ახალგაზრდა ლედი
ახალგაზრდა ლედი — არაფორმალურად ასე ეწოდება ეგვიპტეში, მეფეთა ველზე, სამარხში KV35 აღმოჩენილ მუმიას, რომელიც 1898 წელს, ფრანგმა არქეოლოგმა, ვიქტორ ლორემ აღმოაჩინა.[1] KV35YL (YL – ინგლისურად ახალგაზრდა ლედის/ქალბატონს აღნიშნავს) ეგვიპტის მუზეუმში, კაიროშია დაცული.[2] დნმ-ის ტესტირების შედეგად დამტკიცდა, რომ ის ფარაონ ტუტანხამონის დედა, ამენჰოტეპ II-ისა და ტიიას ქალიშვილია. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მუმია დედოფალ ნეფერტიტს ეკუთვნოდა, მაგრამ გამოკვლევებს ეს არ დაუდასტურებია.
აღმოჩენა და იდენტიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდა ლედის მუმია სამარხში KV35 ორ სხვა მუმიასთან ერთად იპოვეს: ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭის მუმიაა, რომელიც დაახლოებით 10 წლის ასაკში გარდაცვლილა და სავარაუდოდ, ამენჰოტეპ II-ის ვაჟს, ვებენსენუს მუმიაა. მეორე, მოხუცი ქალბატონის მუმია დედოფალ ტიიას ეკუთვნის.[3] სამივე მუმია სამარხის პატარა წინანაოთახში (ინგლ. antechamber; ანტიჩამბერში) ერთმანეთის გვერდიგვერდ მწოლიარე იპოვეს. ისინი შეუხვევლად იწვნენ და სამივე მათგანი ძველი ეგვიპტის სამარხთა მძარცველების მიერ ძლიერ იყო დაზიანებული. როგორც ჩანს, სამივე მათგანი ახალი სამეფოს პერიოდის დასასრულს გადამალეს.[4]
ახალგაზრდა ლედის მუმიის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება გაჩნდა. თავდაპირველად ვიქტორ ლორეს სჯეროდა, რომ მუმია ახალგაზრდა მამაკაცისა იყო, რადგანაც მუმიას თავი გადაპარსული ჰქონდა. მოგვიანებით, დოქტორ გრაფტონ ელიოტ სმიტმა უფრო დაკვირვებით შეამოწმა და დაადგინა, რომ მუმია ქალისა იყო.
ბოლოდროინდელმა ავტოსომიურმა და მიტოქონდრიული დნმ-ის ტესტირებებმა ერთხელ და სამუდამოდ ცხადყო, რომ მუმია ქალისაა და ის ფარაონ ტუტანხამონის დედაა. გამოკვლევებმა ასევე ცხადყო, რომ ის KV55 სამარხში აღმოჩენილი ფარაონის და და ცოლი იყო. ორივენი კი ფარაონ ამენჰოტეპ II-ისა და დედოფალ ტიიას შვილები იყვნენ.[3] სამარხში KV55 აღმოჩენილი მუმიის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებითაც არ არსებობს ერთიანი მოსაზრებები: ეგვიპტოლოგთა ნაწილი, მათ შორის ზაჰი ჰავასი, თვლის, რომ ამ სამარხში აღმოჩენილი მუმია ფარაონ ეხნატონს ეკუთვნის, ხოლო ნაწილი, მათ შორის ანთროპოლოგი ჯოის ფილერი, თვლის, რომ მუმია საიდუმლოებით მოცულ ფარაონ სმენხკარასია. ნათესაური კავშირი ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდა ლედის მუმია ნეფერნეფერუატენ ნეფერტიტის ან ეხნატონის მეორე ცოლს კიიას ეკუთვნოდეს, რადგანაც არცერთი არსებული არტეფაქტი არ მიუთითების ფარაონის ცოლებზე, რომ ისინი „მეფის დები“ ან „მეფის ქალიშვილები“ იყვნენ.[4] იმის შესაძლებლობა, რომ მუმია სიტამუნს, ისეტს ან ჰენუტანებს ეკუთვნოდეს, ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ისინი ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ქალიშვილები და ცოლები იყვნენ, ეხნატონი კი, რომელიმე მათგანზე რომ დაქორწინებულიყო, ისინი ნეფერტიტის, როგორც მთავარი დედოფლის ადგილს დაიკავებდნენ. სავარაუდოდ, მუმია ამენჰოტეპ III-ის ქალიშვილებიდან ერთ-ერთს — ნებეტაჰს ან ბეკეტატენს ეკუთვნის, რადგანაც მათი, როგორც ამენჰოტეპ III-ის ცოლობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება. თუმცა, ცნობილია, რომ ამენჰოტეპ III-ს ტიიასაგან რვა ქალიშვილი ჰყავდა.[4]
ალელების შესწავლის შემდეგ, გაჩნდა თეორია, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ლედი ეხნატონისა და ნეფერტიტის ქალიშვილი და სმენხკარას ცოლი მერიტატონია. ამ თეორიის თანახმად, მერიტატენი სმენხკარაზე, ბიძამისზე დაქორწინდა, შესაბამისად, ტუტანხამონი ეხნატონის შვილიშვილი გამოდის. მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემაა: მერიტატენი დედოფალ ტიიას ან ტიიას დედის, ტუიუს მიტოქონდრიული შთამამოვალი უნდა იყოს. კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, ახალგაზრდა ლედის მუმია ნეფერტიტის ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, გამოდის, რომ ტუტანხამონი ეხნატონისა და ნეფერტიტის ვაჟია. უფრო მეტიც, შესაძლოა, ეხნატონის სიკვდილის შემდეგ ნეფერტიტიმ სმენხკარას სახელი მიიღო, მაგრამ არც ეს მოსაზრებაა დამტკიცებული.[5]
მუმიის აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის დასაწყისში, ანტიკური ეგვიპტის სამეფო მუმიების გამოკვლევისას, გრაფტონ ელიოტ სმიტმა, მუმია ზუსტად აღწერა. ახალგაზრდა ქალბატონი 1,58 მეტრი (5 ფუტი და 2 ინჩი) სიმაღლის იყო და მიახლოებით, 25 წლამდე უნდა გარდაცვლილიყო.[6] სმიტმა აღნიშნა, რომ ანტიკური სამარხების მძარცველებს მუმიის მკერდის წინა კედელი დაემტვრიათ, მარჯვენა ხელი კი მხარს ქვევით მთლიანად მოეგლიჯათ. სმიტმავე ივარაუდა, რომ მუმია სამეფო წარმომავლობისა უნდა ყოფილიყო.[7] Smith presumed that she was a member of the royal family.[7]
ახალგაზრდა ლედის პირისა და ლოყის მარცხენა მხარეს ფართო ჭრილობა აქვს. ფიქრობდნენ, რომ ეს ჭრილობა, რომელმაც ყბის ნაწილი გაანადგურა, ასევე, სამარხის მძარცველთა მოქმედების შედეგი უნდა ყოფილიყო,[7] მაგრამ ხელახალი გამოკვლევებისას, დნმ-ის ტესტირებამ და კომპიუტერულმა ტომოგრაფიულმა სკანირებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა ლედის ჭრილობა სიკვდილამდე ადრე მიაყენეს და დაზიანება სასიკვდილო აღმოჩნდა.[4] ჯულიან ჰითის ვარაუდით, ჭრილობა ნაჯახის ჩარტყმის შედეგი უნდა იყოს.
სახის რეკონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 7 თებერვალს, ახალგაზრდა ლედი ამერიკული რეალითი სატელევიზიო სერიალის Expedition Unknow-ის მეოთხე სეზონის მეშვიდე სერიაში (ანტიკური ეგვიპტის დიდებული ქალბატონი) გამოჩნდა. იმ ვარაუდით, რომ ის სინამდვილეში ნეფერტიტი იყო და შემონახული ნარჩენების მეშვეობით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნების წყალობით, ჯოშ გეიტსისხელმძღანელობით, გუნდმა ახალგაზრდა ლედის მთლიანი რეკონსტრუქცია შეძლო.[8] ბიუსტი ფრანგმა მოქანდაკემ, პალეოხელოვანმა, ელიზაბეთ დენისმა შექმნა.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Eaton-Krauss, Marianne (2016), „Alternative interpretations of the DNA data“, The Unknown Tutankhamun, Bloomsbury Academic, ISBN 978-1472575630, https://books.google.gr/books?id=7cuBCgAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false
- Hawass, Zahi A.; Saleem, Sahar N. (2016), „D. The mummy of the Younger Lady of KV35“, Scanning the Pharaohs: CT Imaging of the New Kingdom Royal Mummies, American University in Cairo Press, ISBN 978-9774166730, https://books.google.gr/books?id=b4N9DAAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false
- Hawass, Zahi A.; Saleem, Sahar N. (2016), „The Search for the Mummy of Queen Nefertiti“, Scanning the Pharaohs: CT Imaging of the New Kingdom Royal Mummies, American University in Cairo Press, ISBN 978-9774166730, https://books.google.gr/books?id=b4N9DAAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false
- Heath, Julian (2015), „Notes: Chapter 4:Controversies and Scandals in Egyptology“, Archaeology Hotspot Egypt: Unearthing the Past for Armchair Archaeologists, Rowman & Littlefield, ISBN 978-0759124028, https://books.google.gr/books?id=IePFBgAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Reeves, Nicholas. Wilkinson, Richard H. The Complete Valley of the Kings. p100. Thames & Hudson. 1997. (Reprint) ISBN 0-500-05080-5
- ↑ Smith, G. Eliot. The Royal Mummies p.117 Duckworth Publishers, 2000
- ↑ 3.0 3.1 Hawass Z, Gad YZ, Ismail S, Khairat R, Fathalla D, Hasan N, Ahmed A, Elleithy H, Ball M, Gaballah F, Wasef S, Fateen M, Amer H, Gostner P, Selim A, Zink A, Pusch CM (February 2010). „Ancestry and Pathology in King Tutankhamun's Family“. JAMA. 303 (7): 638–47. doi:10.1001/jama.2010.121. PMID 20159872.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Hawass, Z; et al. (2010). „Ancestry and pathology in King Tutankhamun's family“. JAMA. 303 (7): 3. doi:10.1001/jama.2010.121. PMID 20159872. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება
|last2=
-ში (დახმარება) - ↑ Michael E. Habicht, Nofretete und Echnaton, 2012, Koehler & Amelang, ISBN 978-3733803810
- ↑ Smith, G. Elliot. The Royal Mummies. p.40. Duckworth Egyptology. 2000 (Reprint from original 1912 edition). ISBN 0-7156-2959-X
- ↑ 7.0 7.1 7.2 Smith, G. Elliot. The Royal Mummies. p.41. Duckworth Egyptology. 2000 (Reprint from original 1912 edition). ISBN 0-7156-2959-X
- ↑ „Black Twitter roasts TODAY show for Queen Nefertiti reconstruction that looks like a white woman - theGrio“. theGrio (ინგლისური). 2018-02-06. ციტირების თარიღი: 2018-02-26.
- ↑ „A new, anatomically accurate bust depicts Queen Nefertiti—but with fair skin“. Newsweek (ინგლისური). 2018-02-07. ციტირების თარიღი: 2018-02-26.
|