შინაარსზე გადასვლა

ანტიოქიის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიოქია
ანტიოქიის ტაძარი — საქართველო
ანტიოქიის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°50′28″ ჩ. გ. 44°43′28″ ა. გ. / 41.8413500° ჩ. გ. 44.7246694° ა. გ. / 41.8413500; 44.7246694
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა ქ. მცხეთა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ტაძრის გეგმა

მცხეთის ანტიოქია, წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარიეკლესია დგას მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხეთაში მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან. შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII–VIII სს.), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVII სს.). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთი კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო კოშკი — ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით.

2002 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სტეფანწმინდის ტაძართან ამოქმედდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის დედათა მონასტერი[1].