ბულგარეთი
ბულგარეთის რესპუბლიკა Република България ბულგარეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Съединението прави силата“ ძალა ერთობაშია |
||||||
ჰიმნი: Мила Родино |
||||||
ბულგარეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | სოფია 42°41′ ჩ. გ. 23°19′ ა. გ. / 42.683° ჩ. გ. 23.317° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ბულგარული | |||||
ოფიციალური დამწერლობა | კირილიცა | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011[1]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ბულგარელი | |||||
ლიდერები | ||||||
- | პრეზიდენტი | რუმენ რადევი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ბოიკო ბორისოვი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ეროვნული ასამბლეა | |||||
ფორმირება | ||||||
- | შუა საუკუნეების სახელმწიფოები: | |||||
- | ბულგარეთის პირველი იმპერია | 681-1018 | ||||
- | ბულგარეთის მეორე იმპერია | 1185-1396 | ||||
- | თანამედროვე სახელმწიფო: | |||||
- | ბულგარეთის სამთავრო | 13 ივლისი, 1878 | ||||
- | დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან | 5 ოქტომბერი, 1908 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 110 994 კმ2 (105-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 აღწერა | 7 364 570[2] (98-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 66,2 კაცი/კმ2 (139-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2013 შეფასება | |||||
- | სულ | $144 598 მილიონი[3] (76-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $20 327[3] (62-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2016 შეფასება | |||||
- | სულ | $52 418 მილიარდი[3] (81-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $7369[3] (75-ე) | ||||
ჯინი (2015) | 35.1[4] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.777[5] მაღალი · 58-ე |
|||||
ვალუტა | ლევი (BGN ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +359 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .bg |
ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალურად ბულგარეთის რესპუბლიკა (ბულგ. Република България) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.
ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110 994 კვადრატული კილომეტრს და ამ მაჩვენებლით მას ევროპაში მე-16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპების მთათა სისტემა. ბულგარეთშია ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთის მასივი რილა, ასევე ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ, დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კმ-ს შეადგენს.
ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობისა და ჩამოყალიბების პროცესი ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).[6] საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.
რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა განაპირობა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.[7]
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი კომუნისტური სახელმწიფო გახდა და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.
ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური: ბულგარეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: България, Република България.
- ეტიმოლოგია: წარმოსდგება ეთნონიმ „ბულგარისაგან“. სიტყვა Bulg თურქულ ენაზე „შერეულს“ ნიშნავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბულგარეთში პირველი ადამიანების დასახლება იწყება ძველი წელთაღრიცხვის 44 000 წლიდან. რეგიონში პირველი ცივილიზაცია ძვ. წ. 500 წელს შექმნეს თრაკიელებმა. პირველი ბულგარული სამეფო ჩამოაყალიბა ასპარუხმა 681 წელს. 1396 წელს ბულგარეთი მოექცა ოსმალეთის იმპერიაში, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 500 წელი.
ბულგარეთი თურქებისაგან დამოუკიდებელი ბერლინის 1878 წლის ხელშეკრულებით გახდა წელს. საბჭოთა ჯარები შევიდნენ ოკუპირებულ ბულგარეთში 1944 წელს, მონარქია დაეცა და დამყარდა კომუნისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1987 წელს. 1991 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა ფილიპ დიმიტროვმა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში გრძელდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გაფიცვები. კომუნისტები დიდ გავლენას ინარჩუნებდნენ, რომლებმაც თავიანთ პარტიას სოციალისტური უწოდეს. რეფორმების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა მეფემ სიმეონ მე-2-მ, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა 2002 წლის ნოემბერში ბულგარეთმა მიწვევა მიიღო ნატოში გაწევრიანებისათვის. ბულგარეთი ნატოს წევრი 2004 წელს, ხოლო ევროპის კავშირის წევრი 2007 წელს გახდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: რუმინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბეთი.
- ფართობი - 110 910 კვ. კმ.
- ბუნება - ტერიტორიის დიდი ნაწილი ბალკანეთის მთიანეთს და როდოპის მთებს უჭირავს, უმაღლესი წერტილი მთა მუსალა 2925 მ.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო სისტემა: საპარლამენტო წარმომადგენლობითი რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი.
- მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი პლამენ ორეშარსკი.
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი სახალხო კრება (240 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 8 ოლქი და დედაქალაქი - სოფია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა - 7,0 მილიონი (2018)[8], მათ შორის ბულგარელები 84,8 %, თურქები 8,8 %, ბოშები 4,9 %.
- სახელმწიფო ენა: ბულგარული.
- რელიგია - მართლმადიდებელი ქრისტიანობა.
- დედაქალაქი - სოფია (1,204,685 - 2011).
- ქალაქები - პლოვდივი (338 153 - 2011), ვარნა (334 870 - 2011), ბურგასი (200 271 - 2011), რუსე (149 642 - 2011), სტარა-ზაგორა (138 272 - 2011).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რესურსები - ბოქსიტები, სპილენძი, ტყვია, თუთია, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე.
- ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, კვების პროდუქტები, ღვინო, თამბაქო, ტექსტილი.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1790 $.
- ვალუტა - ბულგარული ლევი (BGL).
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფია - წმ. სოფიის (VI ს.), ალექსანდრე ნეველის (XIX ს.), ბოიანას (XIII ს.) ტაძრები, არქეოლოგიური მუზეუმი;
- კაზანლაკისა და სვეჩტარის თრაკიული სამარხები;
- მადარა ჰორსემანი;
- ნესებარი - ძველი ქალაქი (V ს.);
- პირინის ეროვნული პარკი;
- რილას მონასტერი (XIX ს.);
- სრებარნას ნაკრძალი;
- ბაჩკოვო - პეტრიწონის მონასტერი;
- რუსულ-ბულგარული მეგობრობის მონუმენტი შიპკის უღელტეხილზე (XIX ს.).
ცნობილი ბულგარელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მწერალი - ივან ვაზოვი;
- მომღერლები - ლილი ივანოვა;
- სპორტსმენები: ხრისტო სტოიჩკოვი (ფეხბურთი), მაგდალენა მალეევა (ჩოგბურთი);
- პოლიტიკოსები - ხრისტო ბოტევი, გიორგი დიმიტროვი, ტოდორ ჟივკოვი;
- სხვები - ვანგა (ნათელმხილველი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკიმედია-ატლასი: ბულგარეთი — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- ბულგარეთი საიტზე Curlie
- Bulgaria დაარქივებული 2008-10-16 საიტზე Wayback Machine. at UCB Libraries GovPubs.
- Bulgaria Profile from Balkan Insight
- President of The Republic of Bulgaria დაარქივებული 2011-02-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2011 წლის აღწერა, გვ. 4.
- ↑ 2011 წლის აღწერა, გვ. 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2017-07-13.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Bulgaria. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
- ↑ Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
- ↑ Human Development Report 2014 – "Sustaining Human Progress: Reducing Vulnerabilities and Building Resilience". HDRO (Human Development Report Office) United Nations Development Programme. ციტირების თარიღი: 25 July 2014.
- ↑ Human Resource Development Centre. Bulgaria in the European Union (PDF) გვ. 20. EuroGuidance. ციტატა: „[..] Bulgaria, the cultural center of the medieval Slavs[...]“ ციტირების თარიღი: 2010-04-26.[მკვდარი ბმული]
- ↑ Crampton, R.J., Bulgaria, 2007, pp.174, Oxford University Press
- ↑ http://www.nsi.bg/sites/default/files/files/pressreleases/Population2018_en_ZG7X53J.pdf
|