შინაარსზე გადასვლა

არმაგედონი (1998 წლის ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„არმაგედონი“
ინგლ. Armageddon
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი მაიკლ ბეი
პროდიუსერი

ჯერი ბრუკჰაიმერი
გალე ან ჰუნდი

მაიკლ ბეი
როლებში
კომპოზიტორი ტრევორ რაბინი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures Distribution
გამოსვლის თარიღი
  • 1 ივლისი, 1998 (1998-07-01)
ხანგრძლივობა 151 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 140 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 553.7 მილიონი აშშ დოლარი

არმაგედონი (ინგლ. Armageddon) — 1998 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია მაიკლ ბეი, პროდიუსერები არიან მაიკლ ბეი და ჯერი ბრუკჰეიმერი და გამოვიდა Touchstone Pictures-ის მხარდაჭერით. ფილმი მოგვითხრობს ჯგუფის შესახებ, რომელიც ნასამ გაგზავნა დედამიწის მიმართულებით მოძრავი გიგანტური ასტეროიდის შესაჩერებლად. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ბრიუს უილისი, ბენ აფლეკი, ბილი ბობ ტორნტონი, ლივ ტაილერი, ოუენ უილსონი, უილ პატონი, პიტერ სტორმარე, უილიამ ფიხტნერი, მაიკლ კლარკ დანკანი, კიტ დევიდ და სტივ ბუსემი.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა გამოსვლისას კრიტიკოსებისგან უარყოფითი შეფასება მიიღო, მან მაინც მოახერხა დიდი თანხის გამომუშავება, რითაც ის 1998 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. ასტრონომებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფილმი ღრმა გავლენა მეცნიერულად უფრო ზუსტი იყო ვიდრე არმაგედონი. [1] [2]

  • ბრიუს უილისი - ჰარი სტამპერი
  • ბილი ბობ თორნტონი - დან ტრუმენი
  • ბენ აფლეკი - ა.ჯ. ფროსტი
  • ლივ ტაილერი - გრეის სტამპერი
  • ვილ პათონი - ჩიკი
  • სტივ ბუშემი - როქჰაუნდი
  • უილიამ ფიხტნერი - პოლკოვნიკი უილ შარპი
  • ოუენ უილსონი - ოსკარ ჩოისი
  • მაიკლ კლარკ დუნკანი - ბეარი
  • პიტერ სტორმარე - ლევ ანდროპოვი
  • კენ კამბელი - მაქსი
  • ჯესიკა სტენი - თანაპილოტი ჯენიფერ უოტსი
  • ჯიმ ფიცპატრიკი - ტრევორ ტავისი
  • ქეით დავიდი - გენერალი კიმსი
  • კრის ელიასი - ფრენის დირექტორი კლარკი
  • ჯეისონ ისააკსი - რონალდ ქუინსი
  • გრეისონ მაკკოუჩი - გრუბერი
  • კლარკ ბროლი - ნუნანი
  • მარშალ ტეიგი - პოლკოვნიკი დეივისი
  • ანტონი გაიდერა - თანაპილოტი ტუკერი
  • გრეგ კოლინსი - ჰასლი
  • ჯონ მაჰონი - კარლი
  • გრეის ზაბირისკიე - დოტი
რეჟისორი მაიკლ ბეი და პროდიუსერი ჯერი ბრუკჰაიმერი ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზაზე, 1998 წლის გაზაფხული

1998 წლის მაისში Walt Disney Studios- ის თავმჯდომარემ ჯო როტმა 3 მილიონი დოლარით გაზარდა ფილმის ბიუჯეტი, რომელიც მეტწილად სპეციალურ ეფექტებზე დაიხარჯა. [3]

ღრმა გავლენის მწერლის, ბრიუს ჯოელ რუბინის თქმით, დისნეის პრეზიდენტმა ყურადღება გაამხვილა იმაზე, რაც მწერალმა სცენარის შესახებ ლანჩისას უამბო და სწორედ ასე დაიწყო არმაგედონზე მუშაობა დისნეიში. [4]

ფილმის სცენარზე ცხრა მწერალი მუშაობდა, რომელთაგან ხუთი უკვე ტიტულოვანი იყო. რობერტ როი პულის, ჯონათან ჰენსლიის, ტონი გილროის, შეინ სალერნოს და ჯეი ჯეი აბრამსის გარდა, მწერლები იყვნენ პოლ ატანაზიო, ენ ბიდერმანი, სკოტ როზენბერგი და რობერტ ტოუნი. თავდაპირველად, ეს იყო ჰენსლიის სცენარი. მაშინდელმა პროდიუსერმა ჯერი ბრუკჰაიმერმა დაიქირავა მწერლები, რომლებმაც დაარედაქტირეს და დაამუშავეს თავდაპირველი სცენარი.[5]

არმაგედონის პრემიერამდე ფილმის რეკლამა გადიოდა Super Bowl XXXII-ზე, რაც 2.6 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.[6]

არმაგედონი გამოვიდა 1998 წლის 1 ივლისს აშშ-ისა და კანადის 3 127 კინოთეატრში. მან გამოსვლის კვირაში 36 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და ჩარტების ლიდერი გახდა. ამერიკასა და კანადაში ფილმმა, საბოლოო ჯამში, 201.6 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში კი - 352.1 მილიონი აშშ დოლარი, რაც მთლიანად 553.7 მილიონ აშშ დოლარის შეადგენს.[7] არმაგედონი იტო 1998 წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმი მსოფლიოში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი (რიგითი რაიანის გადასარჩენად-ის შემდეგ).

კრიტიკოსთა გამოხმაურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმაგედონმა ძირითადად უარყოფითი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისგან, განსაკუთრებით იწუნებდნენ ფილმის დასასრულს. [8] ვებგვერდ Rotten Tomatoes-ზე, ფილმს აქვს 38%-იანი შეფასება 121 მიმოხილვის საფუძველზე და მისი საშუალო ნიშანი არის 5.2 10-დან. [9] CinemaScore-ზე, სადაც ფილმებს მაყურებელი აფასებს, არმაგედონს აქვს „A-" შეფასება A+-დან F-მდე მასშტაბით. [10]

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმმა მიიღო ოსკარის ოთხი ნომინაცია ოსკარის 71-ე დაჯილდოებაზე, საუკეთესო ხმისთვის ( კევინ ო'კონელი, გრეგ პ. რასელი და კიტ ა. ვესტერი), საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის, საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის (Aerosmith-ის „I Don't Want to Miss a Thing"). [11] ფილმმა მიიღო სატურნის ჯილდოები საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმისთვის (სადაც არმაგედონსა და ბნელ ქალაქს შორის ფრე გათამაშდა). იგი ასევე იყო ნომინირებული ოქროს ჟოლოზე შვიდი ნომინაციით,[12] მათ შორის: ყველაზე ცუდი მსახიობი (ბრიუს უილისი), ყველაზე ცუდი სურათი, ყველაზე ცუდი რეჟისორი, ყველაზე ცუდი სცენარი, ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი (ლივ ტაილერი), ყველაზე ცუდი ეკრანული წყვილი (ტაილერი და ბენ აფლეკი) და ყველაზე ცუდი ორიგინალური სიმღერა, საიდანაც გაიმარჯვა მხოლოდ ერთში და ბრიუს უილისმა მიიღო ყველაზე ცუდი მსახიობის ჯილდო. დაჯილდოვდა მხოლოდ ერთი რაზი: ბრიუს უილისმა მიიღო ყველაზე ცუდი მსახიობის ჯილდო არმაგედონისთვის, გარდა ამისა, მისი მონაწილეობა ფილმებში Mercury Rising და The Siege, ორივე წელს გამოვიდა იმავე წელს, როგორც ეს ფილმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Disaster Movies. ციტირების თარიღი: 2008-03-23.
  2. Hollywood Does the Universe Wrong. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-08-18. ციტირების თარიღი: 2020-12-26.
  3. Lichtenfeld, p. 221.
  4. Tales from the Script: Hollywood Screenwriters Share Their Stories – – Nonfiction Book & Film Project About Screenwriting. Talesfromthescript.com. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  5. Petrikin, Chris (June 8, 1998). 'Armageddon' credits set“. Variety.com.
  6. Lichtenfeld, p. 224.
  7. "Armageddon (1998)". Box Office Mojo. October 11, 1998.
  8. Action Speaks Louder: Violence, Spectacle, and the American Action Movie. Wesleyan University Press. 
  9. Armageddon.
  10. CinemaScore.
  11. The 71st Academy Awards (1999) Nominees and Winners.
  12. 1998 Golden Raspberry Award Nominees and Winners. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 28, 2006. ციტირების თარიღი: April 30, 2006.