აციდოზი
იერსახე
აციდოზი | |
---|---|
დარგი | ენდოკრინოლოგია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | E87.2[1] |
ICD-9 | 276.2[2] |
MedlinePlus | 001181 |
აციდოზი (ლათ. acidus – მჟავე) — ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევა ორგანიზმიდან ორგანული მჟავების არასრული გამოდევნისა და ჟანგვის შედეგად.
მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვეულებრივ ეს პროდუქტები სწრაფად იდევნება ორგანიზმიდან, მაგრამ ციებცხელებითი დაავადების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობის, ორსულობისა და შიმშილობის დროს მათი გამოდევნა ფერხდება, რაც შარდში აცეტილძმარმჟავას და აცეტონის გაჩენას იწვევს, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში შეიძლება კომაც განვითარდეს.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აციდოზის მკურნალობისათვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია. ებრძვიან სოდის ხსნარით, დიდი რაოდენობის სითხით. დიაბეტის დროს საჭიროა დარღვეული ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, ინსულინის მიღება და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 74.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აციდოზი www.medgeo.net
- აციდოზი - სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი www.nplg.gov.ge
- Näheres zur Azidose დაარქივებული 2009-02-12 საიტზე Wayback Machine.
- Netdoktor: Der pH-Wert დაარქივებული 2013-01-20 საიტზე Wayback Machine.
- Störungen des Säure-Basen-Haushalts: Rationale Diagnostik und ökonomische Therapie. Dtsch Arztebl 2005; 102: A 1896–1899 (Heft 26)