შინაარსზე გადასვლა

ანა კემპი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა კემპი

კემპი San Diego Comic-Con-ზე, 2014 წელს.
დაბადების სახელი ანა რეიგსდეილ კემპი
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1982 (1982-09-27) (42 წლის)
აიკენი, სამხრეთ კაროლინა, აშშ
განათლება ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2007-დღემდე
მეუღლე(ები) მაიკლ მოსლი (2010-2013)
სკაილერ ესტინი (2016-2019)

ანა რეგსდეილ კემპი (ინგლ. Anna Ragsdale Camp; დ. 27 სექტემბერი, 1982) [1]ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია სარა ნიულინის როლით HBO-ს ვამპირულ დრამაში True Blood (2009, 2013–2014); ობრი პოზენის როლი მოირგო მუსიკალურ კომედიაში იდეალური ხმა (2012–2017).

განმეორებადი როლები ითამაშა შემდეგ სატელევიზიო სერიალებში: Mad Men (2010), კარგი ცოლი (2011–2016), მინდის პროექტი (2012–2013) და ვეგასი (2013). მან ასევე ითამაშა ჯეინ ჰოლანდერი „Amazon Prime“-ის სერიალში განათლებული მეამბოხენი (2016); გამოჩნდა დრამაში მოსამსახურე (2011) და ვუდი ალენის ფილმში მაღალი საზოგადოება (2016).

2012 წელს ნომინირებული იყო Drama Desk Award-ზე.

კემპი დაიბადა აიკენში, სამხრეთ კაროლინაში. დედამისი არის დემოკრატიული პარტიის მოხალისე, ხოლო მამამისი, თომას სიუელ კემპი, ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.[2] მას ჰყავს უფროსი და, სალუდა. 

ანა კემპი გაიზარდა კოლუმბიაში, სამხრეთ კაროლინაში. სწავლობდა Meadowfield-ის დაწყებით სკოლაში; 2004 წელს დაამთავრა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლა სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით, [3] [4] რის შემდეგაც ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. [5]

2008 წლის სექტემბერში დაინიშნა მსახიობზე, მაიკლ მოსლიზე. ისინი 2010 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 2013 წელს განქორწინდნენ. 2013 წელს ურთიერთობა დაიწყო ფილმის, იდეალური ხმის თანავარსკვლავთან, სკაილარ ესტინთან, დაინიშნენ 2016 წელს, ხოლო დაქორწინდნენ ამავე წლის 10 სექტემბერს. ისინი 2019 წელს განქორწინდნენ.

  1. ASTROLOGICAL FORECAST|September 27, 2012. The Chronicle Herald. September 27, 2012; retrieved October 2, 2012.
  2. „Naked Camp Wishes for Potter's Invisible Cloak in 'Equus' Role“. Bloomberg.
  3. Boroff, Philip (September 5, 2008). „Naked Camp Wishes for Potter's Invisible Cloak in `Equus' Role“. Bloomberg. ციტირების თარიღი: August 9, 2010. ციტატა: „"He said, 'We're in it together'", Camp, 25, said.“
  4. Boroff, Philip (January 15, 2007). „Anna Camp Swears She's No Vixen; `Child' Loves Kids: N.Y. Stage“. Bloomberg. ციტირების თარიღი: August 9, 2010.
  5. Weiss, Keely. (December 27, 2008) Equus' actress Anna Camp. Good Prattle. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 31, 2012. ციტირების თარიღი: August 16, 2010