აუდიო მასტერინგი
მასტერინგი, აუდიოჩანაწერის პოსტ-წარმოების ფორმა — ხმის საბოლოო მიქსის მომზადებისა და მონაცემთა შემნახველ მოწყობილობაზე მისი გადატანის პროცესი. უკანასკნელი წყაროდან შემდგომში ხდება ყველა ასლის შექმნა. უკანასკნელ პერიოდში მსგავსი მატარებლების ფორმატების არჩევანი სხვადასხვა ანალოგური ძირითადი ჩანაწერის საშუალებით გაიზარდა. მაგალითია აუდიოფირები, რომლებიც კვლავ გამოიყენება მათ მიერ, ვინც ანალოგური მასტერინგის გზას ირჩევს.
მასტერინგი მოითხოვს ჩანაწერის ყურადღებით და კრიტიკულად მოსმენას. ამიტომ, მისი მომზადებისას სტუდიაში იმყოფება მასტერინგის ინჟინერი. ამ უკანასკნელი ეტაპის გავლაში ასეთ ტექნიკურ პერსონალს ეხმარება პროგრამული უზრუნველყოფა, მაგრამ შედეგი დამოკიდებულია მოსასმენი მონიტორების მიერ გადმოცემული შედეგების სიზუსტეზე. გარდა ამისა, ყველა სამომხმარებლო მუსიკალურ სისტემაზე ხმის გადმოცემის თანაბარი ხარისხის მისაღებად, მუსიკალური მასტერინგის ინჟინერის მიერ ჩანაწერზე გათანაბრებისა და დინამიკური გაუმჯობესების პროცესი ხორციელდება.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-24. ციტირების თარიღი: 2012-01-28.