ამალთეა (თანამგზავრი)
ამალთეა (ძვ. ბერძნ. Ἀμάλθεια), იუპიტერ V (სიმბოლო: ) — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის იუპიტერის შიდა თანამგზავრთა ჯგუფში. პლანეტიდან დაშორებულია 181 ათ. კმ-ით, გარემოქცევის პერიოდია 11 სთ 57.5 წთ, დიამეტრი — დაახლოებით 160 კმ, საშუალო ვარსკვლავიერი სიდიდე — 13.
ამალთეა არასწორი ფორმისაა (მისი გრძელი ღერძი ორჯერ მეტია მოკლე ღერძზე) და კრატერებითაა მოფენილი. მის მუქ წითელ ზედაპირზე ღია ლაქები გამოირჩევა. თუ ვიმსჯელებთ მისი დაბალი სიმკვრივით, ამალთეა ძირითადად შედგება ფხვიერი წყლის ყინულისგან[1]. ის იმდენად ახლოსაა იუპიტერთან, რომ მისგან ჩანს როგორც უზარმაზარი უზარმაზარი დისკი, რომლის დიამეტრი 46 გრადუსია. მის ორბიტაში მოქცეულია „ამალთეას ქსელის რგოლი“, რომელიც წარმოიქმნება მისი ზედაპირის მტვრისგან[2][3].
ამალთეა აღმოაჩინა 1892 წლის 9 სექტემბერს ედვარდ ემერსონ ბარნარდმა. იგი ატარებს ნიმფის (ან თხის) ამალთეას სახელს ბერძნული მითოლოგიიდან. იგი ახლო მანძილზე გადაიღეს კოსმოსურმა ხომალდებმა ვოიაჯერ 1 და ვოიაჯერ 2 (1979), ასევე გალილეოს კოსმოსური ხომალდი (იუპიტერის სისტემაში მოქმედი 1995 წლიდან 2003 წლამდე).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 348.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Amalthea. Jupiter V. Views of the Solar System. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2014-10-17.
- Amalthea: Overview. NASA: Solar System Exploration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-09. ციტირების თარიღი: 2014-10-17.
- Amalthea. NASA photojournal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-31.
- Amalthea. International Astronomical Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-27. ციტირების თარიღი: 2014-10-17.
- Amalthea. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-17. ციტირების თარიღი: 2014-10-17.
- Armstrong T. et al.. (2003-12-09) Results from the Galileo Energetic Particle Detector During the Amalthea Encounter of November 5th, 2002. galileo.ftecs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-17. ციტირების თარიღი: 2014-10-17.
- Амальтея загадала новую загадку. cnews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-17. ციტირების თარიღი: 2014-10-17.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Anderson J.D., Johnson T.V., Shubert G. et al. Amalthea’s Density Is Less Than That of Water (англ.) // Science. — 2005. — Vol. 308, no. 5726. — P. 1291—1293. — doi:10.1126/science.1110422. — Bibcode: 2005Sci...308.1291A. — PMID 15919987
- ↑ Burns J. A., Simonelli D. P., Showalter M. R., Hamilton D. P., Porco C. D., Esposito L. W., Throop H. 11. Jupiter’s Ring-Moon System // Jupiter: The Planet, Satellites and Magnetosphere : [арх. 29 октября 2013] / F. Bagenal, T. E. Dowling, W. B. McKinnon. — Cambridge University Press, 2004. — P. 241–262. — 719 p. — ISBN 9780521818087. — Bibcode: 2004jpsm.book..241B.
- ↑ Уральская В. С. Кольца Юпитера. ГАИШ, МГУ. Дата обращения: 17 октября 2014. Архивировано 12 октября 2014 года.
|
|