შინაარსზე გადასვლა

ამერიკის კონფედერაციული შტატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის კონფედერაციული შტატები
Confederate States of America
არაღიარებული სახელმწიფო
1861–1865
დროშა (1861–1863) გერბი
დევიზი
Deo Vindice (ლათინურად)
„Under God, our Vindicator“
ჰიმნი
„God Save the South“ (არაოფიციალური)
„The Bonnie Blue Flag“ (პოპულარული)
„Dixie“ (ტრადიციული)
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ამერიკის კონფედერაციული შტატები 1862 წლისთვის
დედაქალაქი მონტგომერი
(29 მაისი, 1861 წლამდე)
რიჩმონდი
(3 აპრილი, 1865 წლამდე)
ენები ინგლისური (დე ფაქტო)
მთავრობა ფედერალური რესპუბლიკა და უპარტიო დემოკრატია
პრეზიდენტი
 -  1861–1865 ჯეფერსონ დეივისი
ვიცე-პრეზიდენტი
 -  1861–1865 ალექსანდრ სტივენსი
საკანონმდებლო ხელისუფლება აკშ-ის კონგრესი
 -  ზედა პალატა კონფედერაციის სენატი
 -  ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
ისტორიული ერა აშშ-ის სამოქალაქო ომი, ახალი იმპერიალიზმი
 -  კონფედერაცია შეიქმნა 4 თებერვალი 1861
 -  კონსტიტუციის მიღება 11 მარტი, 1861
 -  ფ. სამტერის ბრძოლა 12 აპრილი, 1861
 -  ვიცკსბურგის ალყა 18 მაისი, 1863
 -  სამხედრო მარცხი 9 აპრილი, 1865
 -  კოფედერაციის დაშლა 5 მაისი 1865
ფართობი
 -  1860 1 995 392 კმ² (770 425 მლ²)
მოსახლეობა
 -  1860 წელი 9 103 332 
სიმჭიდროვე 4,6 /კმ²  (11,8 /მლ²)
 -  მონები/1860 წელი 3 521 110 
ვალუტა კონფედერაციული დოლარი
სახელმწიფო ვალუტები
წინამორბედი
მემკვიდრე
სამხრეთი კაროლინა
მისისიპი
ფლორიდა
ალაბამა
ჯორჯია
ლუიზიანა
ტეხასი
აშშ
დღეს ამ ტერიტორიაზე აშშ-ის დროშა შეერთებული შტატები
ა. ფართობი და მოსახლეობა არ შეიცავს მისურისა და კენტუკის, არც კონფედერაციულ არიზონას, წყლის ფართობი 5.7%.
ბ. მონების რაოდენობა შედის ზემოთ 1860 წლისთვის მითითებულ მოსახლეობის რაოდენობაში.

ამერიკის კონფედერაციული შტატები, ასევე კონფედერაციული შტატები, კონფედერაცია, აკშ, კ.შ. (ინგლ. Confederate States of America, Confederate States, Confederacy, CSA, C.S.) — აშშ-ისგან გამოყოფილი შტატების მიერ დაარსებული არაღიარებული კონფედერაცია, რომელიც დაარსდა 1861 წლის 4 თებერვალს და იარსება 1865 წლის 5 მაისამდე. კონფედერაცია აშშ-ის ღრმა სამხრეთის შვიდმა მონობის მომხრე შტატმა დააარსა, რომელთა რეგიონული ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით კი ბამბაზე, ეს შტატები პროდუქციის წარმოების პლანტაციურ სისტემაზე იყვნენ მოწყობილნი, რომელიც, დიდწილად მონათა შრომას ეყრდნობოდა.[1] თითოეულმა მათგანმა შეერთებული შტატებისგან გამოყოფა გამოაცხადა, მას შემდეგ რაც 1860 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატმა აბრაამ ლინკოლნმა გაიმარჯვა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მონობას და მის გაფართოებას. 1860 წლის მარტში ლინკოლნმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, ერთი თვით ადრე კი კონფედერაციამ საკუთარი მთავრობა გამოაცხადა, თუმცა შეერთებული შტატების მთავრობამ კონფედერაცია და მისი მთავრობა არალეგალურად ცნო. აპრილში ომის დაწყების შემდეგ, ზემო სამხრეთის ოთხი შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოეყო და კონფედერაციას შეუერთდა. მოგვიანებით კონფედერაციამ მისური და კენტუკი შემოიერთა, როგორც კონფედერაციის წევრები.

შეერთებული შტატების მთავრობამ (კავშირი) შტატების გამოყოფა უარყო და კონფედერაცია არალეგიტიმურად ჩათვალა (აღიარა). აშშ-ის სამოქალაქო ომი 1861 წლის 12 აპრილს დაიწყო, მას შემდეგ რაც კონფედერანტებმა ფორტ სამტერს შეუტიეს, კავშირის მცირე ციხე-სიმაგრე, რომელიც სამხრეთ კაროლინაში, ჩარლსტონის ნავსადგურში მდებარეობდა. 1865 წლისთვის, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კონფედერაციული შტატების სამხედრო ძალების უმეტესობა დანებდა, რამაც საბოლოოდ ამერიკის კონფედერაციული შტატების გაუქმება (დაშლა) გამოიწვია. არცერთ უცხოურ სუვერენულ სახელმწიფოს ოფიციალურად არ უღიარებია კონფედერაციული შტატები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. პირიქით გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთის იმპერიამ კონფედერაციას აგრესიული და მეომარი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ომის ფორმალურად დასრულებამდე, ჯეფერსონ დეივისმა სინანულით თქვა, რომ კონფედერაცია 1865 წელს გაქრა.[2]

კონტროლის ხანგრძლივობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1861 წლის 11 მარტს შვიდმა შტატმა სამხრეთ კაროლინამ, მისისიპიმ, ფლორიდამ, ალაბამამ, ჯორჯიამ, ლუიზიანამ და ტეხასმა კონფედერაციული შტატების კონსტიტუცია მიიღეს. ახალმა კონსტიტუციამ 7 თებერვალს მიღებული კონფედერაციული შტატების დროებითი კონსტიტუცია ჩაანაცვლა, რომელშიც აღნიშნული იყო სურვილი „მუდმივ ფედერალურ მთავრობასთან“ დაკავშირებით. პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა აშშ-ის ყველა შტატს მოუწოდა გამოეყოთ მებრძოლები, რათა სამხრეთში ფორტ სამტერი და სხვა ფედერალური შენობები კონფედერანტებისაგან გაენთავისუბლებინათ. რის საპასუხოდაც ოთხმა მონათმფლობელმა შტატმა ვირჯინიამ, არკანზასმა, ტენესიმ და ჩრდილოეთ კაროლინამ შეერთებული შტატებისგან გამოყოფა გამოაცხადეს და კონფედერაციას შეუერთდნენ. მისური და კენტუკი წარმოდგენილნი იყვნენ პარტიზანული ფრაქციების მიერ, რა დროსაც ამ ორი შტატის ლეგიტიმური მთავრობა მხარს კავშირს უჭერდა. კონფედერაციაში ასევე შედიოდა ხუთი ცივილიზებული ტომიდან ორი და ახლად დაარსებული არიზონას კონფედერაციული ტერიტორია. მცდელობები მერილენდის გამოყოფასთან დაკავშირებით სამხედრო სასამართლოს მიერ ფედერალური მოვალეობების დაკისრებით დასრულდა. ხოლო დელავერში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოყოფის მომხრეები იყვნენ, მცდელობისაგან მაინც თავი შეიკავეს. ვირჯინიის დასავლეთ ნაწილებში კავშირის მომხრე მთავრობამ ახალი შტატი დასავლეთ ვირჯინია დააარსა, რომელიც 1863 წლის 20 ივნისს კავშირს შეუერთდა. რიჩმონდში კონფედერაციულ მთავრობას წევრ შტატებთან ცოცხალი ძალის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად კონფედერანტებმა მაინც შეძლეს ომისთვის თითქმის მთელი თეთრკანიანი მამრობითი სქესის მოსახლეობის მობილიზება.[3]

კონფედერაცია თითქმის სრულად აკონტროლებდა მის მიერ გამოცხადებულ ტერიტორიებს. სამოქალაქო ომის პერიოდში მოსახლეობა კონგრესის რაიონებში მუდმივად მცირდებოდა 73%-დან 34%-მდე, რისი მიზეზიც კავშირის წარმატებული სახმელეთო კამპანიები იყო, ასევე სამხრეთში შიდა წყლებზე კონტროლი და ბლოკადა სამხრეთ საზღვაო სანაპიროზე.[4] 1863 წლის 1 იანვარს განმათავისუფლებელი პროკლამაციით კავშირმა ომის მიზნად გაერთიანებასთან ერთად მონობის გაუქმებაც დაისახა. რაც უფრო მეტად მიიწევდნენ კავშირის ძალები სამხრეთის მიმართულებით, მით უფრო მეტ მონას ანთავისუფლებდნენ პლანტაციებიდან, მათი უმეტესობა კი ჯარში ეწერებოდა კავშირის სასარგებლოდ, ზოგი ჯარისკაცად, ზოგი მეეტლედ, ზოგიც მუშად. ყველაზე აღსანიშნავი წარმატება იყო 1864 წლის „შერმანის მარში ძღვისკენ“. აკშ-ის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა, მათ შორის ტელეგრაფები, რკინიგზა და ხიდები. მნიშვნელოვნად დაზიანდა პლანტაციები და გზები. სამხრეთელებისთვის ქვეყნის შიგნით მოძრაობა სულ უფრო და უფრო რთული ხდებობა, დასუსტდა ეკონომიკა და არმიის მობილურობაც ნელ-ნელა იზღუდებოდა.

ამ დანაკარგებმა გადაულახავი პრობლემები შეუქმნა კონფედერაცია, სახელმწიფოში შეიქმნა ცოცხალი ძალის, ასევე მატერიალური და ფინანსური რესურსების დეფიციტი. რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და ერთპიროვნული მმართველობის გამო კონფედერაციის პრეზიდენტი ჯეფერსონ დეივისი და მისი ადმინისტრაცია საზოგადოებრივ მხარდაჭერას კარგავდა. 1865 წლის აპრილში ოთხწლიანი კამპანიის შემდეგ კავშირის ძალებმა რიჩმონდის აღება შეძლეს, ცოტა ხნის შემდეგ კონფედერანტი გენერალი რობერტ ლი კავშირის გენერალს ულის გრანტს დანებდა, ეს ყველაფერი კი კონფედერაციის დაშლას მოასწავებდა. 1865 წლის 10 მაისს პრეზიდენტი დეივისი შეიპყრეს და დააპატიმრეს, რათა წარმდგარიყო სასამართლოზე, სადაც მას ბრალი სამშობლოს ღალატში უნდა დასდებოდა, თუმცა სასამართლო არ გამართულა.[5]

აშშ-ის მთავრობამ დაიწყო ხანგრძლივი პროცესი, ცნობილი როგორც რეკონსტრუქცია (რეორგანიზაცია), რომელიც რეალურად იყო მცდელობა მოეგვარებინათ სამოქალაქო ომის პოლიტიკური და საკონსტიტუციო საკითხები. მათი პრიორიტეტები იყო: გარანტია იმისა, რომ კონფედერაციული ნაციონალიზმი და მონობა საბოლოოდ მკვდარი იყო, მეცამეტე შესწორების აღსრულება, რომელიც აუქმებდა მონობას, მეტოთხმეტე შესწორების აღსრულება, რომელიც ითვალისწინებდა ორმაგ როგორც აშშ-ის ისე შტატის მოქალაქეობას და მეთხუთმეტე შესწორების აღსრულება, რომელიც თავისუფალ ადამიანს ხმის მიცემის უფლების ქონის გარანტიას აძლევდა. 1877 წლისთვის რეკონსტრუქცია საბოლოოდ დასრულდა, ყოფილი კონფედერაციული შტატები და თითოეულ მათგანში პოლიტიკური კონტროლი თანდათანობით ხელახლა ჩამოყალიბდა თეთრი სამხრეთელი დემოკრატების მიერ, რომელთა უმრავლესობაც წარსულში რეკონსტრუქციული პოლიტიკს მიერ უფლებებჩამორთმეული იყო. ომში წარმოებულმა სამხედრო მოქმედებებმა სამხრეთის ეკონომიკა გააკოტრა, დანგრეული იყო ინფრასტრუქტურა, ასევე ამოიწურა მათი რესურსებიც. რეგიონი სხვა თანამემამულე რეგიონებთან შედარებით დაბალ დონეზე დარჩა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეძლო სამხრეთმა განვითარება და წინ წამოწევა.[6]

კონფედერაციული შტატების ევოლუცია

კონფედერაცია 1861 წლის მარტში მონტგომერის ხელშეკრულებით შეიქმნა (ლინკოლნის ინაუგურაციამდე) და 1865 წლამდე იარსება, 1865 წლის აპრილი, მაისის თვეებში კი კონფედერაციული შტატები დაიშალა. კონფედერაცია სამხრეთის შვიდი შტატის დელეგაციების მიერ იყო ფორმირებული, აღსანიშნავია, რომ კონფედერაციის დაარსებამდე შვიდივე შტატი შეერთებული შტატების შემადგენლობიდან ოფიციალურად გამოვიდა (თუმცა მათი გამოყოფა აშშ-ის მთავრობამ დე-ფაქტოდ სცნო). აპრილში ბრძოლების დაწყების შემდეგ, აშშ-ის ოთხმა მონათმფლობელმა შტატმა ოფიციალურად განაცხადა გამოყოფის შესახებ და კონფედერაციულ შტატებს შეუერთდნენ. მოგვიანებით ორმა შტატმა (მისურიმ და კენტუკიმ) და ორმა ტერიტორიამ კონფედერაციულ კონგრესში ოფიციალურად მიიღო ადგილი.

ბევრი თეთრკანიანი სამხრეთელი თავს სამხრეთელად უფრო მიიჩნევდა ვიდრე ამერიკელად, რის გამოც ისინი მზად იყვნენ ბოლომდე ებრძოლათ საკუთარი შტატის, რეგიონისა და ერის დამოუკიდებლობისთვის. საბოლოოდ ეს რეგიონალიზმი სამხრეთულ ნაციონალიზმში გადაიზარდა ან „საფუძვლად“ გადაიქცა. მისი არსებობის მანძილზე, კონფედერაციამ ომის სახით ყველაზე დიდი გამოცდა გაიარა.[7] „სამხრეთული საფუძველი“ გასცდა „სახელმწიფო უფლებების“ იდეოლოგიას, სატარიფო პოლიტიკასა და შიდა განვითარებას. ეს „საფუძველი“ მხარს უჭერდა კულტურულ და ფინანსურ დამოკიდებულებას სამხრეთულ ეკონომიკაზე, რომელიც მონობაზე იყო დაფუძნებული. ომის მოახლობასთან ერთად არა მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური პარტიები გაიყვნენ, არამედ ეროვნული ეკლესიები, შტატები და ოჯახებიც კი სხვადასხვა ჯგუფებად დაიყვნენ.[8]

1860 წლის არჩევნების დროს, არასამხრეთული შტატები, სამხრეთი კაროლინის გარდა (რომელმაც ხმის მიმცემებს არ დართო ნება პირდაპირ აერჩიათ მათი ამომრჩევლები), ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს ჯონ ბრეკინრიჯის (სამხრეთ-დემოკრატიული ფრაქციის არჩევანი (კანდიდატი)). ყველა სხვა შტატების ხმები კი იყოფოდა, ისინი მხარს სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს აბრაამ ლინკოლნს, სტივენ დუგლასსა და ჯონ ბელის უჭერდნენ. ამ კანდიდატების მხარდაჭერა, ერთობლივად (საერთო ჯამში), მნიშვნელოვანიდან სრულყოფილ უმრავლესობამდე მერყეობდა, მათ მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდათ ტეხასში 25%-ით, ასევე მისურიში 81%-ით.[9] ყველგან იყო უმცირესობების შეხედულებები, განსაკუთრებით კი სამხრეთის ზეგანსა და პლატოს ტერიტორიებზე, განსაკუთრებული კონცენტრაცით კი დასავლეთ ვირჯინიასა და აღმოსავლეთ ტენესიში.[10]

1860 წელს სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ერთხმად გადაწყდა სამხრეთის კაროლინის გამოყოფა. ამის შემდეგ, 1861 წლამდე არცერთ სამხრეთულ შტატს არ ჩაუტარებია კენჭისყრა. 1861 წელს კი კენჭისყრების ჩატარების შემდეგ არცერთ შტატს არ მიუღია გადაწყვეტილება ერთხმად, სამხრეთი კაროლინის მსგავსად. ყველა შტატში იყო მოსახლეობის ისეთი ნაწილი, რომლებიც მხარს უჭერდნენ კავშირს, აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა არც თუ ისე მცირე იყო. თუმცა, კავშირში დარჩენის მომხრედ ყოფნა, ავტომატურად არ ნიშნავდა ჩრდილოეთის მომხრედ ყოფნას. ამიტომაც მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებმაც მხარი კავშირში დარჩენას დაუჭირეს განსაკუთრებით ქვემო სამხრეთში, ეთანხმებოდნენ მთავარ გადაწყვეტილებას და მხარს უჭერდნენ კონფედერაციას.[11]

ამირიკის სამოქალაქო ომი ე.წ. „ძმების ომი“ ამერიკის ტრაგედიად იქცა, სწავლულობი ამბობდნენ: „ძმა ძმის წინააღმდეგ, მამა შვილის წინააღმდეგ, ნაცნობები ნათესავების წინააღმდეგ ყველა რანგისა განუსხვავებლად“.[12][13]

კონფედერაციაში შემავალი შტატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შტატი
დროშა/ები
გამოყოფის გადაწყვეტილება
კონფედერაციაში შესვლა
სამხრეთი კაროლინა
20 დეკემბერი, 1860 4 თებერვალი, 1861
მისსისიპი
9 იანვარი, 1861 4 თებერვალი, 1861
ფლორიდა
10 იანვარი, 1861 4 თებერვალი, 1861
ალაბამა
11 იანვარი, 1861 4 თებერვალი, 1861
ჯორჯია
19 იანვარი, 1861 4 თებერვალი, 1861
ლუიზიანა
26 იანვარი, 1861 4 თებერვალი, 1861
ტეხასი
1 თებერვალი, 1861 2 მარტი, 1861
ვირჯინია
17 აპრილი, 1861 7 მაისი, 1861
არკანზასი
6 მაისი, 1861 18 მაისი, 1861
ჩრდილოეთი კაროლინა
20 მაისი, 1861 21 მაისი, 1861
ტენესი
8 ივნისი, 1861 2 ივლისი, 1861
მისური
31 ოქტომბერი, 1861 28 ნოემბერი, 1861
კენტუკი
20 ნოემბერი, 1861 10 დეკემბერი, 1861
  • Carter, Susan B., ed. The Historical Statistics of the United States: Millennial Edition (5 vols), 2006
  • Commager, Henry Steele, ed. The Blue and the Gray, the Story of the Civil War as Told By Participants (2 vol.; 1950 and many reprints)
  • Davis, Jefferson, The Rise and Fall of the Confederate Government (2 vols), 1881.
  • Harwell, Richard B., The Confederate Reader (1957)
  • Jones, John B. A Rebel War Clerk's Diary at the Confederate States Capital, edited by Howard Swiggert, [1935] 1993. 2 vols.
  1. ინდუსტრია და ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს. National Park Service.
  2. დეივისი, ჯეფერსონი (1890). ამერიკის კონფედერაციული შტატების მოკლე ისტორია, გვ. 503. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2015. 
  3. ფრანკ ლოურენს აუსლეი, შტატის უფლებები კონფედერაციაში (ჩიკაგო, 1925) და თომასი, კონფედერანტი ერები, გვ. 155.
  4. კენეთ მარტისი, (1994) გვ. 43-53.
  5. უიგლი (2000), გვ. 453.
  6. კუპერი, უილიამი; ტერილი, ტომი (2009) ამერიკული სამხრეთი: ისტორია. Rowman & Littlefield Publishers. ISBN 0-7425-6095-3. 
  7. თომასი კონფედერაციული ერები გვ. 3–4
  8. თომასი კონფედერაციული ერები გვ. 4–5 და ჩანიშვნები
  9. 1860 გენერალური საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2014.
  10. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1860).
  11. იძულებული კონფედერანტები. Personal.tcu.edu. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2014.
  12. კოლტერი, ე. მერტონი (1950). ამერიკის კონფედერაციული სტატები 1861–1865, გვ. 61. 
  13. კრეივენი, ავერი. სამხრეთული ნაციონალიზმის წარმოშობა 1848–1861, გვ. 390.