ბურჰი-განდაკი
იერსახე
ბურჰი-განდაკი | |
---|---|
ქვეყანა | ინდოეთი |
სიგრძე | 320 კმ |
აუზის ფართობი | 10 150 კმ² |
ბურჰი-განდაკი ვიკისაწყობში |
ბურჰი-განდაკი (ჰინ. बूढ़ी गण्डक नदी) — მდინარე ინდოეთში, განგის შენაკადი. ზემო დინებაში ცნობილია სიკრაჰანის სახელით. მიედინება მდინარე განდაკის პარალელურად.[1][2]
სათავეს იღებს ბიჰარის შტატში, დასავლეთ ჩამპარანის რაიონში.[3] 56 კმ-ის შემდეგ, იგი გეზს სამხრეთისკენ იღებს, სადაც მას ორი მდინარე — დუბჰარა და ტური უერთდება. ამის შემდეგ იგი სამხრეთ-აღმოსავლეთით მიემართება. ამ მონაკვეთში მას რამდენიმე არხი გამოეყოფა.[1] ქალაქ ხაგარიასთან ერწყმის მდინარე განგს. აყალიბებს ამ ქალაქის დასავლეთ საზღვარს და მის ნაპირებზე აშენებული ნაგებობები ქალაქს დატბორვებისგან იცავს.[4][5][6]
მდინარის მთლიანი სიგრძე 320 კმ-ია, აუზის ფართობი — 10 150 კმ².[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Hydrology and Water Resources of India By Sharad K. Jain, Pushpendra K. Agarwal, Vijay P. Singh. p. 358. Google books. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
- ↑ Burhi Gandak. Britannica. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
- ↑ RIVER BASIN. Flood Management Information System, Water Resource Department, Bihar. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
- ↑ Samastipur district. District administration. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
- ↑ Begusarai district. District administration. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
- ↑ Khagaria district. River system. District administration. ციტირების თარიღი: 2010-05-05.