აღმოსავლეთი ნეგროსი
აღმოსავლეთი ნეგროსი | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | დუმაგეტე | ||
შიდა დაყოფა | ამლანი, აიუნგონი, ბაკონგი, Bais, ბასაი (აღმოსავლეთი ნეგროსი), ბაიავანი, ბინდოი, Canlaon, დაუინი, დუმაგეტე, Guihulngan, ხიმალალუდი, ლა-ლიბერტადი (აღმოსავლეთი ნეგროსი), მაბინაი, მანხუიოდი, პამპლონა (აღმოსავლეთი ნეგროსი), სან-ხოსე (აღმოსავლეთი ნეგროსი), სანტა-კატალინა (აღმოსავლეთი ნეგროსი), სიატონი, სიბულანი, Tanjay, ტაიასანი, ვალენსია (აღმოსავლეთი ნეგროსი), ვალიეერმოსო (აღმოსავლეთი ნეგროსი) და სამბოანგიტა | ||
კოორდინატები | 10°03′00″ ჩ. გ. 123°07′00″ ა. გ. / 10.05000° ჩ. გ. 123.11667° ა. გ. | ||
მმართველი | Roel Degamo | ||
დაარსდა | 1 იანვარი, 1890 | ||
ფართობი | 5385.53 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 432 990 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 35 | ||
საფოსტო ინდექსი | 6200–6224 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.negor.gov.ph/ | ||
| |||
აღმოსავლეთი ნეგროსი (ტაგ: Silangang Negros; სებ: Sidlakang Negros) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ცენტრალური ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია დუმაგეტე. პროვინცია ნეგროსის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავს და დასავლეთ ნეგროსის პროვინციას ესაზღვრება. პროვინციის შემადგენლობაში შედის აპოს კუნძულიც რომელიც პოპულარულია ადგილობრივ და უცხოელ მყვინთავებს შორის.
აღმოსავლეთ ნეგროსის აღმოსავლეთით, ტანიონის სრუტის გაღმა სებუ მდებარეობს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — სიქიხორი (რომელიც წარსულში პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა). პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა სებუანურ ენაზე საუბრობს და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. დუმაგეტეში პროვინციული მთავრობის რეზიდენცია მდებარეობს და პროვინციის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით. 2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 1 354 995ადამიანს შეადგენს.[2] ამ მაჩვენებლით იგი ცენტრალური ვისაიასის რეგიონში მეორე ადგილზეა სებუს შემდეგ, მეხუთეზე — ვისაიასის მასშტაბით და მე-19-ზე — ფილიპინების მასშტაბით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ნეგროსი ცნობილი იყო როგორც ბუგლასი, რაც ჰილიგაინონზე „ჭრას“ ნიშნავს.[3] 1565 წელს ესპანელების ჩასვლის შემდეგ ადგილობრივების მუქი შეფერილობის კანის გამო კოლონიზატორებმა კუნძულს „ნეგროსი“ უწოდეს. ნეგროსი მეორე უდიდესი კუნძულია ვისაიასის კუნძულებს შორის, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მე-4 ადგილზეა. წარსულში იგი უფრო დიდი ხმელეთის ნაწილი უნდა ყოფილი, მაგრამ გამყინვარების პერიოდის დროს წყლის დონის მატების შემდეგ ხმელეთის დიდ ნაწილს მოშორდა.[3] კუნძულის ადრეულ მოსახლეებს შორის იყვნენ ნეგრიტოსები და ავსტრონეზიელები, შემდეგ კი ჩინელები (ძირითადად ვაჭრები).[4]
1743 წელს პროვინციის დედაქალაქად ილოგი გამოცხადდა. შემდეგში დედაქალაქი ჰიმამაილანში გადაიტანეს. 1849 წელს პროვინციის დედაქალაქი ბაკოლოდი გახდა. მინდანაოსთან სიახლოვის გამო ნეგროსის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე ხშირად დათარეშობდნენ მოროელი მეკობრეები, რომლებიც მონების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. სწორედ ამიტომ ქრისტიანულ სოფლებში საგუშაგო კოშკები ააგეს. მოროს ხალხის ლაშქრობებისა და აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციულიდ დედაქალაქიდან სიშორის გამო 1876 წლის ივლისში კუნძული ორ ნაწილად გაყოფის შესახებ პეტიცია შექმნეს.[4] კუნძული დასავლეთ და აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციებად 1890 წელს გაიყო. აღმოსავლეთ ნეგროსის დედაქალაქი დუმაგეტე გახდა. 1892 წელს სიქიხორი აღმოსავლეთ ნეგროსის ნაწილი გახდა, რომელიც მანამდე ბოჰოლის პოლიტიკურ-სამხედრო პროვინციაში შედიოდა.[5]
ორი პროვინცია მცირე ხნით კვლავ გაერTიანდა და ნეგროსის კანტონალური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქიც 1898 წლის 27 ნოემბერს ბაკოლოდი გახდა. რესპუბლიკა აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა 1901 წელს გაუქმდა და ორივე პროვინცია ფილიპინების შემადგენლობაში დაბრუნდა.
1901 წლიდან 1930-იან წლებამდე დასავლეთი და აღმოსავლეთი ნეგროსი აშშ-ის მთავრობის, შემდეგ კი ფილიპინების თანამეგობრობის მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. ფილიპინებიდან შაქარი აშშ-ს ბაზარზე გადიოდა, რის გამოც ნეგროსის ეკონომიკა იზრდებოდა. 1950-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე ნეგროსში სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობა ძირითადად შაქრის მრეწველობაზე იყო დამოკიდებული.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთი ნეგროსი კუნძულ ნეგროსის სამხრეთ აღმოსავლეთ ნახევარს მოიცავს და დასავლეთ ნეგროსს ესაზღვრება, რომელიც კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნახევარს მოიცავს. პროვინციის ფართობი 5 385.53 კმ²-ია. დასავლეთ და აღმოსავლეთ ნეგროსს მთიანეთი გამოჰყოფს. პროვინციის აღმოსავლეთით, ტანიონის სრუტის გადაღმა სებუს პროვინცია მდებარეობს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — სიქიხორი. კუნძულის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით სულუს ზღვა მდებარეობს. ნეგროსი ვულკანური წარმოშობისაა და მისი ნაიდაგი იდეალურია სოფლის მეურნეობისთვის.
ტოპოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია ძირითადად დაბალი მთებითაა დაფარული. აღმოსავლეთ ნეგროსის სამხრეთ ბოლოში ტალინისის მთა მდებარეობს, რომელსაც „ნეგროსის კონცხსაც“ (Cuernos de Negros) უწოდებენ. პროვინციის ჩრდილოეთ ბოლოში აქტიური ვულკანი კანლაონი მდებარეობს, რომელიც 2 465 მეტრის სიმაღლისაა და ვისაიასის უმაღლესი მწვერვალია. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაბლობები და პლატოებია, მათ შორის ტაბლასის პლატოც.[6]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთი ნეგროსი 19 მუნიციპალიტეტად და 6 ქალაქად იყოფა. პროვინცია 557 ბარანგაის მოიცავს. დუმაგეტეში პროვინციული მთავრობის რეზიდენცია მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროვინციის ყველა შემადგენელ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს შორის ყველაზე მცირე ფართობი უკავია, დუმაგეტე პროვინციის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის მიხედვით.
საკანონმდებლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით ქალაქები და მუნიციპალიტეტები სამ საკანონმდებლო რაიონად იყოფა. ყოველი რაიონი ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში თითო წარმომადგენელს ირჩევს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აღმოსავლეთი ნეგროსი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Official Website of the Provincial Government of Negros Oriental
- Local Governance Performance Management System
- Official Website of the Buglasan Festival დაარქივებული 2020-09-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Census of Population (2015). Highlights of the Philippine Population 2015 Census of Population. PSA. Retrieved 20 June 2016.
- ↑ 3.0 3.1 Files Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2005. ციტირების თარიღი: 22 July 2016.
- ↑ 4.0 4.1 WOW Philippines - Negros Oriental history დაარქივებული August 19, 2004, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Republic of Negros. ციტირების თარიღი: 22 July 2016.
- ↑ Negros Oriental Provincial Agricultural Profile (PDF) (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 23 April 2016.
|