შინაარსზე გადასვლა

ანა პაუკერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა პაუკერი
რუმ. Ana Pauker
დაბადების თარიღი 13 დეკემბერი, 1893(1893-12-13)[1]
დაბადების ადგილი Vaslui County, რუმინეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 3 ივნისი, 1960(1960-06-03)[2] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბუქარესტი, Romanian People's Republic
მოქალაქეობა Romanian People's Republic
 სსრკ
განათლება International Lenin School
მეუღლე/ები Marcel Pauker
ჯილდოები Grand Cross of the Order of Polonia Restituta

ანა პაუკერი (რუმ. Ana Pauker, დაბადებით ჰანა რაბინსონი (რუმ. Hanna Rabinsohn); დ. 13 თებერვალი 1893, კოდაეშტი, რუმინეთის სამეფო — გ. 14 ივნისი, 1960, ბუქარესტი, რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკა) — რუმინელი პოლიტიკური მოღვაწე, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ფაქტობრივად რუმინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი 1947 წლიდან 1952 წლამდე. ებრაული წარმოშობის რუმინელი რევოლუციონერის მარჩელ პაუკერის ცოლი.

ანა დაიბადა 1893 წლის 13 თებერვალს ღარიბი ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში, რომლის ორი შვილი ექვსიდან გარდაიცვალა ბავშვობაში. მისი უმცროსი ძმა გახდა სიონისტი. მუშაობა დაიწყო 12 წლის ასაკში. 17 წლისა უკვე მუშაობდა მასწავლებლად ბუქარესტის ებრაულ დაწყებით სკოლაში. 1915 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (1918 წლიდან — რუმინეთის სოციალისტური პარტია), რომელი პარტიის რიგებიდან, განხეთქილების შედეგად 1921 წელს ჩამოყალიბდა რუმინეთის კომუნისტური პარტია (თავდაპირველად ეწოდებოდა რუმინეთის სოციალისტურ-კომუნისტური პარტია). მიეკუთვნებოდა სოცპარტიის პრობოლშებვიკურ უმრავლესობას. 1922 წლის ოქტომბერში რუსეთის კომპარტიის მეორე ყრილობაზე აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. ანა და მისი მეუღლე, მარჩელ პაუკერი, გახდნენ პარტიის ლიდერები. ორივე მათგანი პოლიტიკური აქტიურობისათის დააპატიმრეს 1923 და 1924 წლებში და 1926-1927 წლებში იმყოფებოდნენ იძლებით ემიგრაციაში ბერლინში, პარიზსა და ვენაში.

ანა პაუკერი 1928 წელს ჩაირიცხა კომინტერნის მოსკოვის საერთაშორისო ლენინურ სკოლაში. ძალიან მალე გახდა კომინტერნის ინსტრუქტორი საფრანგეთში, შემდეგ კი ბალკანეთის ქვეყნებში. 1935 წელს შევიდა რუმინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოში. 1935 წელს დაბრუნდა რუმინეთში და დააპატიმრეს, გაასამართლეს სხვა წამყვან კომუნისტებთან ერთად და მიუსაჯეს 10 წლით პატიმრობა. 1938 წელს საბჭოთა კავშირში დახვრიტეს.

1941 წლის მაისში გადაასახლეს საბჭოთა კავშირში და გაცვალეს საბჭოთა კავშირიდან გამოგზავნილ მოლდაველ პოლიტიკოსში იონ კოდრიანუში. მოსკოვში იგი გახდა ემიგრაციაში მყოფი რუმინელი კომუნისტების ლიდერი. 1943-1944 წლებში ხელმძღვანელობდა რუმინეთის კომუნისტური პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსა და რადიო „თავისუფალ რუმინეთს“. 1944 წელს, რუმინეთში იონ ანტონესკუს რეჟიმის დასრულების შემდეგ დაბრუნდა რუმინეთში. 1945-1948 წლებში რუმინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსა და სამდივნოს წევრია. 1947 წლიდან 1952 წლამდე კი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

1948 წელს ჟურნალმა ტაიმმა მისი ფოტო ყდაზე განათავსა წარწერით: „ყველაზე გავლენიანი ქალი“. მაგრამ მალევე მისი მოღვაწეობა შიდაპარტიულ კრიტიკას იმსახურებს. დაადანაშაულეს სოციალ-დემოკრატიული ტიპის პოლიტიკის წარმოებაში, მეორე, მან მხარი დასჭირა დუნაი-შავი ზღის არხის მშენებლობას, რაც სტალინის პირადი წინადადება იყო და მესამე — იგი ეწინააღმდეგებოდა შიდაპარტიულ რეპრესიებს სტალინისა და იოსიპ ბროზ ტიტოს კონფლიქტის დროს. 1952 წელს გადააყენეს თანამდებობიდან სიონისტებისა და კოსმოპოლიტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში. 1953 წლის 18 თებერვალს დააპატიმრეს, მაგრამ 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს.

ცხოვრების უკანასკნელ წლებში მუშაობდა ფრანგული და გერმანული ენიდან მთარგმნელად. 1959 წელს საბჭოთა კავშირის პოსტსტალინური მთავრობისაგან მიიღო წერილი, რომელშიც ატყობინებდნენ, რომ მისი ქმარი დახვრიტეს 1938 წლის 16 აგვისტოს.

ანა პაუკერი გარდაიცვალა მკერდის კიბოს დიაგნოზით 1960 წლის 3 ივნისს, ბუქარესტში.

მარჩელ პაუკერთან ქორწინებიდან შეეძინა სამი შვილი: ტანიო (1921-1922), ვლადი (1926-2016) და ტატიანა (1928-2011).

ანა პაუკერს ასევე ჰყავდა მეოთხე შვილი მაშა, რომელიც შეეძინა 1932 წელს ჩეხი კომუნისტის ევგენი ფრიდისაგან. 1940-იანი წლების დასასრულს იშვილა ბავშვი, ალექსანდრე. ვლადი და მაშა XXI საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ საფრანგეთში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://jwa.org/encyclopedia/article/pauker-anna
  2. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.