გაზაფხულის როლი
გაზაფხულის როლი (გაზაფხულის რულეტი, კვერცხის რულეტი, სპრინგ როლი) — რულეტის აზიური სახეობა სხვადასხვანაირი შიგთავსით. გავრცელებულია შუა, ჩრდილოეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში როგორც აპეტაიზერი ან წასახემსებელი. შიგთავსი, შესახვევი და მომზადებისს წესი განსხვავდება კერძის გავრცელების ფართო სფეროში, მაგრამ ზოგადად მზადდება ბოსტნეულის ან ხორცის ცომში შეხვევით და ხანდახან შეწვით.
რეგიონების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვერცხის რულეტის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. კერძს ამზადებდნენ გაზაფხულობით - ბლინის მსგავს პურში ახვევდნენ ახალ ბოსტნეულს, როგორც გაზსფხულის მოსვლის სიმბოლო და უარის თქმა ზამთრის გადანახულ საკვებზე[1]. ჩინურად კერძის სახელი ითარგმნება როგორც "გაზაფხულის რულეტი", ამ სახელწოდებით ის რამდენიმე სხვა ენაშიც არის ცნობილი. დღეს ჩინეთში რულეტს თხელი ხომით და კომბოსტოს და სხვა ბოსტნეულის ან ხორცის შიგთავსით გაზაგხულის ფესტივალისთვის და სხვა დღესასწაულებისთვის ამზადებენ. შემწვარი რულეტები ჩინეთში ჩვეულებრივაფ უგრო პატარა და ხრაშუნაა. არსებობს ტკბილი ვარიაციებიც. შესახვევი ცომი მზადდენა ფქვილით ან კარაქით. ჰონგ-კონგში ჩვეულებრივად შემწვარი რულეტები მზადდება დაჭრილი ლორის, ლობიოს და სტაფილოს შიგთავსით ვორჩესტერშირის სოუზით. ტაივანში ინგრედიენტებს ჩვეულებრივად ხარშავენ, რულეტს არ წვავენ, ამატებენ სხვადასხვა სუნელს. ინდოეთის სუბკონტინეტზე გაზაფხულის როლი პოპულარული წასახემსებელია, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, მაგ. რამადანის დღესასწაულზე პაკისტანში. ფილიპინებში, ინდონეზიაში და მალაიზიაში კერძი ლუმპიას სახელით არის ცნობილი [2]. რეგიონში ის პირველად VII საუკუნეში გაჩნდა. შიგთავსში შედის სხვადასხვა ბოსტნეული, ბანანის და ბამბუკის გული ან ხორცი, ქათამი, კრებეტი [3]. შეიძლება იყოს შემწვარი.
რულეტის პოპულარული სახეობით გამოირჩევა ვიეტნამი. დასავლეთის ქვეყნებში ვიეტნამური რულეტი და შედეგად ზოგადად აზიური რულეტი კვერცხის რულეტის სახელითაა ცნობილი, რაც არასწორი თარგმანის შედეგია. ვიეტნამურ გაზაფხულის რულეტს იმპერიულ ან ზაფხულის რულეტსაც უწოდებენ. მზადდება როგორც სახლებში, ასევე რესტორნებშიც.[4][5] ჩინური რულეტისგან ის ზომით და შიგთავსით განსხვავდება, რომელიც შეიცავს ხორცს, მათ შორის ზღვის პროდუქტს - კრაბს, კრევეტს, ქათამს, ლორს, თევზს და სხვა. ცენტრალურ ვიეტნამში როლი იწვება და შეიცავს კრევეტს. შესახვევად გამოიყენება "ბრინჯის ქაღალდი" - ბრინჯის თხელი ცომი, მაგრამ სხვა ქვეყნებში ის არ არის ხელმისაწვდომი და რესტორნებში ჩვეულებრივ ცომს გამოიყენებენ ხოლმე. პოლონეთში ვიეტნამური რულეტი ცნობილია "საიგონურის" სახელით, რადგან კერძი შემოიტანეს ვიეტნამელმა ემიგრანტებმა საიგონიდან.
ევროპა და ამერიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერძი პოპულარულია ევროპის ქვეყნებშიც. ითვლება, რომ ის შემოიტანეს ემიგრანტებმა აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით ჩინეთიდან, იაპონიიდან და ვიეტნამიდან ან, ნიდერლანდების შემთხვევაში, ინდონეზიიდან - ნიდერლანდების ყოფილი კოლონიიდან. შიგთავსი მზადდება რაიმე ხორცით, ხშირად კრაბით ან კრევეტით, დაჭრილი შემწვარი კვერცხით და სხვადასხვა ბოსტნეულით, ხანდახან ტკბილი, მწარე, სოიოს ან ტკბილმწარე სოუზით, შიგნით ან ჩასაწობად. ამერიკებში იგი პოპულარულია აზიურ - ჩინურ და იაპონურ - და სწრაფი კვების რესტორნებში, იყიდებს სუპერმარკეტებშიც გაყინულის სახით. მექსიკის საზღვართან ხშირად გაიცემა შემწვარი რულეტი ჩასაწობი კეტჩუპით და ცხელი მდოგვით.
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://www.latimes.com/archives/la-xpm-2010-oct-07-la-fo-find-20101007-story.html
- https://books.google.ge/books?id=He-RBQAAQBAJ&pg=PT185&dq=Lumpia&redir_esc=y#v=onepage&q=Lumpia&f=false
- https://www.latimes.com/archives/la-xpm-1997-sep-25-ca-35806-story.html
- https://www.gourmettraveller.com.au/recipes/chefs-recipes/indonesian-spring-rolls-lumpia-7710
- https://www.latimes.com/archives/la-xpm-1997-sep-25-ca-35806-story.html