შინაარსზე გადასვლა

გრეგ ოლმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეგ ოლმენი

გრეგ ოლმენი 2011 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი გრეგორი ლენუა ოლმენი
დაბ. თარიღი 8 დეკემბერი, 1947
დაბ. ადგილი ნეშვილი, ტენესი, აშშ
გარდ. თარიღი 27 მაისი, 2017 (69 წლის)
გარდ. ადგილი Richmond Hill, ბრაიანის ოლქი, ჯორჯია[1]
დასაფლავებულია Rose Hill Cemetery
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • კლავიშები
  • გიტარა
აქტიური 1960-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი greggallman.com
გრეგ ოლმენი ვიკისაწყობში

გრეგორი ლენუა „გრეგ“ ოლმენი (ინგლ. Gregory LeNoir "Gregg" Allman; დ. 8 დეკემბერი, 1947, ნეშვილი, ტენესი, აშშ — გ. 27 მაისი, 2017) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ჯგუფ Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი.[2] დაიაბადა და ცხოვრების უმეტესი წლები გაატარა ქალაქ ნეშვილში. გრეგი და მისი ძმა დუეინ ოლმენი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდნენ მუსიკით და 1960-იანი წლების შუა პერიოდში ჩამოაყალიბეს ჯგუფი Allman Joys. მოგვიანებით, 1967 წელს ჯგუფი გადავიდა ლოს-ანჯელსში, სადაც მათ შეიცვალეს სახელი Hour Glass-ით და გამოუშვეს ორი ალბომი Liberty Record-ისთვის, ხოლო 1969 წელს გრეგმა და დუენმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Allman Brothers Band.

ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია 1970-იან წლებში საკონცერტო ალბომით At Fillmore East, რამაც მოახდინა კომერციული და შემოქმედებითი გარღვევა. ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ 1971 წელს, ჯგუფის წამყავნი წევრი დუეინი ავტოავარიაში გარდაიცვალა. მომდევნო წელს ამავე ვითარებაში გარდაიცვალა ჯგუფის ბასისტი ბერი ოუკლი. 1973 წელს მათ გამოუშვეს ალბომი „Brothers and Sisters“, რაც იქცა ჯგუფის ყველაზე დიდ ჰიტად. მოგვიანებით გრეგმა დაიწყო სოლო კარიერა[2] და გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Laid Back“. 1975 წელს შიდა არეულობის გამო ჯგუფი დაიშალა. ათწლეულის მიწურულს ოლმენი დაქორწინდა პოპ ვარსკვლავ შერიზე და პარალელურად აგრძელებდა მოღვაწეობას Gregg Allman band-თან ერთად. გრეგს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა 1987 წელს გამოსულმა ჰიტმა „I'm No Angel“, რომელმაც Billboard Hot 100-ში 49-ე პოზიცია დაიკავა.[3][4] 1989 წელს The Allman Brothers Band აღდგა მესამედ და უკანასკნელად და აგრძელებდა მუსიკალურ მოღვაწეობას 2014 წლამდე.

კარიერის განმავლობაში ოლმენმა მიიღო უამრავი ჯილდო, მათ შორის რამდენიმე გრემი. იგი შეყვანილია როკ-ენ-როლისა და ჯორჯიის მუსიკის დიდების დარბაზში. ჟურნამლა როლინგ სტოუნმა გრეგ ოლმენს სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი“ 70-ე ადგილი მიუჩინა.[5].

სტუდიური
ცოცხალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Gregg Allman, Southern Rock Pioneer, Dead at 69 / J. WennerNYC: Jann Wenner, 1967. — ISSN 0035-791X
  2. 2.0 2.1 Gregg Allman - Biography - Singer, Songwriter en. Biography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-05. ციტირების თარიღი: 2015-02-04.
  3. Gregg Allman — Awards en. AllMusic. ციტირების თარიღი: 2015-02-04.
  4. Gregg Allman - Biography - Singer, Songwriter en. Biography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-05. ციტირების თარიღი: 23015-02-04.
  5. Gregg Allman - 100 Greatest Singers en. Rolling Stone (2010-12-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-16. ციტირების თარიღი: 2015-02-03.