შინაარსზე გადასვლა

ახნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ახნა
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
რაიონი ფამაგუსტის რაიონი
კოორდინატები 35°03′17″ ჩ. გ. 33°47′04″ ა. გ. / 35.0548699389° ჩ. გ. 33.7846720194° ა. გ. / 35.0548699389; 33.7846720194
ცენტრის სიმაღლე 46 მეტრი
მოსახლეობა 1 979 (1973)[1]
სასაათო სარტყელი UTC+2
ქვეყანა (დე ფაქტო) ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთი კვიპროსი
ახნა — კვიპროსი
ახნა

ახნა (ბერძ. Άχνα) ან დუზჯე (თურქ. Düzce) — მიტოვებული სოფელი კვიპროსში, ფამაგუსტის რაიონში. მდებარეობს ბუფერული ზონის ჩრდილოეთით, ფამაგუსტიდან 12 კმ-ით აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით (WSW), ზღვის დონიდან 45 -ზე.[2] დე ფაქტოდ კონტროლირდება ჩრდილოეთ კვიპროსის მიერ. კუნძულზე თურქეთის შეჭრის შემდეგ იძულებით გადაადგილებულმა ბერძნულმა მოსახლეობამ ახალი სოფელი დააარსა ძველთან ახლოს.

თავდაპირველად კარვების სოფელი აშენდა ახნის ტყეში, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ძველი ლოკაციისაგან. მოგვიანებით დაიწყო სოფლის, სახელად დასაკი-ახნასი მშენებლობა დეკელიის არეაში.[3]

2001 წელს კვიპროსის რესპუბლიკის სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით ახნის მოსახლეობა 1952 ადამიანი იყო.[4] 2011 წლის მონაცემებით დასაკი-ახნასის მოსახლეობა 2087 კაცს შეადგენს.[5]

უახლოესი აეროპორტი მდებარეობა ქალაქ ლარნაკაში.[2]

ახნა ცნობილია თავის საფეხბურთო კლუბ ეთნიკოს ახნათი, რომელმაც უეფა-ს ინტერტოტოს თასი მოიგო 2006 წელს. შეხვედრებს ატარებს დასაკის სტადიონზე.

  1. Cyprus census 1973 — 9 — CYSTAT.
  2. 2.0 2.1 Athna, Cyprus Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  3. ACHNA, PRIO Cyprus Centre, http://www.prio-cyprus-displacement.net/default.asp?id=538. წაკითხვის თარიღი: 4 October 2014
  4. ENUMERATED HOUSING UNITS, HOUSEHOLDS, INSTITUTIONS AND POPULATION BY DISTRICT, MUNICIPALITY/COMMUNITY AND QUARTER (1st October 2001). Statistical Service of the Republic of Cyprus. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  5. Population - Place of Residence, 2011. Republic of Cyprus, Ministry of Finance, Statistical Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2014. ციტირების თარიღი: 12 October 2014.