ანტონიო ბარაგანი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანტონიო ბარაგან ფერნანდესი | ||
დაბადების თარიღი | 12 ივნისი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | პონტედუემე, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 1.82 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვალენსია | ||
ნომერი | 12 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2005 | სევილია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005-2006 | ლივერპული | 0 | (0) |
2006-2009 | დეპორტივო | 26 | (2) |
2009-2011 | ვალიადოლიდი | 40 | (0) |
2011- | ვალენსია | 86 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2007- | ესპანეთის 21 წლ. | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ანტონიო ბარაგან ფერნანდესი (დ. 12 ივნისი, 1987, პონტედეუმე, გალისია) — ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალენსიის“ ესპანელი მცველი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარაგანი „ლივერპულში“ გადავიდა 2005 წელს, 18 წლის ფეხბურთელს მანამდე უკვე ჰქონდა ნათამაშები „სევილიის“ პირველ გუნდში.[1] 2005-06 წლების სეზონში ის იყო კლუბის სარეზერვო ფეხბურთელი. კლუბის რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „ცსკას სოფიას“ წინააღმდეგ მატჩში, სადაც შემოვიდა შეცვლაზე ფერნანდო მორიენტესის ნაცვლად. ის გახდა „ლივერპულის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი.
2006 წლის 4 აგვისტოს ბარაგანმა „დეპორტივოსთან“ გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი. ტრანსფერის ღირებულებამ შეადგინა 1 მილიონი ევრო.[2]
2009 წლის ივნისში ის გადავიდა „ვალიადოლიდში“ სამი წლით.[3]
2011 წლის 30 აგვისტოს „ვალიადოლიდმა“ განაცხადა, რომ ბარაგანი გადავიდოდა „ვალენსიაში“ 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[4]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარაგანი თამაშობდა ესპანეთის ნაკრებში 2006 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე პოლონეთში, სადაც მისი ნაკრები გავიდა პირველ ადგილზე.[5] რამდენიმე თვის შემდეგ, „დეპორტივოში“ კარგი თამაშის შემდეგ თანაგუნდელ ანტონიო პუერტასთან ერთად გამოიძახეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, შემდეგ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში.[6]
საკლუბო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | ინგლისის თასი | ლიგის თასი | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | სხვა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ვალიადოლიდი | 2009–10 | 16 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 16 | 0 |
კლუბი | სეზონი | ლა ლიგა | ესპანეთის თასი | ------ | ევროთასები | სხვა | ჯამში | ||||||
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დეპორტივო | 2007–08 | 10 | 0 | 0 | 0 | - | - | 0 | 0 | 0 | 0 | 10 | 0 |
Total | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
ტუტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთი U19
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Valencia official profile დაარქივებული 2012-09-27 საიტზე Wayback Machine.
- BDFutbol profile
- Futbolme profile (ესპანური)
- ანტონიო ბარაგანი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- Transfermarkt profile
- CiberChe stats and bio დაარქივებული 2012-03-28 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Barragan set for Liverpool move; BBC Sport; 24 June 2005
- ↑ Deportivo sign Liverpool defender; BBC Sport, 4 August 2006
- ↑ "Empiezo un bonito ciclo" ("I start a beautiful cycle"); Valladolid's official website, 9 June 2009 (ესპანური)
- ↑ Barragán traspasado al Valencia ("Barragán sold to Valencia"); Valladolid's official website, 30 August 2011 (ესპანური)
- ↑ Bueno double gives Spain glory; UEFA.com, 29 July 2006
- ↑ Barragán benefits from Puerta's rise; UEFA.com, 4 October 2006