აფსიდა
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3f/Yarspas.jpg/220px-Yarspas.jpg)
აფსიდა, აბსიდი (ძვ. ბერძნ. ἁψίς, ἁψῖδος — თაღი, კამარა) — შენობის ნაწილი, გეგმით წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის მოცულობა, რომელიც გადახურულია ნახევარგუმბათით. პირველად გამოიყენეს ძვ. რომის ბაზილიკაში. ქრისტიანულ ტაძრებში აფსიდა ჩვეულებრივ აღმოსავლეთკენაა მიმართული და შიგ მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 28.
აფსიდა ვიქსიკონში |