აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა (2021)
აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა | |||
---|---|---|---|
დონალდ ტრამპის მხარდაჭერები კაპიტოლიუმის შენობასთან. | |||
თარიღი | 6 იანვარი, 2021 | ||
ადგილი | ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი. | ||
სტატუსი | {{{სტატუსი}}} | ||
დანაკარგი | |||
| |||
38°53′23″ ჩ. გ. 77°00′32″ დ. გ. / 38.889806° ჩ. გ. 77.009056° დ. გ.კოორდინატები: 38°53′23″ ჩ. გ. 77°00′32″ დ. გ. / 38.889806° ჩ. გ. 77.009056° დ. გ. | |||
შედეგი |
|
აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა (2021) — აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერების შეჭრა ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში.
2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის სენატს და წარმომადგენელთა პალატას ერთობლივ სხდომაზე უნდა დაეთვალა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რაც იქნებოდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების დადასტურების საბოლოო ნაბიჯი. სხდომას უნდა გაძღოლოდა აშშ-ს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.
5-6 იანვარს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერები ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა მოეთხოვათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების უარყოფა კონგრესისგან. [10][11][12] თავდაპირველად პროტესტის მონაწილეები „გადაარჩინე ამერიკის“ მარშისთვის შეიკრიბნენ, ეს იყო ელიფსის პარკში დაგეგმილი ღონისძიება, სადაც მათ მოისმინეს ტრამპისა და რუდი ჯულიანის სიტყვით გამოსვლა. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები გაყალბდა ჯოზეფ ბაიდენის სასარგებლოდ და მოუწოდა კონგრესს შეაჩეროს „აღმაშფოთებელი თავდასხმა ჩვენ დემოკრატიაზე“. [13] გამოსვლების დამთავრებამდე ტრამპის მომხრეები კონგრესის მიმართულებით დაიძრნენ.[14] ამ დროს კონგრესში სხდომა და დებატები მიმდინარეობდა. დებატების აუცილებლობა ტეხასის სენატორ ტედ კრუზისა და არიზონის კონგრესმენ პოლ გოსარის მიერ საარჩევნო კოლეგიის არიზონას ხმების დათვლის გაპროტესტების შემდეგ დადგა. პროტესტის ესკალაციის დროს, აშშ-ს კაპიტოლიუმის კომპლექსის რამდენიმე ნაგებობის ევაკუაცია მოხდა. პროტესტის მონაწილეებმა გაარღვიეს დაცვა, რათა კაპიტოლიუმის შენობაში შესულიყვნენ, მათ შორის ეროვნული ქანდაკების დარბაზში.[15][16] მოგვიანებით, კაპიტოლის კომპლექსის ყველა შენობა ჩაიკეტა.[17] გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა წარმომადგენელთა პალატის კარებთან.[18][19] კაპიტოლიუმის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მინიმუმ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.[20] გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს კაპიტოლიუმის მიდამოებში, ხოლო მეორე — რესპუბლიკური პარტიის შტაბბინაში.[21][22]
მოვლენების დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო ათეულობით — დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შეჭრისას დაიღუპა.[23][24][25] კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი ბრაიან სიკნიკი გარდაიცვალა შეჭრილთა მიერ ცეცხლჩამქრობით მასზე თავდასხმის შემდეგ.[26][5]
მკვლევართა ნაწილმა კაპიტოლიუმზე თავდასხმა შეაფასა როგორც შიდა ტერორიზმი[27][28][29], ნაწილმა კი როგორც „ტრამპის პუტჩი“.[30][31] ტრამპმა თავდაპირველად დაგმო მაიკ პენსი, რადგან, პრეზიდენტის თქმით, „[პენსმა ვერ გააკეთა] რაც უნდა გაკეთებულიყო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად“, მიუხედავად იმისა, რომ პენსს არ აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ უარყოს ბაიდენის გამარჯვება.[32][33] EST დროით 16:22 საათზე ტრამპმა Twitter-ს მეშვეობით თავის მომხრეებს მოუწოდა „მშვიდად წასულიყვნენ სახლში“, ამასთანავე მან კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სიყვარული მათ მიმართ. [34]
ეს არის მეორე შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მას შემდეგ, რაც 1812 წლის ინგლის-ამერიკის ომის დროს ბრიტანეთის ჯარმა 1814 წელს გადაწვა ვაშინგტონი, როდესაც კაპიტოლიუმში შეჭრა მოხდა.[35]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ CNN, Eric Levenson, Amir Vera and Mallika Kallingal. What we know about the 5 deaths in the pro-Trump mob that stormed the Capitol.
- ↑ McEvoy, Jemima. These Are The Four People Who Died Amid The Capitol Riot en. ციტირების თარიღი: January 7, 2021
- ↑ Terruso, Julia. He organized a bus of Trump supporters from Pa. for ‘the first day of the rest of our lives.’ He died in D.C. en-US. ციტირების თარიღი: January 7, 2021
- ↑ Perez, Evan; Herb, Jeremy; Polantz, Katelyn; Scannell, Kara; Carrega, Christina (January 7, 2021). „Prosecutors 'looking at all actors,' including Trump, as charges are filed against Capitol rioters“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 8, 2021. ციტირების თარიღი: January 8, 2021.
- ↑ 5.0 5.1 Dartunorro, Clark; Thorp V, Frank (January 8, 2021). „Capitol Police officer dies from injuries after clashing with pro-Trump mob“. NBC News. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Raju, Manu; Barrett, Ted. (January 7, 2021) Facing criticism, US Capitol Police details response to violent mob, 14 suspects arrested and 50 officers injured. CNN. ციტირების თარიღი: January 7, 2021
- ↑ Thrush, Glenn; Dewan, Shaila; Eligon, John; MacFarquhar, Neil. Questions mount over law enforcement’s failure to protect the Capitol. The New York Times (January 7, 2020). ციტატა: „Mr. Sund said more than 50 Capitol Police and Washington Metro Police officers had been injured, and several Capitol Police officers were hospitalized with serious injuries.“
- ↑ 8.0 8.1 What happened in Washington DC yesterday? A timeline of insurrection en (2021-01-07). ციტირების თარიღი: 2021-01-08
- ↑ Katkov, Mark (January 7, 2021). „Army Sec. Says A 'Non-Scalable' 7-Foot Fence Is Going Up Around U.S. Capitol“. NPR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Peñaloza, Marisa. (January 6, 2021) Trump Supporters Clash With Capitol Police At Protest en. ციტირების თარიღი: January 6, 2021
- ↑ Amenabar, Teddy; Zauzmer, Julie; Davies, Emily; Brice-Saddler, Michael; Ruane, Michael E.; Chason, Rachel; Tan, Rebecca; Olivo, Antonio. Live updates: Hundreds storm Capitol barricades; two nearby buildings briefly evacuated; Trump falsely tells thousands he won en (January 6, 2021). ციტირების თარიღი: January 6, 2021
- ↑ Hooks, Scott Rodd, Kris. Trump Supporters, Proud Boys Converge On California's Capitol To Protest Electoral College Count. ციტირების თარიღი: 2021-01-06
- ↑ Jacobo, Julia. This is what Trump told supporters before many stormed Capitol Hill.
- ↑ CNN, Ted Barrett, Manu Raju and Peter Nickeas. Pro-Trump mob storms US Capitol as armed standoff takes place outside House chamber. ციტირების თარიღი: 2021-01-06
- ↑ McEvoy, Jemima. (January 6, 2021) DC Protests Live Coverage: Entire Capitol Now On Lockdown As Protesters Enter The Building en. ციტირების თარიღი: January 6, 2021
- ↑ Lang, Brent; Littleton, Cynthia. U.S. Capitol on Lockdown, Pro-Trump Protestors Breach Police Lines en-US (January 6, 2021). ციტირების თარიღი: January 6, 2021
- ↑ „Watch Live: Protesters Swarm US Capitol Steps as Congress Counts Electoral Votes“. NBC4 Washington (ინგლისური). January 6, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Berge, Clint (January 6, 2021). „HAPPENING NOW: Armed standoff inside US Capitol, shots fired“. WQOW (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Updates: Capitol breached by protesters, shots reported fired inside“. ABC News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Greve, Joan E. (2021-01-06). „Trump tells mob that stormed Congress 'we love you' as Biden condemns 'siege' – follow live“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2021-01-06.
- ↑ Shallwani, Pervaiz (6 January 2021). „At least two real explosive devices in DC rendered safe by law enforcement“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: January 6, 2021.
- ↑ Buncombe, Andrew (2021-01-06). „Explosive device 'discovered and destroyed' at Republican Party headquarters'“. Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: January 6, 2021.
- ↑ Trump supporters storm U.S. Capitol, with one woman killed and tear gas fired (January 6, 2021). ციტირების თარიღი: January 6, 2021
- ↑ Matthews, Dylan. (January 6, 2021) Watch a tearful Trump supporter ask C-SPAN if her president lied to her. ციტატა: „At least one of the group storming the Capitol, Trump supporter Ashli Babbitt, was killed by an unknown shooter after she had made it inside the Capitol building.“ ციტირების თარიღი: January 7, 2021
- ↑ Man says San Diego woman killed in Capitol siege was his wife (January 7, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 7, 2021. ციტირების თარიღი: January 7, 2021
- ↑ Garger, Kenneth. (January 7, 2020) Capitol Police officer dies after being hit in head with fire extinguisher during DC riots. New York Post. ციტირების თარიღი: January 8, 2020.
- ↑ Trepany, Charles. 'This is domestic terrorism': Meghan McCain, Cardi B and more react to Capitol riot.
- ↑ Corn, David. Donald Trump is now a terrorist leader.
- ↑ Johnson, Martin. (January 6, 2021) Cori Bush introduces legislation to sanction, remove all House members who supported election challenges.
- ↑ Sources that refer to the event as a coup include:
- Graham, David A.. (January 6, 2021) This Is a Coup en. ციტირების თარიღი: January 6, 2021
- Musgrave, Paul. This Is a Coup. Why Were Experts So Reluctant to See It Coming? en-US. ციტირების თარიღი: January 6, 2021
- Solnit, Rebecca. Call it what it was: a coup attempt en-UK. ციტირების თარიღი: January 7, 2021
- Jacobson, Louis. (January 6, 2021) PolitiFact – Is this a coup? Here's some history and context to help you decide. ციტატა: „A good case can be made that the storming of the Capitol qualifies as a coup. It’s especially so because the rioters entered at precisely the moment when the incumbent’s loss was to be formally sealed, and they succeeded in stopping the count.“ ციტირების თარიღი: January 7, 2021
- ↑ Coleman, Justine (January 6, 2021). „GOP lawmaker on violence at Capitol: 'This is a coup attempt'“. The Hill (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Sales, Ben. Fears as Trump supporters, including anti-Semitic groups, rally in Washington.
- ↑ Nickeas, Peter (January 6, 2021). „Pro-Trump supporters have flooded DC to protest president's election loss“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Zilbermints, Regina. (January 6, 2021) Trump tells rioters 'go home,' repeats claims that election 'fraudulent'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2021.
- ↑ Lofton, Justine. (January 6, 2021) Last U.S. Capitol breach was by British during War of 1812. MLive. ციტირების თარიღი: January 7, 2021