შინაარსზე გადასვლა

გომარეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომარეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომარეთში ისტორიულ ქვემო ქართლში.

გომარეთი შედიოდა ისტორიულ ზურტაკეტში XI საუკუნის პირველ ნახევარში, მას მართავდნენ და ფლობდნენ კლდეკარის ერისთავები.

სოფელ გომარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახნავ-სავარგულებში შემორჩენილია დაზიანებული ქვაჯვარა, რომელიც, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში უნდა იყოს დადგმული.

სოფელი გამორჩეულია ხუროთმოძღვრული ძეგლებით. ერთ-ერთ უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს XI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

გომარეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

  • მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. I, თბ., 1977;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]