აღმოსავლეთი ჭოუ
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინგის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
აღმოსავლეთი ჭოუ(ჩინ.: 東周;[1] ფინინი: Dōngzhōu; ძვ.წ.771-256 წწ.[2]) — ჩინეთის ისტორიის პერიოდი, მოიცავს დაახლოებით ჭოუს დინასტიის მეორე ნახევარს. ახასიათებს სუსტი ცენტრალური ხელისუფლება. ძველი ჩინელი ისტორიკოსი სმა ციენი ძვ.წ. VIII-III საუკუნეებს უწოდებს აღმოსავლეთი ჭოუს დინასტიის მართვის პერიოდს. თუმცა პოლიტიკური ძლაუფლება ხორციელდება დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ, რომლის მმართველები ნომინალურად აღიარებდნენ ჭოუს დინასტიის მეთაურობას. ძვ. წ. VIII-V საუკუნეების ძველი ჩინეთის ისტორია ცნობილია, როგორც ჩუნციოუ (გაზაფხულისა და შემოდგომის), ხოლო ძვ. წ. V-III საუკუნეების პერიოდს ჩინეთის ისტორიოგრაფიაში ეწოდა ჭანკუო (მებრძოლი სამეფოები). ძვ. წ. V-III საუკუნეებში ძალაუფლებისთვის ბრძოლამ მიიღო გაფართოებული ხასიათი. ეს ბრძოლა შვიდი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა: ცინი, ჩუ, ცი, ხანი, ჭაო, ვეი და იენი. "აღმოსავლეთი" ეწოდა სამეფო დედაქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის გამო.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ.770 წელს ჭოუს სამეფოს დედაქალაქი ხაოძინგიდან (დღევანდელი ჩანგ-ანი, სიანის პრეფექტურა) ლუოიში (დღეს ცნობილია ლუოიანგის სახელით, ხენანის პროვინცია) გადავიდა.
დედაქალაქის ხაოძინგიდან ლუოიში გადატანამ აღმოსავლეთ ჭოუს დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (განსხვავებით დასავლეთ ჭოუს დინასტიისა), აღმოსავლეთ ჭოუს დინასტიის არსებობის მანძილზე 25-ზე მეტი მეფე შეიცვალა და საერთო ჯამში 515 წლის მანძილზე იარსება.
დასავლეთ ჭოუს უკანასკნელი მეფის, იოუ ვანგის გარდაცვალების შემდეგ, დიდებულებმა ჭენგის, ლუს, ცინისა და შენის სამეფოებიდან მემკვიდრე პრინცად დაასახელეს პრინცი იძიუ, შემდეგში ჭოუს მეფე პინგი. მეფობის მეორე წელს, ცუანჟონგის თავდაპირველ დედაქალაქ ხაოძინგში შეჭრის შემდეგ, პინგმა დედაქალაქი აღმოსავლეთ ლუოიში გადაიტანა, რამაც დასავლეთ ჭოუს დინასტიის პერიოდს წერტილი დაუსვა. აღმოსავლეთი ჭოუს პირველ ნახევარს, დაახლოებით ძვ. წ. 771 წლიდან ძვ. წ. 476 წლამდე მონაკვეთს გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი ეწოდა, რომლის დროსაც სულ უფრო მეტმა ვანგმა მოიპოვა რეგიონალური ავტონომია, რომლებიც გამუდმებით იბრძოდნენ სამეფო კარზე და ერთმანეთში ომს აწარმოებდნენ. აღმოსავლეთ ჭოუს დინასტიის მეორე ნახევარს, რომელიც მოიცავდა პერიოდს ძვ.წ. 475 წლიდან ძვ.წ. 221 წლამდე ეწოდა მებრძოლი სახელმწიფოების პერიოდი. აღნიშნულ პერიოდშ ჭოუს მეფემ თავისი ძალაუფლება დატოვა და მისი მმართველობა მხოლოდ ფორმალური იყო.
დედაქალაქის აღმოსავლეთით გადატანის შემდეგ, ჭოუს სამეფო ოჯახმა დაკნინება დაიწყო. გავრცელდა ჭორები, რომლის მიხედვითაც მეფე პინგმა საკუთარი მამა მოკლა, რამაც მეფის პოპულარობა და მისდამი ნდობა შეარყია. ვასალების გაძლიერებასთან ერთად, მათი პოზიციებიც ნელნელა კიდევ უფრო ძლიერდებოდა, შემოჭრების დროს მეფე იძულებული იყო დახმარება მათთვის ეთხოვა. ყველაზე ძლიერი ვასალები (მოგვიანებით ცნობილი, როგორც თორმეტი ვასალი) იკრიბებოდნენ რეგულარულ კონფერენციებზე, სადაც ისინი წყვეტდნენ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის სამხედრო ექსპანსიები უცხოური ჯგუფების ან დიდგვაროვნების წინააღმდეგ. კონფერენციაზე ზოგჯერ ერთ ჰეგემონ ვასალს ირჩევდნენ. მეომარი სახელმწიფოების პერიოდში მსგავსმა ვასლებმა კიდევ უფრო შეზღუდეს სამეფო ოჯახის გავლენები.[4]
ძვ.წ. 635 წელს პრინც ტაის ქაოსი მოხდა. ჭოუს მეფე სიანგმა დახმარებისთვის ძინის მმართველ ვენს მიმართა, რომელმაც პრინცი ტაი მოკლა და დაჯილდოვდა ხენეისა და იანგფანზე მმართველობით. ძვ.წ. 632 წელს ჭოუს მეფე სიანგი ძინის მმართველმა ვენმა იძულებული გახადა ძიანტუში, ვასლების კონფერენციას დასწრებოდა.[5]
ჭოუს მეფე ნანის დროს, ჭოუს მეფეებმა დაკარგეს თითქმის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება, რადგან მათი დარჩენილი სამეფო მიწაც კი გაიყო ორ სახელმწიფოდ, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მეტოქე ფეოდალები: დასავლეთი ჭოუ, სადაც მდებარეობს დედაქალაქი ვანგჩენგი და აღმოსავლეთი ჭოუ, რომელიც მდებარეობს ჩენგჭოუსა და ქუნგში. ჭოუს მეფე ნანმა 53 წლის განმავლობაში მოახერხა თავისი დასუსტებული დინასტიის შენარჩუნება დიპლომატიის და შეთქმულების გზით, ცინის დინასტიის მიერ ჭოუს დაპყრობამდე.[6]
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ პერიოდმა დიდი გადატრიალება მოახდინა ჩინეთის ისტორიაში, რადგან ამ პერიოდის ბოლოს ინსტრუმენტების დამზადების მასალა რკინა გახდა. აღმოსავლეთ ჭოუს პერიოდი ითვლებოდა ჩინეთში რკინის ხანის დასაწყისად.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის ზრდით. ვასალები მუდმივად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს მიწების ან სხვა რესურსების მოსაპოვებლად. ხალხმა დაიწყო სპილენძის მონეტების გამოყენება. განათლება უნივერსალური გახდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. საზღვრები თავადაზნაურებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის ჩაცხრა. ხდებოდა საზოგადოების რევოლუციური ტრანსფორმაცია, რომელსაც ჯოუს დინასტიის მიერ შექმნილი პატრიარქალური კლანური სისტემა ვეღარ მოერგებოდა.[7]
მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭოუს მეფე პინგი - ძი იძიუ (ძვ. წ. 772–ძვ. წ. 720)
- ჭოუს მეფე სიე - ძი იუჩენი (ძვ. წ. 770–ძვ. წ. 760 ან ძვ. წ. 771–ძვ. წ. 750)
- ჭოუს მეფე ხუანი - ძი ლინი (ძვ. წ. 719–ძვ. წ. 697)
- ჭოუს მეფე ჭუანგი — ძი თუო (ძვ. წ. 696–ძვ. წ. 682)
- ჭოუს მეფე სი - ძი ხუცი (ძვ. წ. 681–ძვ. წ. 677)
- ჭოუს მეფე ჰუეი - ძი ლანგი (ძვ. წ. 676–ძვ. წ. 652)
- ჭოუს მეფე სიანგი - ძი ჭენგი (ძვ. წ. 651–ძვ. წ. 619)
- ჭოუს მეფე ცინგი - ძი ჟენჩენი (ძვ. წ. 618–ძვ. წ. 613)
- ჭოუს მეფე ქუანგი — ძი პანი (ძვ. წ. 612–ძვ. წ. 607)
- ჭოუს მეფე ტინგ - ძი იუ (ძვ. წ. 606–ძვ. წ. 586)
- ჭოუს მეფე ძიანი — ძი ი (ძვ. წ. 585–ძვ. წ. 572)
- ჭოუს მეფე ლინგი - ძი სიესინი (ძვ. წ. 571–ძვ. წ. 545)
- ჭოუს მეფე ძინგი - ძი კუეი (ძვ. წ. 544–ძვ. წ. 520)
- ჭოუს მეფე ტაო - ძი მენგი (ძვ. წ. 520 წ.)
- ჭოუს მეფე ძინგი - ძი კაი (ძვ. წ. 519–ძვ. წ. 477)
- ჭოუს მეფე იუენი — ძი ჟენი (ძვ. წ. 476–ძვ. წ. 469)
- ჭოუს მეფე ჭენტინგი - ძი ძიე (ძვ. წ. 468–ძვ. წ. 441)
- ჭოუს მეფე აი - ძი ცუძი (ძვ. წ. 441 წ.)
- ჭოუს მეფე სი - ძი შუ (ძვ. წ. 441 წ.)
- ჭოუს მეფე ქაო - ძი ვეი (ძვ. წ. 440–ძვ. წ. 426)
- ჭოუს მეფე ვეილი - ძი ვუ (ძვ. წ. 425–ძვ. წ. 402)
- ჭოუს მეფე ან - ძი ძიაო (ძვ. წ. 401–ძვ. წ. 376)
- ჭოუს მეფე ლიე - ძი სი (ძვ. წ. 375–ძვ. წ. 369)
- ჭოუს მეფე სიენი — ძი ბიენი (ძვ. წ. 368–ძვ. წ. 321)
- ჭოუს მეფე შენძინგი - ძი ტინგი (ძვ. წ. 320–ძვ. წ. 315)
- ჭოუს მეფე ნან - ძი იენი (ძვ. წ. 314–ძვ. წ. 256)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Zhou". Random House Webster's Unabridged Dictionary.
- ↑ "...Eastern Zhou period (770–256 BC)" Early China - A Social and Cultural History, p. 10. Cambridge University Press.
- ↑ მ. ჯიბლაძე, ო.ჭიღლაძე, დ. ანდღულაძე, ნ. გელაშვილი, შ. ჩიხლაძე, ა. კალანდია, (2022)ჩინეთის ისტორია თბილისი: ოქროს საწმისი (გვ.98-99)
- ↑ Eastern Zhou Dynasty (770 BC-221 BC) in China History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-29. ციტირების თარიღი: 2017-04-07
- ↑ „Zhou Dynasty“. World History Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2017-04-07.
- ↑ Chien, Szuma (October 1979) Records of the Historians. ISBN 978-0835106184.
- ↑ 黄仁宇:《中国大历史》
- ↑ The British Museum Images en.