გატჩინის რაიონი
გატჩინის რაიონი (რუს. Гатчинский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გატჩინა, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელიც. წარმოიქმნა 1927 წლის სექტემბერში. გატჩინის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული იყო გატჩინის მაზრა, რომელიც 1922 წელს შეიქმნა, 1923 წელს კი სახელი შეეცვალა და ეწოდა ტროცკის მაზრა. რაიონის ფართობი 2850.3 კმ²-ს შეადგენს. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 233 396 ადამიანს შეადგენდა.
გატჩინის რაიონი მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, აღმოსავლეთიდან — ტოსნოს, სამხრეთიდან — ლუჟსკის, დასავლეთიდან — ვოლოსოვის, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან — ლომონოსოვის რაიონები ესაზღვრება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 233 396 ადამიანს შეადგენდა, რაც ლენინგრადის ოლქის მოსახლეობის 13,59 % შეადგენს. ამ მაჩვენებლით რაიონი მეორე ადგილს იკავებს ოლქში. შედარებით მჭიდროდაა დასახლებული რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი. ჩრდილოეთი ნაწილი სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის შემადგენლობაში შედის. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიგრაციას განიცდის, ისინი ძირითადად სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდიან სანქტ-პეტერბურგში.
გატჩინის რაიონის მოსახლეობის დინამიკა:
წელი | მოსახლეობა, ადამ. | წყარო | შენიშვნა |
---|---|---|---|
1959 | 118 103[2] | 1959 წლის აღწერა | გატჩინის გარეშე (36 725 ადამ.) |
1970 | 123 184[3] | 1970 წლის აღწერა | გატჩინის გარეშე (63 292 ადამ.) |
1979 | 128 735[4] | 1979 წლის აღწერა | გატჩინის საქალაქო საბჭოს გარეშე (76 181 ადამ.) |
1989 | 138 022[5] | 1989 წლის აღწერა | გატჩინის საქალაქო საბჭოს გარეშე (80 375 ადამ.) |
2002 | 132 010[6] | 2002 წლის აღწერა | გატჩინის გარეშე (88 659 ადამ.) |
2010 | 233 396 | 2010 წლის აღწერა |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გატჩინის რაიონის ოფიციალური საიტი
- გატჩინის რაიონი ლენინგრადის ოლქის ოფიციალურ საიტზე
- კანონი გატჩინის რაიონის შესახებ დაარქივებული 2007-10-14 საიტზე Wayback Machine.
- გატჩინის რაიონი. ისტორია, კულტურა და ტურიზმი დაარქივებული 2007-10-23 საიტზე Wayback Machine.
- ლენინგრადის ოლქის არქიტექტურის ძეგლები: გატჩინის რაიონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
- ↑ Всесоюзная перепись населения 1959 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2013-06-17.
- ↑ Всесоюзная перепись населения 1970 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-06-17.
- ↑ Всесоюзная перепись населения 1979 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-06-17.
- ↑ Всесоюзная перепись населения 1989 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-06-17.
- ↑ Всероссийская перепись населения 2002 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-06-17.