შინაარსზე გადასვლა

ალ-მაჰდი აბდულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუ მუჰამად აბდულა ალ-მაჰდი ბილაჰი
أبو محمد عبد الله المهدي بالل
ფატიმიდების სახალიფოს 1-ლი ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 909
მმართ. დასასრული: 934
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ალ-ქაიმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 873
დაბ. ადგილი: ხუზისტანი, აბასიანთა სახალიფო
გარდ. თარიღი: 3 აპრილი, 934
გარდ. ადგილი: კაირო, ფატიმიდების სახალიფო
დინასტია: ფატიმიდები
მამა: ჰუსაინ რაბი აბდულა
რელიგია: შიიტური ისლამი

ალ-მაჰდი აბდულა (სრული სახელი — აბუ მუჰამად აბდულა ალ-მაჰდი ბილაჰი , არაბ. أبو محمد عبد الله المهدي بالل) დ. 873 — გ. 3 აპრილი, 934, კაირო, ფატიმიდების სახალიფოფატიმიდების დინასტიის დამფუძნებელი და სახალიფოს პირველი ხალიფა 909–934 წლებში, მუჰამედისა და ალის პირდაპირი შთამომავალი. (მისი მტკიცების მიუხედავად 1011 წლამდე არ იყო ოფიციალურად დადგენილი)

ალ-მაჰდიმ აბასიანთა დასუსტებით ისარგებლა და X საუკუნის დასაწყისში ბერბერების დახმარებით გაანადგურა აღლაბიდები, რის შემდეგაც კონტროლი დაამყარა მთელ ჩრდილო აფრიკაზე, 909 წელს დააარსა ფატიმიდების სახალიფო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ეგვიპტის ნაწილი, ტრიპოლიტანია, ტუნისი, ალჟირი, მაროკო, ლიბანი, ისრაელი და არაბეთის აღმოსავლეთი ნაწილი მუსლიმთა წმინდა ქალაქებითურთ.(მექა და მედინა) მის მიერ შექმნილი სახალიფო ზუსტად 262 წელი არსებობდა და უდიდეს გავლენას ახდენდა მთელ ისლამურ სამყაროზე.

ალ-მაჰდი აბდულა გარდაიცვალა 934 წლის 3 აპრილს, კაიროში, რის შემდეგაც ფატიმიდთა ხალიფას ტიტული უბოძეს მის ვაჟს, ალ-ქაიმს.


წინამორბედი:
თანამდებობა დაარსდა
ფატიმიდი ხალიფა
909-934
შემდეგი:
ალ-ქაიმი