსტავის უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. შტრეზემანი იყო შესანიშნავი სტუდენტი, განსაკუთრებით ბრწყინავდა გერმანულ ლიტერატურასა და პოეზიაში. 16 წლის ასაკში იგი სასწავლებლად ანდრეას გიმნაზიაში შევიდა. მისმა მშობლებმა ჩაუნერგეს წიგნისადმი ინტერესი - ის განსაკუთრებით გატაცებული იყო ისტორიით. დაინტერესებული იყო ნაპოლეონით და იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეთი, რომელთა შესახებ მან მოგვიანებით დაწერა თავის ნაშრომში 1924 წელს. დედამისი მატილდე გარდაიცვალა 1895 წელს. 1895 წლის დეკემბერში ის წერდა "ბერლინის წერილებს" გაზეთისთვის, რომელშიც ხშირად საუბრობდა პოლიტიკაზე. სკოლის დამთავრების პერიოდში მის ესეში აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით გახდებოდა მასწავლებელი, ენების ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციალისტი, თუმცა ეს არ აღმოჩნდა მისი ძირითადი ინტერესის საგანი, ამიტომ სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში. 1897 წლის აპრილში შტრეზემანი ჩაირიცხა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც იგი ბიზნესმენმა დაარწმუნა ლიტერატურის ნაცვლად პოლიტიკური ეკონიმიკა შეესწავლა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შტრეზმანი აქტიურად ჩაერთო სტუდენტური საძმოს Burschenschaften-ის მოძრაობაში და 1898 წლის აპრილში გახდა Allgemeine Deutsche Universitäts-Zeitung-ის რედაქტორი. მისი რედაქციები ხშირად პოლიტიკური იყო და თანამედროვე პოლიტიკური პარტიების უმეტესი ნაწილი გააკრიტიკა ამა თუ იმ გზით. მის, ამ ადრინდელ ნაწერებში მან ჩამოაყალიბა შეხედულებები,ლიბერალიზმის და მკაცრი ნაციონალიზმის კომბინაციის შესახებ, რომელიც მოგვიანებით მისი ცხოვრებისეული შეხედულებების განუყრელ ნაწილად ჩამოყალიბდა. 1898 წელს შტრეზემანმა დატოვა ბერლინის უნივერსიტეტი და გადავიდა ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადოქტორო ხარისხის მისაღებად. სწავლობდა ისტორიას, საერთაშორისო სამართალს და გადიოდა ლიტერატურის კურსებს. დოქტორ მარტინ კრიელის გავლენით გაიარა ეკონომიკის კურსები. 1899 წლის მარტში მან შეწყვიტა Allgemeine Deutsche Universitäts-Zeitung– ის რედაქტორობა. სწავლა დაასრულა 1901 წლის იანვარში, წარადგინა დისერტაცია ბერლინში ჩამოსხმული ლუდის ინდუსტრიის შესახებ, რომელმაც შედარებით მაღალი შეფასება მიიღო, მაგრამ კოლეგების მხრიდან დაცინვის საგანი გახდა.

1902 წელს მან დააარსა საქსონელ მწარმოებელთა ასოციაცია. 1903 წელს იგი დაქორწინდა კეიტ კლეფელდზე (1883–1970), მდიდარი ბერლინელი ებრაელი ბიზნესმენის ქალიშვილზე. ამ დროს ის ასევე იყო ფრიდრიხ ნაუმანის ეროვნულ-სოციალური ასოციაციის წევრი . 1906 წელს იგი აირჩიეს დრეზდენის საკრებულოში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავდაპირველად მუშაობდა სავაჭრო ასოციაციებში, შტრეზემანი მალე გახდა ეროვნული ლიბერალური პარტიის ლიდერი საქსონიაში. 1907 წელს იგი აირჩიეს რაიხსტაგში, სადაც მალე გახდა პარტიის თავმჯდომარის, ერნსტ ბასერმანის,დაახლოებული ფიგურა. ამასთან, გაფართოებული სოციალური კეთილდღეობის პროგრამებისადმი მისი მხარდაჭერა არ ეთანხმებოდა პარტიის ზოგიერთი, უფრო კონსერვატიული წევრის მოსაზრებას და მან თანამდებობა დაკარგა პარტიის აღმასრულებელ კომიტეტში, 1912 წელს. მოგვიანებით, იმავე წელს მან დაკარგა როგორც რაიხსტაგის, ისე საკრებულოს ადგილები. იგი ბიზნესში დაბრუნდა და დააარსა გერმანულ-ამერიკული ეკონომიკური ასოციაცია. 1914 წელს იგი დაბრუნდა რაიხსტაგში.ომის დროს არმიაში სამსახურისგან გაათავისუფლეს სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მას შემდეგ, რაც ბასერმანმა რაიხსტაგში სამსახურს თავი დაანება ავადმყოფობის გამო შტრეზემანი მალე გახდა ეროვნული ლიბერალური პარტიის დე ფაქტო ლიდერი. 1917 წელს ბასერმანის გარდაცვალების შემდეგ, შტრეზემანმა ჩაანაცვლა იგი პარტიის ლიდერის პოზიციაზე.

მისი პოლიტიკური იდეების ევოლუცია გარკვეულწილად გაუგებარია. თავდაპირველად, გერმანიის იმპერიაში შტრეზემანი ასოცირდებოდა ეროვნული ლიბერალების მემარცხენეთა ფრთასთან. პირველი მსოფლიო ომის დროს, იგი თანდათანობით გადავიდა მემარჯვენეებისკენ, გამოხატა თავისი მხარდაჭერა მონარქიისა და გერმანიის ექსპანსიონისტური მიზნების მიმართ. იგი იყო შეუზღუდავი წყალქვეშა ბრძოლის მომხრე. ამასთან, იგი მაინც მხარს უჭერდა სოციალური კეთილდღეობის პროგრამის გაფართოებას და ასევე მხარს უჭერდა პრუსიული ფრენჩაიზის აკრძალვის დასრულებას.

როდესაც მოკავშირეების სამშვიდობო პირობები გახდა ცნობილი, მათ შორის ომისთვის ანაზღაურებების გადასახადის გამანადგურებელი ტვირთი, კონსტანტინ ფერენბახმა გააკრიტიკა ის და განაცხადა, რომ მონობის ჯაჭვების უნდა დამსხვრეულიყო გერმანელთა თაობებში. ამ სიტყვის შესახებ შტრეზემანმა თქვა: "ის ღმერთმა შთააგონა იმ წუთს, რომ ეთქვა ის, რაც იგრძნო გერმანელმა ხალხმა."

შტრეზემანი ომის შემდეგ ნაწილობრივ შეუერთდა გერმანიის დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ გააძევეს მემარჯვენეთა ფრთასთან ასოციაციის გამო. შემდეგ მან შემოიკრიბა ძველი ეროვნულ ლიბერალური პარტიის ძირითადი ნაწილი - მათ შორის უმეტესი ცენტრალური და მემარჯვენე ფრაქციებიდან, გერმანიის სახალხო პარტიაში (გერმ. Deutsche Volkspartei, DVP), მისი ხელმძღვანელობის ქვეშ. მას უმეტესად საშუალო და ზედა კლასის პროტესტანტები უჭერდნენ მხარს. DVP პლატფორმა წარმოაჩენდა ქრისტიანული ოჯახის ფასეულობებს, საერო განათლების ხელმისაწვდომობას, დაბალ ტარიფებს, მტრობდა მარქსიზმს (შესაბამისად, კომუნისტებს და ასევე სოციალ-დემოკრატებს).

ვაიმარის რესპუბლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლის 13 აგვისტოს შტრეზემანი დაინიშნა გრანდიოზული კოალიციური მთავრობის კანცლერად და საგარეო საქმეთა მინისტრად, ეგრეთ წოდებულ კრიზისულ წელს (1923 წ.). სოციალურ პოლიტიკაში, სავალდებულო საარბიტრაჟო ახალი სისტემა დაინერგა 1923 წლის ოქტომბერში, რომელშიც საბოლოო სიტყვა სამრეწველო დავებში ეკუთვნოდა გარე არბიტრს.

1923 წლის 26 სექტემბერს, შტრეზემანმა გამოაცხადა პასიური მდგომარეობის დასასრული ფრანგებისა და ბელგიელების მიერ რურის ოკუპაციის წინააღმდეგ, 48-ე მუხლის (ვაიმარის კონსტიტუცია) საგანგებო მდგომარეობის თანახმად, პრეზიდენტ ებერტის პროკლამაციის მიხედვით, რომელიც გაგრძელდა 1924 წლის თებერვლამდე. 1923 წლის ოქტომბერში შტრეზემანის მთავრობამ გამოიყენა 48-ე მუხლი, რომ შეეცვალა კანონიერად არჩეული SPD- საქსონიის კომუნისტური კოალიციური მთავრობა, 29 ოქტომბერს, ხოლო ტურინგიის 6 ნოემბერს. ამ დროისათვის შტრეზემანი დარწმუნებული იყო, რომ რესპუბლიკის ჩამოყალიბება და მოკავშირეებთან რეპარაციების საკითხთა განხილვა და ურთიერთგაგების მიღწევა იყო ერთადერთი გზა გერმანიისთვის, რომ მისი შელახული ეკონომიკა აღედგინათ. მან ასევე განიზრახა რაინლანდის აღდგენა.

ჰიპერინფლაცია ვაიმარის რესპუბლიკაში პიკს აღწევდა 1923 წლის ნოემბერში. იმის გამო, რომ გერმანიას აღარ შეეძლო გაფიცულ მშრომელთათვის გადახდა, უფრო მეტი ფული იბეჭდებოდა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ჰიპერინფლაცია. ჰიპერინფლაციის დასრულების მიზნით,შტრეზემანმა შემოიტანა ახალი ვალუტა, Rentenmark . მან ასევე დაარწმუნა ფრანგები, რომ უკან დაეხიათ რურიდან და დაპირდა სარეპარაციო თანხების ანაზღაურებას. ეს იყო მისი ფართო სტრატეგიის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ისევე როგორც ყველა სხვა გერმანელი პოლიტიკოსი, წყევლიდა ვერსალის ხელშეკრულებას, როგორც დიქტატს, იგი დარწმუნებული იყო, რომ გერმანია ვერასდროს დააღწევდა თავს ამ პირობებს თუკი მთელ, კეთილსინდისიერ ძალისხმევას არ გამოიყენებდა მათ შესასრულებლად. მისი აზრით, ეს მოკავშირეებს დაარწმუნებდა, რომ ასანაზღაურებელი გადასახადი, ნამდვილად სცილდებოდა გერმანიის შესაძლებლობებს. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო; მოკავშირეები შეუდგნენ რეპარაციების სქემის რეფორმას.  

საგარეო საქმეთა მინისტრი 1923-29

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტრეზემანმა გააგრძელა მოღვაწეობა საგარეო საქმეთა მინისტრად მისი მემკვიდრის, ცენტრისტული პარტიიდან, ვილჰელმ მარქსის მთავრობაში . იგი დარჩა საგარეო საქმეთა მინისტრად სიცოცხლის ბოლომდე რვა მთავრობის განმავლობაში, დაწყებული ცენტრისტული მემარჯვენეებიდან ცენტრისტულ მემარცხენეებამდე. შტრეზემანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მრავალი მიღწევა ჰქონდა. მისი პირველი საყურადღებო მიღწევა იყო 1924 წლის დეივისის გეგმა, რომელმაც შეამცირა გერმანიის საერთო ანაზღაურების ვალდებულება და რაიხსსბანკის რეორგანიზაცია მოახდინა.

მას შემდეგ რაც სერ ოსტინ ჩემბერლენი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, სურდა ბრიტანეთის გარანტიის მიცემა საფრანგეთისა და ბელგიისათვის, რადგან ანგლო-ამერიკული გარანტია დაეცა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარი თქვეს.

შტრეზემანმა გააცნობიერა, რომ გერმანიას დასავლეთის საზღვრების გარანტია სჭირდებოდა და პირობა დადო, რომ აღარ შეუტევდა ბელგიასა და საფრანგეთს, ბრიტანეთის გარანტიით, რომ ისინი გერმანიას დაეხმარებოდნენ, თუ საფრანგეთი შეუტევდა მათ.

შტრეზემანმა მოლაპარაკება აწარმოა ლოკარნოს ხელშეკრულებებზე დაყრდნობით ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ბელგიასთან. მოლაპარაკებების მესამე დღეს შტრეზემანმა განუმარტა გერმანიის მოთხოვნები საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არისტიდ ბრიანს . შტრეზემანის ჩანაწერის მიხედვით, ბრიანი ”თითქმის დაეცა სავარძელზე, როდესაც გაიგონა ჩემი ახსნა”. სტრეზმანმა თქვა, რომ მხოლოდ გერმანიამ არ უნდა გაიღოს მსხვერპლი მშვიდობისთვის; ევროპის ქვეყნებმა უნდა დაუთმონ კოლონიები გერმანიას; განიარაღების კონტროლის კომისიამ უნდა დატოვოს გერმანია; უნდა დასრულდეს რაინლანდის ინგლისურ-ფრანგული ოკუპაცია; და ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა მოახდინონ განიარაღება, როგორც ეს გააკეთა გერმანიამ. ხელშეკრულებები გაფორმდა 1925 წლის ოქტომბერში, ლოკარნოში. გერმანიამ ოფიციალურად პირველად აღიარა ომის შემდგომ ჩამოყალიბებული დასავლეთ საზღვარი და მშვიდობის გარანტია აღუთქვა სარანგეთს, პირობა დადო ერთა ლიგაში შესვლის, როგორც კი მოკავშირეთა საოკუპაციო ჯარების ევაკუაცია მოხდებოდა რაინლანდიდან.

შტრეზემანი არ იყო მზად პოლონეთთან მსგავსი ხელშეკრულების გასაფორმებლად. მან განაცხადა: ”აღმოსავლეთის ლოკარნო აღარ იქნება”. უფრო მეტიც, ის არასდროს გამორიცხავდა ძალის გამოყენებას ყოფილი გერმანული იმპერიის აღმოსავლეთ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომელიც პოლონეთის კონტროლქვეშ იყო მოქცეული ვერსალის ხელშეკრულების შედეგად.

ვერსალის ძალაუფლებასთან შერიგების შემდეგ, შტრეზემანი გადავიდა საბჭოთა კავშირისთვის მზარდი ეჭვის გაფანტვაზე. ბერლინის ხელშეკრულებამ, რომელსაც ხელი მოეწერა 1926 წლის აპრილში, დაადასტურა და გაამყარა 1922 წლის რაპალოს ხელშეკრულება . 1926 წლის სექტემბერში, გერმანია ერთა ლიგაში მიიღეს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გერმანია სწრაფად იქცა ნორმალურ სახელმწიფოდ და ამტკიცებდა საბჭოთა კავშირს გერმანიის გულწრფელობაში ბერლინის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ამ მიღწევებისთვის შტრეზემანმა 1926 წელს მიიღო ნობელის პრემია.

გუსტავ შტრეზემანი გარდაიცვალა ინსულტის შედეგად 1929 წლის 3 ოქტომბერს, 51 წლის ასაკში. მისი საფლავი მდებარეობს ლუიზენშტადტის სასაფლაოზე,Südstern in Berlin Kreuzberg, და მოიცავს გერმანელი მოქანდაკის უგო ლედერერის მიერ შესრულებულ სკულპტურას.

გუსტავს და კეიტს შეეძინათ ორი ვაჟი, ვოლფგანგი, რომელიც მოგვიანებით გახდა ბერლინის ფილარმოიული ორკესტრის ინტენდანტი და იოახიმ შტრეზემანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Gustav Stresemann — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
  • გუსტავ შტრეზემანი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
  • Hitler, Stresemann and the Discontinuity of German Foreign Policy by Edgar Feuchtwanger
  • Slavėnas, Julius P. (1972). „Stresemann and Lithuania in the Nineteen Twenties“. Lithuanian Quarterly Journal of Arts and Sciences. Chicago: Lituanus Foundation. 18 (4 – Winter 1972).