ახალი ამსტერდამი
ახალი ამსტერდამი (ნიდ.: Nieuw Amsterdam) — XVII საუკუნეში ახალი ნიდერლანდების პროვინციის გამაგრებული დასახლების სახელი; დაარსდა 1624 წელს და მოგვიანებით ნიუ-იორკის ნაწილი გახდა. დაფუძნდა რა ჰოლანდიური ვესტ-ინდოეთის კომპანიის მიერ, ქალაქი მდებარეობდა მანჰეტენის კუნძულის სტრატეგიულ, გამაგრებულ სამხრეთ ბოლოში და მისი დანიშნულება იყო მდინარესთან მისასვლელის დაცვა კომპანიის ბეწვეულის ვაჭრობის წარმოებისთვის ჰუდზონის ხეობაში. ახალი ამსტერდამი გადაიქცა უდიდეს ნიდერლანდურ კოლონიურ დასახლებად ახალი ნიდერლანდების პროვინციაში, ამჟამად ნიუ-იორკის ტრაი-შტატის რეგიონი, და ნიდერლანდელთა მფლობელობაში დარჩა 1664 წლამდე, როდესაც ის ინგლისელთა ხელში ჩავარდა. ნიდერლანდელებმა უკან დაიბრუნეს იგი 1673 წლის აგვისტოში და მას ახალი სახელი „ნიუ-ორანჟი“ დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში ინგლისელებმა ქალაქის წართმევა ისევ მოახერხეს. ქალაქის დაარსების წელი 1625 ამჟამად ოფიციალურად არის აღნიშნული ნიუ-იორკ სიტის ბეჭედზე (მანამდე, ბეჭედზე 1664 - ინგლისელთა მიერ ქალაქში შესვლის თარიღი იყო აღბეჭდილი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Schmidt, Benjamin, Innocence Abroad: The Dutch Imagination and the New World, 1570–1670, Cambridge: University Press, 2001. ISBN 978-0521804080
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ახალი ამსტერდამი“ ვიკისაწყობში.
- The New Amsterdam Trail დაარქივებული 2009-06-09 საიტზე Wayback Machine.
- Nieuw Amsterdam to New York
- New Amsterdam დაარქივებული 2012-12-28 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- From Van der Donck to Visscher: a 1648 view of New Amsterdam, discovered in Vienna in 1991
- Background on the Native Americans of the area