შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ შირმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ შირმა

1992 წლის ბელორუსიის საფოსტო მარკა გრიგოლ შირმას გამოსახულებით
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1892
შაკუნი
გარდაცვალების თარიღი 23 მარტი, 1978 (86 წლის)
მინსკი, ბელორუსიის სსრ. სსრკ
ეროვნება ბელორუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
დროშა: სსრკ სსრკ
საქმიანობა მუსიკოსი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1955)

გრიგოლ რომანის ძე შირმა (ბელარ. Рыго́р Рама́навіч Шы́рма; დ. 20 იანვარი/ ძვ. სტ. 8 იანვარი, 1892, სოფელი შაკუნი — გ. 23 მარტი, 1978, მინსკი) — ბელორუსი საგუნდო დირიჟორი, ფოლკლორისტი, მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1955), სოციალისტური შრომის გმირი (1977), სკკპ წევრი 1959 წლიდან. 1918 წელს დაამთავრა სიედლცეს სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1940–1970 წლებში ხელმძღვანელობდა ბელორუსიის სსრ სახელომწიფო საგუნდო კაპელას. ბელორუსიის სსრ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1966 წლიდან). შეადგინა მრავალი ფოლკლორული კრებული. გამოცემულია მის მიერ დამუშავებული ბელორუსული ხალხური სიმღერები 2 ტომად (1971–1973). მიღებული აქვს ბელორუსიის სსრ სახელმწიფო პრემია (1966, 1974). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]