ბეჟანოს ეკლესია
იერსახე
ბეჟანო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკური ეკლესია |
თარიღდება | X საუკუნე |
დეტალები
|
ბეჟანოს ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოჭიოს თემის სოფელ ბეჟანოს მახლობლად სამონასტრო კომპლექსში. აგებულია X საუკუნეში.
ტაძარი დგას შემაღლებულ ბორცვზე. ნაგებია გათლილი ქვის კვადრებით. წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ღერძზე თაღოვანი, გარეთკენ შევიწროვებული სარკმელია. კონქი იმპოსტზე გადასულ თაღს ებჯინებოდა. შემორჩენილია მხოლოდ აბსიდის ნაწილი და კედლების ქვედა რიგი. ეკლესიის გარშემო ძველი ნასოფლარის კვალია.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბეჟანოს ტაძარი, ინფორმაცია და ფოტოები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დაარქივებული 2019-07-25 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, კრ.5. თბ., 1975, გვ. 115
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-25.