შინაარსზე გადასვლა

ბერენგარ II (იტალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერენგარი ესალმება ოტო I-ს.

ბერენგარ II (იტალ. Berengar; დ. ? — გ. 966) — იტალიის მეფე 950—962 წლებში. ბერენგარი, ივრეის მარკგრაფი დიდი გავლენით სარგელობდა ლომბარდიაში. მეფე ჰუგოს ეშინოდა მისი ხრიკების და სურდა მისი მოკვლა, მაგრამ, ბერენგარი გერმანიაში გაიქცა და ოტო I-თან ცხოვრობდა. 945 წელს მან გაიგო, რომ იტალიაში ჰუგოთი ბევრია უკმაყოილო, მან გერმანელებისგან შეკრიბა ლაშქარი და გადაკვეთა ალპები. მილანმა მას კარიბჭე გაუღო. ბევრმა საერო და სასულიერო დიდებულმა მას მხარი დაუჭირა. 946 წელს ჰუგო პროვანში გაიქცა და განძი წაიყოლა, იტალიაში კი თავისი ვაჟი ლოტარი დაროვა. ლოტარი იტალიის მეფე გახდა. ბევრმა ლომბარდიელმა მიატოვეს ბერენგარი და ლოტარს დაუჭირეს მხარი. შემდეგი ოთხი წლის მანძილზე ბურგუნდიული პარტია წარმატებით ებრძოდა ბერენგარს და იტალიურ ეროვნულ პარტიას. 950 წლის ნოემბერში ლოტარი უეცრად მოკვდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ ბერენგარი იტალიის მეფედ ეკურთხა და თავისი ვაჟი ადალბერტი. სასურველის მიღწევის შემდეგ ბერენგარმა სრულად გამოავლინა თავისი ხასიათი. ადრე თუ იგი კეთილგანწყობილი იყო დიდებულებისადმი, ახლა ხარბ დესპოტად იქცა. ხალხს იგი მალე შესძულდა, ჭორი გავრცელდა, რომ ლოტარი მოწამლული იყო; ბურგუნდიულმა პარტიამ იტალიის ტახტის მემკვიდრედ ლოტარის ქვრივი ადელაიდა გამოაცხადა. ამ მხრიდან საშიშროების ასაცილებლად, ბერენგარმა სცადა ადელაიდას ძალდატანებით ადალბერტზე გათხოვება, მაგრამ მან უარი თქვა და მოიმიზეზა, რომ ჯერ გლოვის ვადა არ გასულა. მაშინ იგი დაამწყვრიეს გარდუს ციხეში, სადაც მან 4 თვე დაჰყო. შემდეგ, მღვდლის დახმარებით იგი რეჯოში გაიქცა.

ამ მოვლენებმა საბაბი მისცეს გერმანიის მეფეს, ოტოს, ჩარეულიყო იტალიის საქმეებში. მან განაცხადა რომ უნდა დაეხმაროდ ბურგუნდიის მეფის დას. 951 წელს მან გადმოლახა ალპები და წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა ლომბარდია. შემდეგ ცოლად შეირთო ადელაიდა. შემდეგ წელს ბერენგარი შეურიგდა ოტოს. იგი მაგდებურგში ჩავიდა, თავი ოტოს ვასალად სცნო და იტალია მისი ხელიდან მიიღო. მალე ოტო გადაერთო შიდა არეულობებზე. პირველივე ხელსაყრელი შემთხვევის შემდეგ ბერენგარმა უარყო ოტოსთვის მიცემული ფიცი და დაუწყო მის მომხრეებს ლომბარდიაში დევნა. ოტომ მხოლოდ 961 წელს შეძლო იტალიისთვის მიხედვა. მან დიდი ლაშქრით გადმოკვეთა ალპები. ბერენგარს მისთვის გზის ჩაკეტვა უნდოდა, მაგრამ ლაშქარმა იგი მიატოვა და მან ციხესიმაგრეს შეაფარა თავი. ყველა ქალაქმა გაუღო ოტოს კარიბჭე. 963 წელს კი აღებულ იქნა ბერენგარის უკანასკნელი თავშესაფარი — სან-ლეონეს ციხე, ბერენგარი დანებდა და გადაიხვეწა ვილაში, სადაც დაჰყო სიკვდილამდე.

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]