ანალციმი
ანალციმი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | სილიკატური მინერალი |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | უფეროა ან თეთრი, ზოგჯერ მომწვანო, მოწითალო ან მონაცრისფრო ელფერით |
კრისტალის სინგონია | კუბური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 5-5.5 |
სიმკვრივე | 2200-2300 კგ/მ³ |
ანალციმი [ძვ. ბერძნ. ἀνάλκιμος — „სუსტი“ (დაერქვა ხახუნისაგან სუსტად დაელექტროების გამო)] — სილიკატური მინერალი. ქიმიური შედგენლობა , ხშირად შეიცავს -ის მინარევს. კარკასული სტრუქტურის წყლიანი ალუმინსილიკატია. აქვს თავისებური, ხვრელებიანი კრისტალური მესერი, ამიტომ ანალციმი ბუნებრივი მოლეკულური საცერია. ანალციმი კრისტალდება კუბურ სინგონიაში. უფეროა ან თეთრი, ზოგჯერ მომწვანო, მოწითალო ან მონაცრისფრო ელფერით. ელვარება მინისებრი აქვს, სიმაგრე მინერალური სკალით 5-5.5. სიმკვრივე — 2200-2300 კგ/მ³. წარმოიქმნება როგორც მაღალ (525°C-მდე), ისე დაბალ ტემპერატურებზე, უმთავრესად ტუტე ქანებზე ჰიდროთერმული ხსნარების მოქმედებით ნეფელინის, ლეი-ციტის, ზოგჯერ პლაგიოკლაზის ხარჯზე. ზოგჯერ ბაზალტებში, როგორც პირველადი მინერალი, იშვიათად — დანალექ ქანებშიც. იყენებენ ტექნიკაში. ქუთაისის მიდამოების ბათურ ნალექებში არის ანალციმის საბადო, რომელიც პირველად გ. ძოწენიძემ აღწერა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 426.