შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე მეშჩერიაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე მეშჩერიაკოვი
რუს. Александр Николаевич Мещеряков
დაბ. თარიღი 1951[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა პოეტი, ისტორიკოსი, japanologist, ლიტერატორი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ალექსანდრე მეშჩერიაკოვი (რუს. Алекса́ндр Никола́евич Мещеряко́в; (დ. 1951) — საბჭოთა და რუსი ისტორიკოსი, იაპონოლოგი, მთარგმნელი, პოეტი, ბელეტრისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991 წელი).

ალექსანდრე მეშჩერიაკოვის როგორც ისტორიკოს-იაპონოლოგის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: იაპონიისა და რუსეთის ისტორია და კულტურა.

ალექსანდრ მეშჩერიაკოვი კითხულობს ლექციების საუნივერსიტეტო კურსს: „იაპონიის ისტორია“, „იაპონელი ერის ჩამოყალიბება“, „იაპონური ტოტალიტარიზმის ისტორია“, „იაპონოლოგიის საფუძვლები“ ( - შესავალი ისტორიულ იაპონოლოგიაში), „იაპონურ-რუსული ლიტერატურული თარგმანი“.

პროფესორი ალ. მეშჩერიაკოვი 2 ასეულზე მეტი პუბლიკაციის ავტორია ან თანაავტორი.

1973 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი.

საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ 1979 წელს ორ ათეულ წელზე მეტი მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

2002 წლიდან ალექსანდრ მეშჩერიაკოვი წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო მოგვიანებით კი — რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან არსებული მოსკოვის აღმოსავლეთის კულტურებისა და სიძველეთა ინსტიტუტის პროფესორი.

2003 წლის დეკემბრიდან 2008 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ინტერრეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას „იაპონოლოგთა ასოციაცია“, ჟურნალ „იაპონია. გზა ფუნჯისა და ხმლისა“-ს (რუს. «Япония. Путь кисти и меча»). დღესდღეობით იგი არის ჟურნალის „აღმოსავლური კოლექცია“ (რუს. «Восточная коллекция») სარედაქციო საბჭოს წევრი.

ალექსანდრე მეშჩერიაკოვი ორასზე მეტი სამეცნიერო შრომის გარდა, არის ავტორი ლექსების 3 კრებულისა და პროზის ასევე 3 წიგნისა.

ალექსანდრე მეშერიაკოვისეულ თარგმანთა შორისაა იაპონური ლიტერატურის ისეთ ავტორთა თხზულებები როგორიცაა მურასაკი შიკიბუ, შინტარო იშიჰარა, იასუნარი კავაბატა და სხვები.

ჯილდოები, აღნიშვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • წიგნისათვის „იმპერატორი მეიჯი და მისი იაპონია“ (რუს. «Император Мэйдзи и его Япония» ალექსანდრე მეშჩერიაკოვმა მიიღო 2012 წლის „განმანათლებლის“ /პროსვეტიტელ/ პრემია ჰუმანიტარული განათლების დარგში.
  • ალექსანდრე მეშჩერიაკოვის მოღვაწეობა 2015 წელს აღინიშნა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელით „სამეცნიერო კვლევისა და იაპონური სიტყვიერების თარგმნის საქმეში გაწეული განსაკუთრებული დამსახურების, იაპონიისა და რუსეთის ხალხთა მეგობრობის განმტკიცებისა და ურთიერთგაგების საქმეში წვლილის გამო“.

პუბლიკაციები, შრომები, წიგნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო შრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Книга японских символов. (ქართ. იაპონური სიმბოლოების წიგნი) — М.: Наталис, 2003. — 556 გვერდი.
  • Японский император и русский царь. Элементная база. (ქართ. იაპონელი იმპერატორი და რუსი მეფე. ელემენტარული ბაზა) — М.: Наталис, 2003. — 256 გვერდი.
  • Император Мэйдзи и его Япония. (ქართ. იმპერატორი მეიჯი და მისი იაპონია) — М.: Наталис, 2009. — 736 გვერდი.
  • Мещеряков, Александр; Грачев, Максим: История древней Японии. (ქართ. ძველი იაპონიის ისტორია) — М.: Наталис, 2010. — 544 გვერდი.

მთავარი თარგმანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Синтоизм - религия японцев (ქართ. (რომაჯით) შინტოიზმი. - იაპონელთა რელიგია) // Азия и Африка сегодня, 1977, № 4, 50-52 გვერდები.
  • Японские легенды о чудесах. IХ-ХI вв. (ქართ. იაპონური ლეგენდები სასწაულებზე. IХ-ХI სს.) М.: Наука, 1984. — 183 გვერდი.
  • Кодзики. Записи о деяниях древности. (ქართ. კოჯიკი. ჩანაწერები ძველი დროის საქმეთა შესახებ) გრაგნილი. Перевод со старояпонского, предисловие и комментарий А.Н. Мещерякова. (ქართ. გრაგნილი. თარგმანი ძველი იაპონური ენიდან, წინათქმა და კომენტარები ალ. მეშჩერიაკოვის) — СПб.: Шар, 1994, 157-239 გვერდები.
  • Нихон рёики. (ქართ. ნიჰონრიოიკი /ჩანაწერები სასწაულის შესახებ იაპონიაში/. ) Перевод, предисловие и комментарий. (ქართ. თარგმანი, წინასიტყვაობა და კომენტარი) — СПб.: Гиперион, 1995. — 250 გვერდი.
  • Мурасаки Сикибу. Дневник. (ქართ. მურასაკი შიკიბუ. /ჰეიანის ხანის პოეტი ქალი, მწერალი/ დღიური.) Перевод, предисловие и комментарии. (ქართ. თარგმანი, წინასიტყვაობა და კომენტარი) — СПб.: Гиперион, 1996. — 175 გვერდი.
  • Золотая книга мифов, легенд и сказок Японии. (ქართ. იაპონიის მითების, ლეგენდებისა და ზღაპრების ოქროს წიგნი.) Составление А. Мещеряков, Н. Будур, C. Прокофьева. Перевод В. Марковой, А. Мещерякова, Е. Пинус. — М.: Терра, 1996. — 390 გვერდი.
  • Нихон сёки. Анналы Японии. (ქართ. ნიჰონ შოკი. ფუნჯით ნაწერი იაპონიის ანალები.) Перевод, предисловие и комментарии Л.М. Ермаковой и А.Н. Мещерякова. — СПб.: Гиперион, 1997, ტომები. 1 და 2-ე. ტომი პირველი — 495 გვერდი, ტომი 2-ე — 428 გვერდი.
  • Мещеряков, Александр: Линия жизни. (ქართ. ცხოვრების გზა.) М.: Восточная литература, 1990. — 247 გვერდი.
  • Мещеряков, Александр: За нами — только мы. (ქართ. ჩვენს უკან მხოლოდ ჩვენა ვართ.) СПб.: Гиперион, 1995. — 287 გვერდი.
  • Мещеряков, Александр: Здесь был ледник. Стихи. (ქართ. აქ იყო ყინული. ლექსები.) — М.: АРГО-РИСК, Книжное Обозрение, 2008. — 56 გვერდი.
  • Мещеряков, Александр: Записки у обочины. (ქართ. გზის პირას გაკეთებული ჩანაწერები ) М.: Полигран, 1993.
  • Мещеряков, Александр: мещеряков@япония.ru СПб.: Гиперион, Академический проект, 2001. — 350 გვერდი.
  • Мещеряков, Александр: Летопись. Роман-путеводитель по Кремлю и окружающей его вселенной (ქართ. მატიანე. რომანი-გზამკვლევი კრემლსა და მის გარშემო მდებარე სამყაროში) М.: Рипол классик, 2006. — 318 გვერდი.
  • Мещеряков, Александр: Стать японцем (ქართ. როგორ უნდა გახდე იაპონელი) М.: Эксмо, 2012. — 432 გვერდი.

ლიტერატურა პროფ. მეშჩერიაკოვზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Коляда, М. С.; Трубникова, Н. Н.: История японской философской мысли в отечественных изданиях 2014–2015 гг. Обзор (ქართ. იაპონური ფილოსოფიური აზრის ისტორია სამამულო გამოცემებში. 2014–2015 წწ. მიმოხილვა) / Вопросы философии. / (ქართ. ფილოსოფიის საკითხები) — 2016 წ. — № 3. — 90-გვერდიდან 101-გვერდამდე. — ISSN 0042-8744.

საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოგრაფია და ბიბლიოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიო და სატელევიზიო გამოსვლები, ინტერვიუები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.