გუბერნატორი
იერსახე
გუბერნატორი (ლათ. gubernator — „მმართველი“) — თანამედროვე სახელმწიფოებში ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის უმაღლესი თანამდებობის პირი. მაგ., ამერიკის შეერთებულ შტატებში არის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური — ირჩევს მოსახლეობა. გაერთიანებულ სამეფოში გუბერნატორი არის ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნიშნავს მთავრობა. რუსეთის იმპერიაში გუბერნატორი იყო უმაღლესი მოხელე გუბერნიაში, რომელიც ადმინისტრაციულ, საპოლიციო და სამხედრო ფუნქციებს ახორციელებდა.
საქართველოში 1995 წლიდან დე-ფაქტო მხარეებში გაჩნდა გუბერნატორის ინსტიტუტი, რომელსაც ჯერ სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი ეწოდებოდა, ხოლო 2019 წლიდან სახელმწიფო რწმუნებული ეწოდა.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 288.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|