შინაარსზე გადასვლა

ამნე-მაჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამნე-მაჩინი
阿尼玛卿
ཨ་མྱེ་རྨ་ཆེན།
ამნე-მაჩინი, 2008 წლის ივნისი
ამნე-მაჩინი, 2008 წლის ივნისი
კოორდინატები: 34°45′54″ ჩ. გ. 99°27′45″ ა. გ. / 34.76500° ჩ. გ. 99.46250° ა. გ. / 34.76500; 99.46250
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ცინხაი
სიმაღლე 6 282 
შეფარდებითი სიმაღლე 1 960 
ქედი კუნლუნი
პირველი ასვლა 1960
ამნე-მაჩინი — ჩინეთი
ამნე-მაჩინი

ამნე-მაჩინი (ტიბ. ཨ་མྱེས་རྨ་ཆེན།, ჩინ. ტრად. 阿尼瑪卿, გამარტ. 阿尼玛卿) — ამავე სახელწოდების ქედის უმაღლესი მწვერვალი ცინხაის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩინეთში. ტიბეტურ ბუდიზმში მას პატივს სცემენ, როგორც ამდოს მთავარი ძირძველი ღვთაების, მაჩენ პომრას სახლს.

მთლიანად ამნე-მაჩინის ქედი აზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქედის, კუნლუნის მთების აღმოსავლეთ გაგრძელებას წარმოადგენს. ამნე-მაჩინის ქედი აღმოსავლეთ ცინხაის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით არის გადაჭიმული (გოლოგის ტიბეტური ავტონომიური პრეფექტურისა და ჰაინანის ტიბეტური ავტონომიური პრეფექტურის მიმდებარე ტერიტორიები) და განსუს პროვინციის, განანის ტიბეტური ავტონომიური პრეფექტურის სამხრეთ-დასავლეთ კუთხემდე აღწევს.

ქედის არსებობა ყვითელი მდინარის კალაპოტის ერთ-ერთ დიდ მოსახვევს განაპირობებს. მდინარე, თავიდან, რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე მიედინება აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით, ამნე-მაჩინის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მხარის გასწვრივ. ასე, იგი მთლიანად კვეთს გოლოგის პრეფექტურას და აღწევს განსუსა და სიჩუანის საზღვრებს. შემდეგ, მდინარე, თითქმის 180 გრადუსით, უხვევს მარცხნივ, გადის ამნე-მაჩინის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს და მიედინება ჩრდილო-დასავლეთისკენ 200-300 კმ-ის ტოლ მანძილზე, ცინხაის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე პრეფექტურის გავლით.

ამნე-მაჩინის მწვერვალი (ამნე-მაჩინის ქედის უმაღლესი წერტილი) გოლოგის პრეფექტურაში, მაჩენის საგრაფოში მდებარეობს. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე, დაახლოებით, 6 282 -ს შეადგენს. მას ჩინეთის მწვერვალებს შორის სიმაღლით 23-ე ადგილი უკავია.

ამნე-მაჩინის ქედის ნაწილი, მწვერვალთან ახლოს მდებარე ტერიტორია, სანჯიანხუანის („სამი მდინარის სათავე“) ეროვნული ნაკრძალის ნაწილად გამოცხადდა.

მთა ძველი ჩინელებისთვის ცნობილი იყო როგორც „ჯიშის მთა“ (積石山, 积石山, ჯიშინშანი). ჩრდილოეთ ვეის ეპოქის დროინდელი ხანის დინასტიის წყაროები ამტკიცებენ, რომ იგი ლონგსის სარდლობის ნაწილად ითვლებოდა და კუნლუნის მთებიდან 724 კმ-ში, ხოლო ლუოს მდინარიდან კი 2080 კმ-ში მდებარეობდა.

მთის მასივი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა წმინდა მთად და მომლოცველობის ადგილად. პირველი ევროპელი, რომელმაც მთა აღწერა, იყო ბრიტანელი მკვლევარი, ბრიგადის გენერალი ჯორჯ პერეირა, რომელიც 1921–22 წლებში პეკინიდან ლასაში ფეხით მოგზაურობდა. ეს ექსპედიცია დღემდე XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად ითვლება. პერეირამ, რომელმაც ამნე-მაჩინი დაახლოებით 70 მილის (112 კმ) მოშორებით დაინახა, დაწერა, რომ მთა მის გარშემო ყველა მთასა და ქედს ჩრდილავდა და ივარაუდა, რომ მისი სიმაღლე 7 600 უნდა ყოფილიყო, თუმცა შეცდა.

ამნე მაჩინის ზუსტი სიმაღლე (6 282 ) 1980-იანი წლებისთვის დადგინდა.

  • Pereira, Cecil. "Peking to Lhasa (From the Diaries of the Late Brig.-Gen. George Pereira)" The Geographical Journal, Vol. 64, No. 2 (Aug., 1924), pp. 97–117. The elevation estimate is on p. 104.
  • Lamaist Sites of the Amny Machen Region (Golog), in: Andreas Gruschke: The Cultural Monuments of Tibet’s Outer Provinces: Amdo - Volume 1. The Qinghai Part of Amdo. Bangkok, 2001, pp. 73–90.
  • Sir Francis Younghusband and George Pereira, Peking to Lhasa; The Narrative of Journeys in the Chinese Empire Made by the Late Brigadier-General George Pereira (London: Constable and Company, 1925).[1][2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. John Town, Amne Machin: a closer look
  2. Anyemaqen, First Ascent by Japanese, 1981, American Alpine Journal 25, p. 292 (1983)