აპოლო 13
თემა
„აპოლო 13“ (ინგლ. Apollo 13) — პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი აპოლოს სერიიდან. მთვარისკენ მფრენი კოსმოსური ხომალდებიდან ერთადერთი, რომელსაც სერიოზული ავარია შეემთხვა.
ეკიპაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მეთაური — ჯეიმზ ლოველი (Lovell James Arthur, Jr.), პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც განახორციელა მე-4 გაფრენა.
- განკარგულებათა მოდულის პილოტი — ჯონ ლეონარდ სუიგერტი (Swigert John Leonard, Jr.), პირველი გაფრენა.
- სამთვარეო მოდულის პილოტი — ფრედ უოლეს ჰეიზი (Haise Fred Wallace, Jr.), პირველი გაფრენა.
ფრენის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„აპოლოს“ სერიიდან მისი წინამორბედი ორი ხომალდის, „აპოლო 11-ისა“ და „აპოლო 12-ის“ მსგავსად, „აპოლო 13-ის“ გაფრენის მიზანიც იყო მთვარის ზედაპირზე ხალხის ჩამოსხმა და სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარება, თუმცა მსოფლიო კოსმონავტიკის ისტორიაში ეს ექსპედიცია გახდა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და გმირული.