შინაარსზე გადასვლა

აღა-მაჰმად-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღა მუჰამედ შაჰ ყაჯარი
ყაჯართა ირანის 1–ლი შაჰი
კორონაცია: 1796
მმართ. დასაწყისი: 21 ივნისი,1794
მმართ. დასასრული: 1797 (3 წელი)
წინამორბედი: ლუთფ ალი-ხანი
მუჰამედ II სეფევი
მემკვიდრე: ფათალი-შაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 ოქტომბერი, 1742
დაბ. ადგილი: ასტარაბადი
გარდ. თარიღი: 26 ოქტომბერი, 1797 (55 წლის)
გარდ. ადგილი: ყარაბაღი, ირანი, შუშა
დაკრძ. ადგილი: ენ-ნეჯაფი, ირანი
სრული სახელი: აღა მუჰამედ შაჰ იბნ მუჰამედ ჰასან ხან ყაჯარი
დინასტია: ყაჯარები
მამა: მუჰამედ ჰასან ხან ყაჯარი
დედა: ჯეირან ხანუმი
რელიგია: ისლამი, შიიზმი

აღა-მაჰმად-ხანი (აზერ. Ağa Məhəmməd-xan Qacar, სპარს. آقا محمد خان قاجار Âqâ Mohammad xân Qâjâr; დ. 1742 — გ. 1797, შუშა) — ირანის გამგებელი 1794 წლიდან, შაჰი 1796 წლიდან. ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი. აღა-მოჰამედ-ხანი მცირეწლოვანი იყო, როდესაც ტყვედ ჩაიგდო და დაასაჭურისა მამამისის — ყაჯართა ტომის მედირ-შაჰის ძემ ადილ-შაჰ ავშარმა. მამამისის დამარცხების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი შირაზში, ზენდების სამეფო კარზე წაიყვანეს. 1779 წელს ქერიმ-ხან ზენდის გარდაცვალების შემდეგ შირაზიდან ასთარაბადს გაიქცა და სათავეში ჩაუდგა ყაჯარ ტომთა ბრძოლას სახელმწიფო ხელისუფლებისათვის. მალე დაიკავა ირანის ჩრდილოეთ და ცენტრალური ნაწილი, 1794 წელს კი ბოლო მოუღო ზენდების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს და ირანის ფაქტობრივი მბრძანებელი გახდა. იყო მკაცრი და ულმობელი მმართველი.

ირანის სატახტო ქალაქი აღა-მაჰმად-ხანმა თეირანში გადაიტანა. 1795 წელს მან გაილაშქრა აზერბაიჯანსა და საქართველოზე, დაარბია თბილისი (კრწანისის ბრძოლა, 1795), ხოლო საქართველოდან დაბრუნებისა და ირანის შაჰინ-შაჰის ტიტულის მიღების შემდეგ (1796) დაიპყრო ხორასანი.

1797 წელს ამიერკავკასიაში მეორედ ლაშქრობისას აღა-მაჰმად-ხანი შუშაში მოკლეს მისმა მსახურებმა.