ანანასი
იერსახე
ანანასი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ananas | ||||||||||||
|
ანანასი (Ananas) — ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთა ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს.
ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus).
ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერებას, 0,52 მჟავებს, 0,42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს. ფილიპინის კუნძულებსა და ტაივანზე Ananas sativus-ის ფოთლებისაგან ამზადებენ სართავ ბოჭკოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 427.