შინაარსზე გადასვლა

ამერიკის შეერთებული შტატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის შეერთებული შტატები
United States of America
აშშ
აშშ-ის
დროშა გერბი
დევიზი: E Pluribus Unum; In God We Trust
ჰიმნი: The Star-Spangled Banner
აშშ-ის მდებარეობა
დედაქალაქივაშინგტონი
38°53′ ჩ. გ. 77°02′ დ. გ. / 38.883° ჩ. გ. 77.033° დ. გ. / 38.883; -77.033
უდიდესი ქალაქი ნიუ-იორკი
ოფიციალური ენა ინგლისური (დე ფაქტო)
მთავრობა ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
 -  ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი
ფართობი
 -  სულ 9 833 520 კმ2 (მე-3)
 -  წყალი (%) 6.97
მოსახლეობა
 -  2018 შეფასებით 327 167 434[1] (მე-3)
 -  2010 აღწერა 308 745 538[2] 
 -  სიმჭიდროვე 35 კაცი/კმ2 (180-ე)
მშპ (მუპ) 2020 შეფასებით
 -  სულ $22.321 ტრილიონი[3] (მეორე)
 -  ერთ მოსახლეზე $67,426[3] (მე-11)
აგი (2018) 0.920[4] (ძალიან მაღალი) (მე-15)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი დზკ UTC-5-დან UTC-10:00-მდე
 -  ზაფხულის (DST) ზდ სხვადასხვა (UTC)
ქვეყნის კოდი USA
Internet TLD .gov, .edu, .mil, .us
სატელეფონო კოდი 1

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს, შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, რომელიც მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, უშუალოდ კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. ორმოცდამეათე შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ აგრეთვე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი (2018 წლის შეფასებით). შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

ეტიმოლოგია

  • ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან. არაფორმალურ ურთიერთობებში ქვეყანას ამერიკად მოიხსენიებენ, ხოლო მის მცხოვრებთ — ამერიკელებად.
  • ოფიციალური სახელწოდება: ამერიკის შეერთებული შტატები, შემოკლებით — აშშ.
  • ეროვნული სახელწოდება: United States of America, შემოკლებით — USA.

გეოგრაფია

სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).

მთები და უდაბნოები

ალასკა და აშშ-ის დასავლეთის მესამედი ნაწილი უმეტესად მთიანია. კლდოვანი მთები რომელიც, ალასკიდან მექსიკამდეა გადაჭიმული, რამდენიმე ქედისაგან შედეგბა და მათ ზეგნები და აუზები ყოფს. სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მაგალითად, არიზონა, ცხელი უდაბნოა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთისა, მაგალითად, ორეგონი, ქვეყნის ყველაზე ტენიანი მხარეა. დიდმა მდინარეებმა (კოლორადომ და სნეიკმა) ქედებში ღრმა კანიონები და ხეობები გათხარეს. ალაგ-ალაგ მდინარეებზე კაშხლებია აგებული და წყალს სარწყავად და ქალაქების ელექტრომომარაგებისთვისაც იყენებენ.

ფერმერები, მაღაროები და საწარმოები

აშშ თითქმის ყველა სახის სასოფლო — სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას აწარმოებს. აქ მსოფლიოში ყველაზე მეტი სიმინდი, სოია, პომიდორი, ფორთოხალი, ატამი, ყველი და საქონლისა თუ ფრინველის ხორცი იწარმოება. აშშ-ში მოიპოვება თითქმის ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის. აქ იმაზე მეტ ქვანახშირს, სპილენძს, თაბაშირს, მარილს, ფოსფატებსა და გოგირდს მოიპოვებენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალასკა და მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები ქვეყანას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს ნავთობითა და ბუნებრივი აირით.

ამერიკულია მსოფლიოს სამი უდიდესი კომპანია: „ჯენერალ მოტორსი“, „ფორდი“ (საავტომობილო) და „ექსონი“(ნავთობმომპოვებელი). ქვეყანა აწარმოებს მრეწველობის ძველ, განვითარებულ, ქიმიურ და საფეიქრო დარგებთან დაკავშირებულ მრავალნაირ პროდუქციას, თუმცა მრეწველობის ისეთ ახალ დარგებშიც ლიდრეობს, როგორიც ელექტრონიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და ბიოტექნოლოგიაა. ამ დარგებში ბევრი მნიშვნელოვანი გამოგონება აშშ-ის კოსმოსური და თავდაცვის მრეწველობის განვითარების შედეგად მოხდა.

სახელმწიფო

ადმინისტრაციული დაყოფა

პრეზიდენტის რეზიდენცია
კაპიტოლიუმი

აშშ ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State). გარდა ამისა, არსებობს 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია) და 14 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო და სხვ.). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:

მენინიუ-ჰემპშირივერმონტიმასაჩუსეტსიროდ-აილენდიკონექტიკუტი
  • შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :
ნიუ-იორკინიუ-ჯერსიპენსილვანია
  • ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :
ოჰაიოინდიანაილინოისიმიჩიგანიუისკონსინი
  • ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :
მინესოტააიოვამისურიჩრდილოეთი დაკოტასამხრეთი დაკოტანებრასკაკანზასი
  • სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :
დელავერიმერილენდიკოლუმბიის ოლქივირჯინიადასავლეთი ვირჯინიაჩრდილოეთი კაროლინასამხრეთი კაროლინაჯორჯიაფლორიდა
  • სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :
კენტუკიტენესიალაბამამისისიპი
  • სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :
არკანზასილუიზიანაოკლაჰომატეხასი
  • მთიანი რეგიონი (Mt) :
მონტანააიდაჰოუაიომინგიკოლორადონიუ-მექსიკოარიზონაიუტანევადა
  • წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :
ვაშინგტონიკალიფორნიაორეგონიალასკაჰავაი

დამოკიდებული (შემოუერთებელი) ტერიტორიები

აშშ-ის მფლობელობაშია აგრეთვე 14 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია:

  1. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
  2. ამერიკის სამოა
  3. კუნძული ბეიკერი
  4. გუამი
  5. რიფი კინგმენი
  6. მიდუეი
  7. ნავასა
  8. პალმირა
  9. პუერტო რიკო
  10. უეიკი
  11. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
  12. ჯერვისი
  13. ჯონსტონი
  14. ჰოულენდი

დემოგრაფია

მოსახლეობა

აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს 2019 წლის პირველი ივლისის მონაცემების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა 328,239,523-ია.[5] აღნიშნული ბიურო ამერიკის 50-ივე შტატის მოსახლეობის რაოდენობას მუდმივად ანახლებს და სტატისტიკას აშშ-ის მოსახლეობის სააათის სახით წარმოგვიდგენს.[6] საათის მიხედვით, 2020 წლის 23 მაისის მონაცემებით აშშ-ის მოსაქლეობამ 329 მილიონს გადააჭარბა, ანუ ყოველდღიურად მოსახლეობა 4,547-ით იზრდებოდა. მოსახლეობის რაოდენობით აშშ მსოფლიოში მესამე უდიდესი სახელმწიფოა (პირველი ჩინეთი, ხოლო მეორე ინდოეთია). 2018 წელს ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 38.1 წელი იყო.[7]

2018 წლის მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 90 მილიონი ემიგრანტი ან ემიგრანტის შთამომავალი (ემიგრანტების მეორე თაობა) ცხოვრობდა, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 28%-ია.[8] ქვეყნის მოსახლეობა მეტად მრავალფეროვანია; ვხვდებით ისეთ 37 ეთნიკურ ჯგუფს, რომელსაც მილიონზე მეტი წევრი ჰყავს.[9] უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს გერმანელი ამერიკელები ქმნიან (50 მილიონზე მეტი მცხოვრები); მას მოსდევს ირანელი ამერიკელები (დაახლოებით 37 მილიონი), მექსიკელი ამერიკელები (დაახლოებით 31 მილიონი) და ინგლისელი ამერიკელები (დაახლოებით 28 მილიონი).[10][11]

რასის მიხედვით მთლიანი მოსახლეობის 73.1%-ით უდიდეს ჯგუფს თეთრკანიანები ქმნიან; რასის კუთხით ქვეყნის უმცირესობებს შორის პირველ ადგილს აფრიკელი ამერიკელები იკავებენ,[9]; უმცირესობებს შორის მეორე ადგილს აზიელი ამერიკელების ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ჩინელი, ფილიპინელი და ინდოელი ამერიკელებისგან შედგება.[9] ევროპელების წინაპრებს შორის უდიდეს ჯგუფს გერმანელები აყალიბებენ, რომელთა რაოდენობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობითს 14%-ზე მეტია.[12] 2010 წელს, აშშ-ის მოსახლეობაში ამერიკელი ინდოელების ან ადგილობრივი ალასკელების შთამომავლების რიცხვი დაახლოებით 5.2 მილიონს უტოლდებოდა, ხოლო ადგილობრივი ჰავაიელების ან წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრი ხალხის შთამომავლები 1.2 მილიონ მცხოვრებს შეადგენდა.[13] 1980-2017 წლებში ქვეყანაში ჩამოსულ ლტოლვილებს შორის 55% აფრიკიდან, 27% ევროპიდან, 13% აფრიკიდან, ხოლო 4% ლათინური ამერიკიდან ჩამოვიდა.[13]

ენა

ინგლისური (განსაკუთრებით, ამერიკული ინგლისური) არის არაოფიციალური ეროვნული ენა აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურ დონეზე ქვეყანას საერთაშორისო ენა არ აქვს, ზოგიერთი კანონი, მაგალითად, აშშ-ის ნატურალიზაციის მოთხოვნები, ითხოვს ინგლისური ენის ცოდნას. 2010 წელს, დაახლოებით 230 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის 5 წელზე უფროსი მოსახლეობის 80%-სთვის მშობლიური ენა ინგლისური იყო. მეორე ყველაზე გავრცელებული ენა აშშ-ში ესპანურია, რომელიც მშობლიური ენა მოსახლეობის 12%-სთვის არის.

ჰავაის ორი ოფიციალური ენა აქვს, ჰავაიური და ინგლისური.[14] მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანის ოფიციალური ენა არცერთია, ნიუ-მექსიკო კანონით ითხოვს ინგლისური ან ესპანური ენის ცოდნას, ხოლო ლუიზიანა - ინგლისური და ფრანგულის.[15]

რელიგია

2013 წლის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 56% ამბობს, რომ რელიგია „ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში“; სხვა ნებისმიერ დასავლურ ერთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია. 2009 წლის გალუპის (Gallup) გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 42% ამბობს, რომ ისინი ყოველ კვირას ან რამდენიმე კვირაში ერთხელ მაინც დადიან ეკლესიაში; გამოკითხვაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვერმონტში (23%), ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მისისიპიში (63%) დაფიქსირდა.[16]

2014 წელს ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ის ზრდასრულთა 70.6% თავს ქრისტიანებად თვლიდა;[17] პროტესტანტები (46.5%) და კათოლიკეები (20.8%) აყალიბებენ უდიდეს ქრისტიანულ ჯგუფებს.[18] 2014 წელს აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 5.9% აცხადებდა თავს არა ქრისტიანობის, არამედ სხვა რელიგიის მიმდევრად;[19] ესენია იუდაიზმი (1.9%), ისლამი (0.9%), ინდუიზმი (0.7%) და ბუდიზმი (0.7%).[19] კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკელთა 22.8% საკუთარ თავს, აგნოტისტად, ათეისთად ან ურელიგიო ადამიანად აღიქვამდა - მაჩვენებელი 1990 წლის შემდეგ 8.2%-ით გაიზარდა.[18][20][21]

პროტესტანტიზმი არის უდიდესი ქრისტიანული რელიგიური დაჯგუფება შეერთებულ შტატებში, რომლის მიმდევარი აშშ-ის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ბაპტისტები ერთობლივად ქმნიან პროტესტანტების უმსხვილეს ქვეჯგუფს (15.4%).[22]

დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, აშშ-ს მოსახლეობაც თანდათან ნაკლებად რელიგიური ხდება. ურელიგიობა განსაკუთრებით სწრაფად იზრდება 30-წლამდე ამერიკელებში.[23] კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკაში რელიგიისადმი ნდობამ კლება 1980-იანი წლებიდან დაიწყო[24] და პროცესის სისწრაფე სულ უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.[19][25] ურელიგიო ამერიკელებს საშუალოდ 1.7 შვილი ყავთ, ხოლო ქრისტიანებს - 2.2. აგრეთვე, ურელიგიო მოსახლეობა უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი ქორწინებისკენ (37%), ვიდრე ეს რელიგიის მიმდევართა შემთხვევაშია (52%).

ოჯახური მდგომარობა

2018 წლის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 15 წლის, ან უფრო მეტი ასაკის ხალხიდან 52% დაქორწინებული იყო, 6% - ქვრივი, 10% - განქორწინებული, ხოლო 32% არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.[26] დღესდღეობით, ქალების უმეტესი ნაწილი სახლის გარეთ მუშაობს; ბაკალავრის ხარისხის უმეტესობას სწორედ ქალები იღებენ.[27]

აშშ-ის მოსახლეობაში თინეიჯერების ორსულობის მაჩვენებლი 1000 ქალზე 26.5-ია. 1991 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 57%-ით შემცირდა.[28] აბორტი კანონიერია მთელ ქვეყანაში. აბორტის სიხშირე 1000 ახალდაბადებულ სიცოცხლეზე 254-ია, ხოლო 15-44 ასაკში მყოფ ყოველ 1000 ქალში 15 შემთხვევა ფიქსირდება. აშშ-ში აბორტის სიხშირე კლებას განაგრძობს, თუმცა მაინც ინარჩუნებს დასავლეთის ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციას.[29] 2013 წელს, ქალებში პირველი ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი 26 წელია; მათ შორის, ქალების 41% დაუქორწინებელი იყო.[30]

2016 წელს შობადობის საერთო მაჩვენებელი 1000 ქალზე 1820.5 იყო.[31] აშშ-ში შვილად აყვანა ფართოდაა გავერცელებული და კანონიერი თვალსაზრისით მარტივიც არის.[32] 2001 წლის მდგომარეობით, 127 000-ზე მეტ შვილად აყვანილი ბავშვით, აშშ–ს მაჩვენებელმა შეადგენდა მთელ მსოფლიოში შვილად აყვანის მთლიანი რაოდენობის თითქმის ნახევარი.[33] ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყნის მასშტაბით კანონიერია; აგრეთვე კანონიერია ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის აყვანა. პოლიგამია აშშ-ს მთელს ტერიტორიაზეა აკრძალული.[34]

2019 წელს აშშ-ში ყველაზე მეტი ბავშვი იზრდებოდა მარტოხელა ოჯახში.[35]

ქალაქები

აშშ-ს უდიდესი ქალაქების სია
ქალაქი შტატი მოსახლეობა Metro area rank მეტროპოლიის მოსახლეობა რეგიონი
New York City
ნიუ-იორკი
Los Angeles
ლოს-ანჯელესი
1 ნიუ-იორკი ნიუ-იორკი 8 175 133 1 18 897 109 ჩრდილო-აღმოსავლეთი
2 ლოს-ანჯელესი კალიფორნია 3 792 621 2 15 250 000 დასავლეთი
3 ჩიკაგო ილინოისი 2 695 598 3 9 461 105 ცენტრალური
4 ჰიუსტონი ტეხასი 2 099 451 6 6 108 060 სამხრეთი
5 ფილადელფია პენსილვანია 1 526 006 5 6 385 461 ჩრდილო-დასავლეთი
6 ფინიქსი არიზონა 1 445 632 13 4 192 887 დასავლეთი
7 სან-ანტონიო ტეხასი 1 327 407 29 2 142 508 სამხრეთი
8 სან-დიეგო კალიფორნია 1 307 402 17 3 095 313 დასავლეთი
9 დალასი ტეხასი 1 197 816 4 6 477 315 სამხრეთი
10 სან-ხოსე კალიფორნია 945 942 30 1 975 342 დასავლეთი
2010 წლის მონაცემები

ეკონომიკა

აშშ — უპირველესი ეკონომიკური და სამხედრო სახელმწიფოა. იგი მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით — ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.

  • ვალუტა: აშშ დოლარი (USD).
  • ეროვნული პროდუქტი: 14.657 მლრდ $ (2010), ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით 1-ელ ადგილზეა მსოფლიოში.
  • ექსპორტი: თვითმფრინავები, ავტომობილები, ქიმიკატები, ქვანახშირი, სამანქანო მოწყობილობები, ნავთობი, სიმინდი, ხორბალი.
  • ბიუჯეტი: 18.558 ტრილიონი $ (2016). ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს 57 220 $-ს.

ისტორია

აშშ-ის შტატები ქრონოლოგიურად.

აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

მემკვიდრეობა

აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

კულტურა

ლიტერატურა, ფილოსოფია და ვიზუალური ხელოვნება

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ცნობილი ამერიკელი მწერალი

XVIII და XIX საუკუნეების დასაწყისში ამერიკულმა ხელოვნებამ და ლიტერატურამ მისი დიდი ნაწილი ევროპისგან მიიღო. XIX საუკუნის შუა წლებში მწერლებმა, როგორებიც იყვნენ: ვაშინგტონ ირვინგი, ნათანიელ ჰოთორნი, ედგარ ალან პო, ჰენრი დევით თორეა, ჩამოაყალიბეს ადგილობრივი ამერიკული ლიტერატურა. საუკუნის პირველ ნახევარში ძირითადი ფიგურები მარკ ტვენი და პოეტი უოლტ უიტმენი იყვნენ; სიცოცხლის განმავლობაში თითქმის უცნობი მწერალი, ემილი დიკინსოსი ახლა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამერიკელი მწერალი.[36] ისეთი ნაწარმოებებს, რომლებშიც ეროვნული ხასიათი და გამოცდილება გამოვლინდა, ეწოდათ „დიდი ამერიკული რომანები“; მათ შორისაა: ჰერმან მელვილის მობი დიკი, ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ და ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“.[37]

თორმეტ აშშ-ს მოქალაქეს მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში; უკანასკნელად ეს ბობ დილანმა, 2016 წელს შეძლო. უილიამ ფოლკნერს, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტეინბეკს ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ყველაზე გავლენიან მწერლებს შორის.[38] ამერიკაში განვითარდა ისეთი პოპულარული ჟანრები, როგორიცაა დასავლური ლიტერატურა („ვესტერნი“).

ტრანსცენდენტალისტებმა, ტორეასა და რალფ უალდო ემერსონის მეთაურობით, ჩამოაყალიბეს პირველი მნიშვნელოვანი |ამერიკული ფილოსოფიური მიმდინარეობა. სამოქალაქო ომის შემდეგ, პრაგმატიზმის განივთარებას ჯერ ჩარლზ სანდერს პირსი, ხოლო შემდგომ უილიამ ჯეიმზი და ჯონ დიუი წინამძღოლობდნენ. XX საუკუნეში, ჯერ ვ. ვ. ო. ქუინმა და რიჩარდ როთიმ, ხოლო შემდეგ ნოამ ჩომსკიმ ანალიტიკური ფილოსოფია ამერიკის ფილოსოფიური აკადემიის წინა პლანზე წამოსწია. ჯონ რაულსი და რობერტ ნოზიცკი აგრეთვე ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკური ფილოსოფიის აღორძინებას.

საკვები

ძირითადი ამერიკული სამზარეულო დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსია. ძირითადი მარცვლეული ხორბალია. ადგილობრივი ამერიკელები და ადრეული ევროპული მოახალშენეები საკვებად იყებდნენ ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ინდაური, ირმის ხორცი, კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, სიმინდი.[39] ამერიკელების ნაწილი ისეთი დღესასწაულების აღსანიშნავად, როგორიცაა მადლიერების დღე, ადგილობრივი ინგრედიენტებისგან სხვადასხვა კერძს ამზადებენ.[40]

მსოფლიოში უდიდესია ამერიკის სწრაფი კვების ინდუსტრია,[41] რომელიც 1940-იან წლებში გამოჩნდა.[42] ისეთი დამახასიათებელი კერძები, როგორებიცაა: ვაშლის ღვეზელი, შემწვარი ქათამი, პიცა, ჰამბურგერი და ჰოთ-დოგი, სხვადასხვა შემოტანილი რეცეპტებისგანაა შექმნილი. ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური სამზარეულოს წარმომადგენელი ბურიტო და ტაკო და იტალიური პასტა.[43] ამერიკელები სვამენ სამჯერ მეტ ყავას, ვიდრე ჩაის.[44]

კინო

ჰოლივუდის ნიშანი ლოს-ანჯელესში, კალიფორნია

ჰოლივუდი, რომელსაც ლოს-ანჯელესის (კალიფორნია) ჩრდილოეთი ნაწილი უკავია, მოძრავი სურათებით მიღებული პროდუქტის წარმოებაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.[45] ტომას ალვა ედისონის კინეტოსკოპის გამოყენებით 1994 წელს ნიუ-იორკში შედგა მსოფლიოს პირველი კომერციული მოძრავი სურათების ჩვენება.[46] XX საუკუნიდან მოყოლებული აშშ-ის კინოინდუსტრია ძირითადად ჰოლივუდის მიმდებარედ დაფუძნდა.

უხმო ფილმების პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, დეივიდ უორკ გრიფითის, ფილმის სტრუქტურის ჩამოყელიბებას უძღვებოა, ხოლო ანიმაციურ ფილმებსა და ფილმებით ვაჭრობას პროდიუსერ-მეწარმე უოლტ დისნეი წინამძღოლობდა.[47] რეჟისორებმა, როგორიც იყო ჯონ ფორდი, შეცვალეს კინოგადაღებაში ამერიკის ძველდასავლური სახე და ჯონ ჰიუსტონის მსგავსად ადგილმდებარეობის გადაღებით ფილმის შესაძლებლობები გააფართოვეს.

ამერიკის ფილმების ინსტიტუტის „AFI 100“ საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში შედის შემდეგი ფილმები: ორსონ უელსის მოქალაქე კეინი, რომელსაც ხშირად ყველა დროის საკუეთესო ფილმად მოიხსენიებენ,[48][49] კასაბლანკა (1942), ნათლია (1972), ქარწაღებულნი (1939), ლოურენსი არაბეთიდან (1962), ოზის ჯადოქარი (1939), კურსდამთავრებულები (1967), შინდლერის სია (1993), მღერა წვიმაში (1952), ეს მშვენიერი ცხოვრება (1946), სანსეტ ბულვარი (1950).[50] აკადემიის პრიზებს, ცნობილი როგორც ოსკარი, 1929 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გასცემს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია,[51] ხოლო ოქროს გლობუსი გაიცემა 1944 წლიდან.[52]

სპორტი

მეთ რეიენი, ცნობილი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე
კევინ პლავეკი, ცნობილი ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე

აშშ-ში ამერიკული ფეხბურთი გულშემატკივრის დასწრების მხრივ ყველაზე პოპულარული სპორტია;[53] ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (NFL) გულშემატკივართა საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში უმაღლესია, ხოლო სუპერ თასს ათობით მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს მსოფლიოში. XIX საუკუნის მიწურულიდან აშშ-ის ეროვნული სპორტი ბესიბოლია. პროფესიონალურ საგუნდო სპორტის სახეობებს შორის ამერიკაში შემდგომ ადგილებს კალათბურთი და ყინულის ჰოკეი იკავებენ; კალათბურთში ძირითადი ლიგა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაა (NBA), ხოლო ჰოკეიში - ბეისბოლის მთავარი ლიგა (NHL). დიდი რაოდენობის მაყურებელს იზიდავს საკოლეჯო, ახალგაზრდული ფეხბურთი და კალათბურთი.[54] 1994 წელს ამერიკამ ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასს უმასპინძლა. ძირითადი საფეხბურთო ლიგა არის ფეხბურთის უმაღლესი ლიგა ამერიკაში (მოიცავს 23 ამერიკულ და კანადურ გუნდს). აშშ-ში პროფესიონალური სპორტის ბაზარი დაახლოებით 69 მილიარდია, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ერთად აღებული ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის.[55]

აშშ-ში ოლიმპიური თამაშები სულ რვაჯერ არის გამართული. 1904 წლის ზაფხულის ილიმპიადა იყო პირველი ოლიმპიადა, რომელიც ევროპის საზღვრებს გარეთ, სენტ-ლუისში, მისურის შტატში ჩატარდა.[56] 2017 წლის მდგომარეობით, ამერიკას მოგებული ჰქონდა 2522 მედალი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და 305 მედალი ზამთრის ოლიმპიადებზე.[57] ამერიკის ორი ყველაზე პოპულარული სპორტი, ბეისბოლი და ამერიკული ფეხბურთი, მის საზღვრებს გარეთ არიან ჩამოყალიბებულნი, მაგრამ ისეთი სპორტის სახეობები, როგორებიცაა: კალათბურთი, ფრენბურთი, სკეითბორდი და სნოუბორდი ამერიკაში გამოიგონეს, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოში გახდნენ პოპულარულები. ყველაზე ყურებადი ინდივიდუალური სპორტი გოლფი და ავტორბოლაა, განსაკუთრებით NASCAR.[58][59]

შენიშვნები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Population increases to July 1, 2018. U.S. Census Bureau.
  2. Annual Estimates of the Resident Population: April 1, 2010 to July 1, 2016. U.S. Census Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 12, 2017. ციტირების თარიღი: July 25, 2017. The 2016 estimate is as of July 1, 2016. The 2010 census is as of April 1, 2010.
  3. 3.0 3.1 World Economic Outlook Database, October 2019. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: March 30, 2020
  4. Human Development Report 2019 en (PDF). United Nations Development Programme (December 10, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 23, 2020. ციტირების თარიღი: December 10, 2019.
  5. U.S. Census Bureau QuickFacts: United States en. ციტირების თარიღი: January 5, 2020
  6. Population Clock.
  7. The World Factbook: United States. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 25, 2018. ციტირების თარიღი: ივლისი 31, 2020.
  8. „Frequently Requested Statistics on Immigrants and Immigration in the United States“. Migration Policy Institute. March 14, 2019.
  9. 9.0 9.1 9.2 Ancestry 2000. U.S. Census Bureau (June 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 4, 2004. ციტირების თარიღი: December 2, 2016
  10. Table 52. Population by Selected Ancestry Group and Region: 2009. U.S. Census Bureau (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 25, 2012. ციტირების თარიღი: February 11, 2017
  11. Oleaga, Michael. Immigration Numbers Update: 13 Million Mexicans Immigrated to US in 2013, But Chinese Migrants Outnumber Other Latin Americans. Latin Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2014. ციტირების თარიღი: December 28, 2014.
  12. Selected Social Characteristics in the United States—2011–2015 American Community Survey 5-Year Estimates. U.S. Census Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 13, 2020. ციტირების თარიღი: ივლისი 31, 2020.
  13. 13.0 13.1 Jones, Nicholas A.; Ramirez, Roberto R.. Overview of Race and Hispanic Origin: 2010. U.S. Census Bureau (March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 29, 2011. ციტირების თარიღი: March 29, 2011.
  14. The Constitution of the State of Hawaii, Article XV, Section 4. Hawaii Legislative Reference Bureau (November 7, 1978). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 24, 2013. ციტირების თარიღი: June 19, 2007.
  15. Dicker, Susan J. (2003). Languages in America: A Pluralist View. Clevedon, UK: Multilingual Matters, გვ. 216, 220–225. ISBN 978-1-85359-651-3. 
  16. Mississippians Go to Church the Most; Vermonters, Least. Gallup. ციტირების თარიღი: January 13, 2014.
  17. Church Statistics and Religious Affiliations. Pew Research. ციტირების თარიღი: September 23, 2014
  18. 18.0 18.1 "Nones" on the Rise. Pew Forum on Religion & Public Life (2012). ციტირების თარიღი: January 10, 2014.
  19. 19.0 19.1 19.2 America's Changing Religious Landscape. Pew Research Center: Religion & Public Life (May 12, 2015).
  20. Egon Mayer; Ariela Keysar. American Religious Identification Survey 2001. CUNY Graduate Center (December 19, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2015. ციტირების თარიღი: September 16, 2011
  21. United States. ციტირების თარიღი: May 2, 2013.
  22. America's Changing Religious Landscape. Pew Research Center: Religion & Public Life (May 12, 2015).
  23. Merica, Dan (June 12, 2012). „Pew Survey: Doubt of God Growing Quickly among Millennials“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 13, 2021. ციტირების თარიღი: June 14, 2012.
  24. Hooda, Samreen (July 12, 2012). „American Confidence in Organized Religion at All Time Low“. Huffington Post. ციტირების თარიღი: July 14, 2012.
  25. Religion Among the Millennials. The Pew Forum on Religion & Public Life. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 26, 2010. ციტირების თარიღი: August 29, 2012.
  26. Table MS-1. Marital Status of the Population 15 Years Old and Over, by Sex, Race and Hispanic Origin: 1950 to Present. U.S. Census Bureau. ციტირების თარიღი: September 11, 2019.
  27. Women's Advances in Education. Columbia University, Institute for Social and Economic Research and Policy (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 9, 2007. ციტირების თარიღი: June 6, 2007.
  28. Births: Final Data for 2013, tables 2, 3. U.S. Department of Health & Human Services. ციტირების თარიღი: July 23, 2015.
  29. Strauss, Lilo T.. (November 24, 2006) Abortion Surveillance—United States, 2003. Centers for Disease Control and Prevention, National Center for Chronic Disease Prevention and Health Promotion, Division of Reproductive Health. ციტირების თარიღი: June 17, 2007.
  30. FASTSTATS—Births and Natality. Centers for Disease Control and Prevention (November 21, 2013). ციტირების თარიღი: January 13, 2014.
  31. National Vital Statistics Volume 67, Number 1, January 31, 2018. ციტირების თარიღი: February 3, 2018.
  32. Jardine, Cassandra (October 31, 2007). „Why adoption is so easy in America“. The Daily Telegraph. London.
  33. Child Adoption: Trends and policies. United Nations Department of Economic and Social Affairs (2009). ციტირების თარიღი: October 25, 2015.
  34. Some Muslims in U.S. Quietly Engage in Polygamy en.
  35. U.S. has world's highest rate of children living in single-parent households en-US. ციტირების თარიღი: March 17, 2020
  36. Harold, Bloom (1999) Emily Dickinson. Broomall, PA: Chelsea House Publishers, გვ. 9. ISBN 978-0-7910-5106-1. 
  37. Buell, Lawrence (Spring–Summer 2008). „The Unkillable Dream of the Great American Novel: Moby-Dick as Test Case“. American Literary History. 20 (1–2): 132–155. doi:10.1093/alh/ajn005. ISSN 0896-7148.
  38. Edward, Quinn (2006) A dictionary of literary and thematic terms, 2nd, Facts On File, გვ. 361. ISBN 978-0-8160-6243-0. David, Seed (2009) A companion to twentieth-century United States fiction. Chichester, West Sussex: Wiley-Blackwell, გვ. 76. ISBN 978-1-4051-4691-3. Jeffrey, Meyers (1999) Hemingway : A biography. New York: Da Capo Press, გვ. 139. ISBN 978-0-306-80890-6. 
  39. Traditional Indigenous Recipes. American Indian Health and Diet Project. ციტირების თარიღი: September 15, 2014
  40. Sidney Wilfred Mintz (1996). Tasting Food, Tasting Freedom: Excursions Into Eating, Culture, and the Past. Beacon Press, გვ. 134–. ISBN 978-0-8070-4629-6. ციტირების თარიღი: October 25, 2015. 
  41. Breadsley, Eleanor. Why McDonald's in France Doesn't Feel Like Fast Food. ციტირების თარიღი: January 15, 2015.
  42. When Was the First Drive-Thru Restaurant Created?. ციტირების თარიღი: January 15, 2015.
  43. Klapthor, James N.. (August 23, 2003) What, When, and Where Americans Eat in 2003. Newswise/Institute of Food Technologists. ციტირების თარიღი: June 19, 2007.
  44. H, D. „The coffee insurgency“. The Economist. ციტირების თარიღი: January 15, 2015.
  45. „Nigeria surpasses Hollywood as world's second-largest film producer“ (პრეს-რელიზი). United Nations. May 5, 2009. ციტირების თარიღი: February 17, 2013.
  46. (April 29, 1944) Billboard, გვ. 68. 
  47. Krasniewicz, Louise; Disney, Walt (2010) Walt Disney: A Biography. ABC-CLIO, გვ. 10. ISBN 978-0-313-35830-2. 
  48. Village Voice: 100 Best Films of the 20th century (2001) დაარქივებული March 31, 2014, საიტზე Wayback Machine. . Filmsite.
  49. Sight & Sound Top Ten Poll 2002. British Film Institute (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 5, 2002.
  50. AFI's 100 Years. American Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2014. ციტირების თარიღი: January 24, 2015.
  51. Drowne, Kathleen Morgan; Huber, Patrick (2004) The 1920s. Greenwood Publishing Group, გვ. 236. ISBN 978-0-313-32013-2. 
  52. Kroon, Richard W. (2014). A/V A to Z: An Encyclopedic Dictionary of Media, Entertainment and Other Audiovisual Terms. McFarland, გვ. 338. ISBN 978-0-7864-5740-3. 
  53. Krane, David K.. (October 30, 2002) Professional Football Widens Its Lead Over Baseball as Nation's Favorite Sport. Harris Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 9, 2010. ციტირების თარიღი: September 14, 2007 MacCambridge, Michael (2004). America's Game: The Epic Story of How Pro Football Captured a Nation. New York: Random House. ISBN 0-375-50454-0.
  54. Passion for College Football Remains Robust. National Football Foundation (March 19, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2014. ციტირების თარიღი: April 1, 2014.
  55. Global sports market to hit $141 billion in 2012 (June 18, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: July 24, 2013.
  56. Cities That Have Hosted the Olympics en. ციტირების თარიღი: March 5, 2020
  57. Chase, Chris (February 7, 2014). „The 10 most fascinating facts about the all-time Winter Olympics medal standings“. USA Today. ციტირების თარიღი: February 28, 2014. Loumena, Dan (February 6, 2014). „With Sochi Olympics approaching, a history of Winter Olympic medals“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: February 28, 2014.
  58. As American as Mom, Apple Pie and Football? Football continues to trump baseball as America's Favorite Sport (January 16, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 9, 2014. ციტირების თარიღი: July 2, 2014.
  59. Grier, Kevin. What Would the End of Football Look Like?. Grantland/ESPN (February 9, 2012). ციტირების თარიღი: February 12, 2012.