არქიდიაკონი
იერსახე
არქიდიაკონი, მთავარდიაკონი — საკათედრო ეკლესიის პირველი დიაკვანი, V საუკუნიდან რომის კათოლიკურ ეკლესიაში არქიდიაკონი ითვლებოდა ეპისკოპოსის თანაშემწედ, რომელსაც ევალებოდა საეკლესიო მამულებისა და ეპარქიის სამღვდელოების ზედამხედველობა და ეპარქიაში საეკლესიო სასამართლო საქმეების განმგებლობა. XI-XII საუკუნეებში არქიდიაკონის უფლებები გაიზარდა, მიიღო ეპისკოპოსის ზოგიერთი უფლება და ითვლებოდა მაღალ საეკლესიო ხელისუფლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 340 - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2009.
|