არტიკლი
არტიკლი (ლათ. articulus — ნაწევარი) — მეტყველების ნაწილი და წარმოადგენს დამხმარე სიტყვას, სიტყვა-ნაწევარს. არტიკლი ყოველთვის თან ახლავს არსებით სახელს და ანიჭებს მას განსაზღვრულობის ან განუსაზღვრელობის კატეგორიას. მაშასადამე არსებობს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლი. არტიკლი ხშირად აღნიშნავს აგრეთვე თანმხლები სიტყვის გრამატიკულ სქესს, რიცხვსა და ბრუნვას.
არტიკლის ადგილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტიკლი შეიძლება არსებით სახელის წინ, ან უკან იდგეს. იმისდა მიხედვით, თუ სად დგას სიტყვა-ნაწევარი არსებითი სახელის თავში, თუ ბოლოში, განასხვავებენ ე.წ. წინამდებარე და უკუმდებარე არტიკლს. წინამდებარე არტიკლს პრეპოზიციურ არტიკლსაც უწოდებენ, ხოლო უკუმდებარე არტიკლს პოსტპოზიციური არტიკლი ჰქვია.
პრეპოზიციური არტიკლი არსებით სახელთან ერთად ხშირად ერთგვარ ჩარჩოს ჰქნის და შუაში მოითავსებს ზედსართავ სახელს, განსაზღვრებას, ან გარემოებას.
არტიკლი დასტურდება გერმანიკულ, რომანულ, სემიტურ ენებში.
სლავურ ენათაგან არტიკლი გააჩნია მხოლოდ ბულგარულ ენას. არტიკლი ბულგარულში პოსტპოზიციურია.
პოსტპოზიციური არტიკლი გააჩნია რომანულ ენათაგან მხოლოდ ერთადერთ ენას, - რუმინულს. სხვა ყველა დანარჩენ რომანულ ენებში არტიკლი პრეპოზიციურია.
უკუმდებარე არტიკლი აგრეთვე გააჩნია სომხურს, რომელიც ასევე ინდოვროპული ენაა.
არტიკლი ქართულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტიკლს თანამედროვე ქართული ენა არ იცნობს, თუმცა მისი კვალი შეიმჩნევა ძველ ქართულში:
მაგ.;
„ნათელი ი გ ი ბნელსა შინა დგას და ბნელი ი გ ი მას ვერ ეწია.“
თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებულ (საგაზეთო, თუ სხვ.) თარგმანებში შეიმჩნევა არტიკლის სემანტიკის მქონე სიტყვათა მომძლავრება და მათზე არტიკლის ფუნქციის დაკისრების მცდელობა. ამ სიტყვათა მოჭარბებული გამოყენება სავარაუდოდ არტიკლის მქონე ენათა მატარებელი პირებისაგან მომდინარეობს ინტერფერენციული გზით. ეს სიტყვებია; (ერთი) ვინმე, ვინმეები; (ერთი) ვიღაც, ვიღაცები; (ერთი) რამე, რამეები; (ერთი) რაღაც(ა), რაღაცები; ერთი „–“.
არტიკლი ინგლისურში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინგლისურ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.
ესენია;
- 1. განსაზღვრული არტიკლი (definite article) - the.
- 2. განუსაზღვრელი არტიკლი (indefinite article) - a/an.
- გააჩნია მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
- აქვს ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი.
განსაზღვრული არტიკლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განსაზღვრულ არტიკლს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვისათვის მხოლოდ ერთი ფორმა, - the აქვს:
მაგ.;
the boy, the boys, the day, the days, the girl, the girls.
განუსაზღვრელი არტიკლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განუსაზღვრელი არტიკლი a იმ სიტყვების წინ დაისმის, რომლების თანხმოვანზე იწყება, ხოლო an გამოიყენება მაშინ, თუ სიტყვა რომელიმე ხმოვანზე იწყება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იოტირებული ხმოვნები, ან იოტირებით წაკითხვადი ხმოვნები·
მაგ.;
- a man, a hat, a university, a European, a one-way street.
! ფორმა an გამოიყენება იმ სიტყვების წინ, რომლებიც იწყება;
- 1. ხმოვანზე (a, e, i, o, u), ან ყრუ თანხმოვან h-ზე .
მაგ.;
- an apple, an island, an uncle, an egg, an onion, an hour.
- 2. ხმოვან ბგერაზე, მაგ.; აბრევირებული სიტყვების წინ.
მაგ.;
- an L-plate, an MP, an SOS, an „x“
განუსაზღვრელი არტიკლი ყველა სქესის სიტყვათათვის ერთი და იგივე არის;
მაგ.;
- a man, a woman, an actor, an actress, a table.
არტიკლი გერმანულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანული არტიკლი (der Artikel, არსებობს აგრეთვე „არტიკლის“ გერმანული ადეკვატი, – das Geschlechtswort, რაც ზედმიწევნით თარგმანში სქესის (გამომხატველი) სიტყვაა.)
ფორმაცვალებადობის მხრივ ერთ-ერთი მეტად მდიდარია, მაგრამ მისი გამოყენების შესწავლა ერთ-ერთ ურთულესად მიიჩნევა, განსაკუთრებით კი იმ ენების მატარებელთათვის, რომელთაც მშობლიურ ენაში არტიკლის კატეგორია საერთოდ არ მოეპოვებათ.
- გერმანულ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.
ესენია;
- 1. განსაზღვრული არტიკლი (der bestimmte Artikel),
- 2. განუსაზღვრელი არტიკლი (der unbestimmte Artikel),
- გერმანულ არტიკლს სამი სქესი აქვს - მდედრობითი, მამრობითი და საშუალო.
- აქვს ორი რიცხვი – მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
- გერმანული განსაზღვრელი და განუსაზღვრელი არტიკლი იბრუნვის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის, სამივე სქესში. გამონაკლისს წარმოადგენს განუსაზღვრელი არტიკლი (მამრ. სქ. ein; მდედრ. სქ. eine; საშ. სქ. ein), რომელსაც მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია, რადგან იგი სიტყვა „ერთი“-საგან არის ნაწარმოები.
განსაზღვრული არტიკლის (der, die, das) ფორმები, მხოლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამრობითი სქესისათვის - der
- მდედრობითი სქესისათვის - die
- საშუალო სქესისათვის - das
განუსაზღვრელი არტიკლის (ein, eine, ein) ფორმები, მხოლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამრობითი სქესისათვის - ein
- მდედრობითი სქესისათვის - eine
- საშუალო სქესისათვის - ein
მრავლობითი რიცხვის არტიკლი - die
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავლობითი რიცხვისათვის გერმანულ ენაში მხოლოდ ერთი ფორმა - die არსებობს. მიუხედავად იმისა, რომელი გრამატიკული სქესი ჰქონდა მხოლობით რიცხვში არსებით სახელს მრავლობით რიცხვში გადაყვანისას ის ყოველთვის ფორმა die-ს დაირთავს.
! ზემოხსენებული არტიკლები მოცემულია სახელობითი ბრუნვაში.
არტიკლის ბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუნვა | კითხვები | მამრობითი სქესი განსაზღვრ. და განუსაზღვრ. |
მდედრობითი სქესი განსაზღვრ. და განუსაზღვრ. |
საშუალო სქესი განსაზღვრ. და განუსაზღვრ. |
მრავლობითი რიცხვი განსაზღვრ. და განუსაზღვრ. |
---|---|---|---|---|---|
სახელობითი | wer? was? | der, ein | die, eine | das, ein | die, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს |
ნათესაობითი | wessen? | des, eines | der, einer | des, eines | der, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს |
მიცემითი | wem? | dem, einem | der, einer | dem, einem | den, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს |
ბრალდებითი | wen? was? | den, einen | die, eine | das, ein | die, განუსაზღვრ. არტ. არ არსებობს |
არტიკლი ფრანგულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანგულ ენაში განასხვავებენ სამი სახის არტიკლს.
ესენია;
- 1. განსაზღვრული არტიკლი (l'article défini),
- 2. განუსაზღვრელი არტიკლი (l'article indéfini),
- 3. ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი (l'article partitif).
- ფრანგულ არტიკლს ორი სქესი აქვს - მდედრობითი და მამრობითი.
- აქვს ორი რიცხვი – მხოლოობითი და მრავლობითი.
განსაზღვრული არტიკლის (le/l', la, les) ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
- le prince - პრინცი, უფლისწული.
- l'enfant - ბავშვი.
- le héros - გმირი.
- l'homme - ადამიანი, კაცი.
- მამრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
- les princes - პრინცები, უფლისწულები.
- les enfants - ბავშვები.
- les héros - გმირები.
- les hommes - ადამიანები, კაცები.
- მდედრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
- la serviette - ხელსახოცი, პორტფელი, საქაღალდე.
- l' orange - ფორთოხალი.
- la hauteur - სიმაღლე.
- l' heure - საათი, დრო.
- მდედრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
- les serviettes - ხელსახოცები, პორტფელები, საქაღალდეები.
- les oranges - ფორთოხლები.
- les hauteurs - სიმაღლეები.
- les heures - საათები, დროები.
განუსაზღვრელი არტიკლის (un, une) ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განუსაზღვრელ არტიკლს ფრანგულ ენაში მხოლოდ ერთი მრავლობითი ფორმა აქვს.
- მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
- un client - კლიენტი, მუშტარი.
- მდედრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი.
- une élève - მოსწავლე (გოგონა).
- მამრობითი სქესი და მდედრობითი სქესი, მრავლობითი რიცხვი.
- des problèmes - პრობლემები.
ნაწილობითი არტიკლის ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტიკლი ესპანურში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანურ ენაში განასხვავებენ ორი სახის არტიკლს.
ესენია;
- 1. განსაზღვრული არტიკლი.
- 2. განუსაზღვრელი არტიკლი.
- გააჩნია მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
- აქვს ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი სქესი.
განსაზღვრული არტიკლის (el, la, los, las) ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მხოლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის el.
- el medico – ექიმი.
- el tren – მატარებელი.
მამრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მრავლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის los.
- los medicos – ექიმები.
- los trenes – მატარებლები.
განსაზღვრული არტიკლის შერწყმა წინდებულებთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წინდებულ a-სთან შეიცვლის ფორმას და ხდება a + el = al.
- წინდებულ de-სთან შეიცვლის ფორმას და ხდება de + el = del.
მაგ.;
- Hoy voy al mercado. დღეს ბაზარში მივდივარ.
- No encuentro la llave del coche. ავტომანქანის გასაღებს ვერ ვპოულობ.
მდედრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მხოლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის la.
- la familia – ოჯახი.
- la noche – ღამე.
მდედრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მრავლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის las.
- las familias – ოჯახები.
- las noches – ღამეები.
განუსაზღვრელი არტიკლის (un, una, unos, unas) ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა ენათაგან განსხვავებით ესპანურს განუსაზღვრელი არტიკლი მრავლობითი რიცხვისთვისაც გააჩნია ( - მიუხედავად იმისა, რომ განუსაზღვრელი არტიკლი ესპანურშიც სიტყვა ერთისაგანაა ნაწარმოები), თანაც ამ ენაში არსებული ორივე სქესისათვის.
მამრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მხოლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის un.
- un medico – ექიმი.
- un tren – ღამე.
მამრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მრავლობით რიცხვში, მამრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის unos.
- unos medicos – ექიმები.
- unos trenes – მატარებლები.
მდედრ. სქ.. მხოლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მხოლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის una.
- una familia – ოჯახი.
- una noche – ღამე.
მდედრ. სქ.. მრავლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მრავლობით რიცხვში, მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის unas.
- unas familias – ოჯახები.
- unas noches – ღამეები.
უარსებითოდ დასმული არტიკლის შემთხვევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არტიკლ un-ს შეცვლის uno, თუკი არსებითი სახელი წინა წინადადებაში გამოიყენეს.
მაგ.;
- ¿Tienes un perro? გყავს ძაღლი?
- -Si, tiengo uno. კი. (ერთი) მყავს.
არტიკლი იტალიურში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იტალიურ ენაში არტიკლი სიტყვის წინ დგას და აჩვენებს მოცემული სიტყვის სქესსა და რიცხვს. განასხვავებენ ორი სახის არტიკლს; ესენია;
- 1. განსაზღვრული არტიკლი (L'articolo determinativo)
- 2. განუსაზღვრელი არტიკლი (L'articolo indeterminativo).
- 3. ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი (L'articolo partitivo).
განსაზღვრული არტიკლი (il, lo, la...)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიურ ენაში განსაზღვრულ არტიკლს აქვს სხვადასხვა ფორმები. იტალიური განსაზღვრული არტიკლის ფორმაცვალებადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ასოებზე იწყება მოცემული არტიკლის შემდეგ მდებარე სიტყვა.
მამრობითი სქესის მხოლობითი რიცხვი |
მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვი |
შენიშვნა |
---|---|---|
il libro |
i libri |
თანხმოვნების წინ მამრ. სქესის მხ. რიცხვში გამოიყენება il, ხოლო მამრ. სქესის მრავლ რიცხვში კი i გამოიყენება. |
lo -zero -specchio -psichiatra -yacht -xilofono |
gli -zeri -specchi -psichiatri -xilofono -yacht |
z, ან s + თანხმოვანი გვაქვს, ანდა gn, ps, x და y, მაშინ პირიქით მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში lo, ხოლო მამრ. სქესის მრავლ. რიცხვში კი gli გამოიყენება.
|
i' albergo |
gli alberghi |
ხმოვნების წინ მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში იწერება l' , ხოლო gli-ს დავწერთ მამრ. სქესის მრავლ. რიცხვში |
მდედრობითი სქესის მხოლობითი რიცხვი |
მდედრობითი სქესის მრავლობითი რიცხვი |
შენიშვნა |
---|---|---|
la studentessa |
le studentesse |
მხოლობით რიცხვში მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი არის la. |
l' amica |
le amiche |
თუ მხოლობით რიცხვში მდგარი მდედრ. სქესის სიტყვა ხმოვნით იწყება, მაშინ ეს არტიკლი შეიკვეცება და დაიწერება l'.
მრავლობითი რიცხვში, იმისდა მიუხედავად, სიტყვის დასაწყისში თანხმოვანთან გვაქვს საქმე თუ ხმოვანთან დაიწერება არტიკლი le-ფორმა.
|
განუსაზღვრელი არტიკლი (uno, un, una, un' )
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განუსაზღვრელი არტიკლი განსაზღვრულის მსგავსად დგას არსებითი სახელი წინ და მითითებს მოცემული არსებითი სახელის გრამატიკულ რიცხვსა და სქესზე. განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ რამეს პირველად ახსენებენ საუბარში. განუსაზღვრელი არტიკლის ფორმა დამოკიდებულია მომდევნო სიტყვის დამწყებ ასო-ნიშანზე.
მამრობითი სქესის მხოლობითი რიცხვი |
მდედრობითი სქესის მრავლ. რიცხვი |
შენიშვნა |
---|---|---|
un libro |
una studentessa |
თანხმოვნების წინ მამრ. სქესისთვის გამოიყენება არტიკლი un, ხოლო მდედრობითისთვის კი una გამოიყენება. |
un albergo |
un' amica |
ხმოვნების წინ მხოლოდ მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი დაირთავს აპოსტროფს. |
uno specchio uno zaino uno yogurt |
z, ან s + თანხმოვანი გვაქვს, ანდა gn, ps, x და y, მაშინ მამრ. სქესის მხოლ. რიცხვში განუზღვრელი არტიკლის ფორმად uno გამოიყენება . |
ნაწილობითი (პარტიტიული) არტიკლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტიკლი ბულგარულში (-ът/-а, -та, -то, -те)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ბულგარული ენის ჩამოყალიბება ძველი საეკლესიო სლავურის გავლენისგან გათავისუფლების ხარჯზე მოხდა XIX საუკუნის მიწურულს. დროთა განმავლობაში ბულგარულმა ენამ დაკარგა არსებითი სახელის ბრუნება და მის ნაცვლად დამკვიდრდა განსაზღვრული არტიკლი, რომელსაც პოსტპოზიციურ არტიკლსაც უწოდებენ.
მრავალ სხვა ენათაგან გასხვავებით არტიკლი ბულგარულ ენაში სიტყვას ბოლოში მოუდის და სიტყვაფორმის უშუალო ნაწილი ხდება, ანუ ბულგარული არტიკლი არ დგას არსებითისაგან გამოცალკევებით. არტიკლის ფორმაცვალებადობა დამოკიდებულია სიტყვის გრამატიკულ სქესზე. გარდა ამისა, მამრობითი სქესის არსებით სახელებს გააჩნიათ ე.წ. გრძელი და მოკლე ფორმები.
ბულგარული არტიკლისთვის დამახასიათებელია:
- * პოსტპოზიციურობა (ბოლოსართაულობა)
- * განსაზღვრულობა
- * დიფერენცირებულობა სქესში
- * დიფერენცირებულობა რიცხვში
- * მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სქესი არ გააჩნია.
მხოლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტიკლის ფორმები (-ът/-а, -та, -то) სამივე სქესისათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სამივე სქესისათვის ფაქტობრივად ერთი ფორმა გააჩნია. თუმცა არსებობს (უფრო იშვიათად) ასევე ფორმა -тa-ც, რომელიც მდედრობითი სქესის არტიკლს ჰგავს და სხვა ფუნქცია (კერძოდ სახელის მრავლობითში განსაზღვრის ფუნქცია) აკისრია.
სქესი | არსებითი სახელი უარტიკლოდ განუსაზღვრელი ფუნქციით |
ქართულად | არსებითი სახელი განსაზღვრულ არტიკლთან ერთად |
ქართულად |
---|---|---|---|---|
მამრობითი | багаж | ბარგი | багажът | ბარგი |
მდედრობითი | кола | ავტომანქანა | колата | ავტომანქანა |
საშუალო | колело | ველოსიპედი | колелото | ველოსიპედი |
მრავლობითი რიცხვის არტიკლი (-те, ან -тa) სამივე სქესისათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავლობით რიცხვში ბულგარულ ენას სამივე სქესისათვის ერთი ფაქტობრივად ერთი ფორმა გააჩნია. ფორმა -те-ს ნაცვლად არსებითი სახელი დაირთავს მრავლობით რიცხვში -тa-ს
სქესი | არსებითი სახელი უარტიკლოდ განუსაზღვრელი ფუნქციით |
ქართულად | არსებითი სახელი განსაზღვრულ არტიკლთან ერთად |
ქართულად |
---|---|---|---|---|
მამრობითი | багажи | ბარგები | багажите | ბარგი |
მდედრობითი | цени | ფასები | цените | ფასები |
საშუალო | колела | ველოსიპედები | колелата | ველოსიპედები |
- * ბულგარულ ენაში არსებითი სახელისთვის არტიკლის არდართვა მიანიშნებს იმას, რომ ეს სახელი განუსაზღვრელი კატეგორიისა არის.
არტიკლი არაბულში (...ال)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბული ენა იცნობს ال არტიკლს, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული (დეტერმინირებული) არსებითი სახელების წინ დაისმის და წარმოითქმის, როგორც [ალ]. არტიკლი „ალ“ სხვადასხვა არაბულენოვან ქვეყნებში, ან არაბული ენის დიალექტებში ხშირად ჟღერს და ისმის როგორც [ელ], ან [ილ].
არაბული არტიკლი არ იცვლის ფორმას რიცხვსა და ბრუნვაში. გარდა ამისა, „ალ“ არტიკლი ჰკარგავს ბგერა ა-ს და იგი არ ისმის, თუ მის წინ ხმოვანია.
განსაზღვრული და განუსაზღვრელი არსებითი სახელები სალიტერატურო ენაში დამატებით სხვადასხვაგვარ სუფიქსებს დაირთავენ, რომელთა წაკითხვა არაბული ენის ჯერ კიდევ გაუწაფავი მცოდნისთვის მხოლოდ სრული გახმოვანების პირობებშია შესაძლებელი.
მაგ.;
- القمر [ ალ-ყამარ-უ ] მთვარე,
- قمر [ ყამარ-უნ ] მთვარე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე. პირველი ტომი.